![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მეგობრებო, გადავწყვიტე გავხსნა თემა რწმენაში განსაძლიერებლად, რაც ყველას ასე ძალიან გვაკლია და ყველას დიდ სარგებელს მოგვიტანს ღმერთის რწმენისა და სულიერების სრულყოფის გზაზე. ამ თემაში დავწეროთ ისეთი იშვიათი და სასწაულებრივი ფაქტები, რომლებმაც რადიკალურად შეცვალა მრავალი ადამიანის ცხოვრება. აქ კი მსურს მოგიყვეთ ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მოხდა. თავისი კეთილშობილური ცხოვრებით და ლოცვით გამორჩეული ცნობილი სასულიერო პირის - მამა იოანე კედროვის მრევლს დიდი განცდები და მღელვარება ჰქონდა, რამაც სულიერი სიმშვიდე დააკარგვინა. ამ მდგომარეობაში მყოფმა გადაწყვიტა საკუთარ მოძღვართან - მამა იოანესთან (კედროვი) მისულიყო, რათა ნუგეში და სიმშვიდე ზიარებაში ეპოვა, მითუმეტეს რომ იტანჯებოდა არა მარტო მორალურად, არამედ ძილშიც ვეღარ ისვენებდა. გოგონა სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა და თავისი სპეციალობის გამო სხვადასხვა რთულ მოვალეობას ასრულებდა. გოგონამ თავისი განზრახვა შეასრულა, მაგრამ აღსარების დროს შერცხვა და დამალა ერთი ცოდვა, სწორედ ის, რომელიც განსაკუთრებით ტანჯავდა. ზიარების შემდეგ მან არა თუ სიმშვიდე იპოვა, არამედ უსასოობაშიც ჩავარდა. დაეწყო ფიქრები იმაზე, რომ ის საშინელი ცოდვილია და თავისი ცოდვის დამალვის გამო სინდისმა საერთოდ მოსვენება დააკარგვინა. მის ისედაც დატანჯულ პიროვნებას ახალი ძალით დაუწყო წვალება და პირადი დარდის ნიადაგზე დაებადა აზრი თვითმკვლელობის შესახებაც. დემონურმა სულმა საბრალო გოგონაში თანდათან მოამწიფა და საბოლოოდ ჩამოაყალიბა აზრი თვითმკვლელობის შესახებ. როდესაც გოგონამ ამის შესახებ მტკიცე გადაწყვიტილება მიიღო დაიწყო იმაზე ფიქრი თუ განზრახვის სისრულეში მოყვანა უფრო წარმატებით რა საშუალებით შეიძლებოდა. გოგონა რკინიგზის ხაზის მახლობლად ცხოვრობდა და მისი ბინის შორეახლოს რკინიგზის ლიანდაგებზე გადასასვლელი შლაგბაუმი იყო განთავსებული, რომლის ახლოსაც დარაჯის ჯიხური იდგა. გოგონა ადგილმდებარეობის გასაცნობად წავიდა და დააფიქსირა, რომ ჯიხური გადასასვლელის მარცხენა მხარეს იყო, ხოლო მარჯვნივ კი საჭიროებისას ლამპიონი ანათებდა. მატარებლის ჩავლისას დარაჯი გვერდზე დგებოდა, ჯიხურიდან კი ჩრდილი ეცემოდა ისე, რომ სიბნელეში წინასწარ შეიძლებოდა აბსოლუტურად შეუმჩნევლად დამალვა. თუ უცბად გაიქცეოდი და დიდი სისწრაფით მომავალი მატარებლის წინ ლიანდაგებში გადახტებოდი მატარებელი ისე გადაგივლიდა, რომ დარაჯი განძრევას ვერ მოასწრებდა, სიკვდილი გარანტირებული იყო. გოგონამ გადაწყვიტა მეორე დღეს ზუსტად ასე მოქცეულიყო, როდესაც შუა ღამის მატარებელი ტრანზიტით ჩაივლიდა. მეორე დღეც დადგა. მოსაღამოვდა. საწყალ ადამიანს, რომელმაც საზარელი თვითმკვლელობა გადაწყვიტა მხოლოდ ორი საათის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ამ დროს მოულოდნელად მისი ბინის კარზე ზარის ხმა გაისმა. გოგონა იმაზე ფიქრით, რომ ასე მოულოდნელად და გვიან მოვიდნენ და რომ შეიძლებოდა ამას მისი განზრახვაც ჩაეშალა, კარის გასაღებად გაემართა, რომ დროულად მოეცილებინა უდროვო სტუმარი. გოგონამ კარები გააღო. ქუჩის ლამპიონის შუქზე ახალგაზრდა გოგონა დაინახა ბეწვის ქუდში, ზონარზე დაკიდებული მუფტით და ბეწვშემოვლებული ქურქით. უცნობმა მისი გვარი დაასახელა და ვინაობა ჰკითხა. - მაპატიეთ, მაგრამ თქვენი მიღება არ შემიძლია, უკვე ძალიან გვიანაა . . . - ამოილუღლუღა გაფითრებულმა მამა იოანეს მრევლმა, რადგან უცნობმა მისი სახელი და გვარი იცოდა. - მე დიდხანს არ გაგაცდენთ, გთხოვთ შემოსვლის ნება მომცეთ, თქვენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს და აუცილებლად უნდა მომისმინოთ. - უპასუხა უცხო გოგონამ და ამ სიტყვებით ოთახში შევიდა. აქ უცნობმა გოგონამ აუხსნა, რომ ის არის მამა იოანეს (კედროვი) ქალიშვილი და დასძინა: - მე ვიცი, რომ თქვენ დღეს თავის მოკვლა გაქვთ გადაწყვეტილი. მისმინეთ, ამას ნუ იზამთ. თქვენი ნერვიულობა და უიმედობა იქიდან მოდის, რომ აღსარების დროს მამაჩემს მძიმე ცოდვა დაუმალეთ, რომელიც ახლა გაწვალებთ. მიდით ხვალ მამასთან, მოინანიეთ ეს ცოდვა და ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მინდა დამიჯეროთ. უცნობი წავიდა. მამა იოანეს მრევლი გაშეშდა და გონება დაკარგა, როგორც კი გონს მოვიდა მოძღვრის ქალიშვილის კვალდაკვალ გაიქცა, მაგრამ ქუჩაში ვერავინ დაინახა. გოგონა გაფითრდა. ადვილი წარმოსადგენია თუ რას განიცდიდა საცოდავი, როდესაც მისი ფარული აზრი ასეთი ყოვლად წარმოუდგენელი სახით გამჟღავნდა. მეორე დღესვე იგი მამა იოანეს სახლში მივიდა და სთხოვა სასწრაფოდ ჩაებარებინა აღსარება. მოძღვარმა აღსარება ჩაიბარა. მოინანია რა თავისი ცოდვა გოგონა თავის სულიერ მოძღვარს მოუყვა თუ როგორ უმადლოდა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას მის ქალიშვილს, რომელიც გუშინ გვიან საღამოს ეწვია მას ბინაზე და დაჟინებით ურჩია იმ ცოდვის მონანიება, რომელიც სირცხვილის გამო დამალა. მამა იოანემ გამოიტანა დიდი საოჯახო ფოტოსურათი, რომელზედაც მისი ოჯახის წევრები იყვნენ გამოსახული და ჰკითხა: ”ამ ფოტოზე გამოსახული ჩემი ქალიშვილებიდან რომელი მოვიდა გუშინ საღამოს შენთან?” მრევლმა მამა იოანეს ერთ-ერთ მათგანზე მიუთითა. - იგი წელიწადნახევრის წინ დაიღუპა, - მწუხარებით აღნიშნა მოძღვარმა . . . ხალხო, შეძრწუნებული ვარ, ძალიან მიჭირს კომენტარის გაკეთება . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
iraklidze |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
საინტერესოა. ორივე წავიკითხე, ალბათ ჩემი დამოკიდებულება ამ კველაფრის მიმართ ზოგიერთებმა იცით.
საინტერესო ისაა რომ ადამიანს ყველაფერი ისე წარმოედგინა "იმ" სამყაროში როგორც ეს წაუკითხავს ან სურათებზე უნდახავს. ანგელოზები, მახინჯი ეშმკები და ღვთისშმობელიც. მე მგონი აქვე უნდა ითქვას მეცნიერების აზრიც მსგავსი ჩვენებების. ეს სხვა არაფერია თუ არა გონებაში არსებული ინფორმაციის და სიუტაციის დამუშავების შემდეგ შექმნილი წარმოდგენა სიკვდილისა. მე არ მჯერა ამ კყელაფრის და რომც გადამხდეს მე მგონი მაინც არ დავიჯერებ. კლინიკური სიკვდილი საკმაოდ რთული რამაა, რაც ბოლოდე ჯერ არაა შესწავლილი. ასე რომ იმის მტკიცება რომ ეს უყველაფერი ნამდვილია, ცოტა რთულია. ვერც მე ვიტყვი გადაჭრით რომ სისულელეა-თქო. რომც არსებობდეს ეს ყველაფერი რაღაც არა მგონია ის ისეთი იყოს როგორც ეს უმეტესობას გონია, ედემის ბაღი მე მგონი მართლა ხეხლის ბაღი არაა. და არც ეშმაკია მახინჯი არსება, და არც ანგელოზია მართლა ფრთიანი. და რატომღაც ზევით რატომ მიდის ყველა, სად ზევით ამიხსენით კაცო, სად ააქ სამყაროს ზედა და სად ქვედა? -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი