სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| აფაჟარი |
Jul 18 2007, 02:00 AM
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 18-July 07 მდებარ.: pelevdikea.. წევრი № 2,481 |
მოკლედ, გამარჯვება!
ხელოვნება, მით უმეტეს კეთილი ნებითა და სიყვარულით შექმნილი ყოველთვის იყო ხალხის სულის საკვები რელიგიასთან ერთად.. ისევე როგორც სჭირდებათ ადამიანებს ფიზიკური საკვები, რომ სხეულმა იცოცხლოს, ასევე საჭიროა საკვები საულისათვის და ესაა რწმენა და ხელოვნება.. კონკრეტულად პოეზია ყოველთვის იყო ხელოვნების ის დარგი, რომელიც ხალხს გარკვეულ იდეოლოგიას უნერგავდა.. იყო ყველაზე გაბედული, ხან მიუღებელიც მაგრამ მართალი, ბოლომდე ნაღდი და არა ყალბი, თავისი იდეის გამტარებელი და მებრძოლი.. ამისთვის ხოცავდნენ პოეტებს, მარტო ჩვენი პაოლოს, ტიციანის, ვალერიანის და სხვებისაც, შანდორ პეტეფი, პაბლო ნერუდა და ა.შ. პოეზია ესაა სულიერი ბრძოლის უფრო ხალხოსნური გზა, ხელოვნების ყველაზე უფრო სულიერი დარგი და ყოველთვის პროგრესიებადი და ახლის მთქმელი.. ხშირად ეს იყო მიუღებელიც, კრიტიკა გაისმოდა ყოველი კუთხიდან.. მე პირადად მაქვს წაკითხული გალაკტიონზე, ნიკო სამადაშვილზე, მირზა გელოვანზე დაწერილი კრიტიკული წერილები სადაც იმდროინდელი ფსევდოკრიტიკოსები მათ სამსობლოს მოღალატეებად მოიხსენიებენ და ერის დაღუპვის მცდელობაში დებენ ბრალს, მაგრამ გავიდა ხანი და დღეს ყველა აღიარებს რომ პოეტებმა შექმნეს ის მუხტი და იდეოლოგია, რამაც ალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთოდ სულიერ განვითარებაში.. ამის შემდეგ წამოვიდა მორიგი თაობა, მურამნ ლებანიძის, მუხრან მაჭავარიანის, შოთა ნიშნიანიძის სახით, აქ იმდენად ახალი არაფერი თქმულა, თითქოს ეს ყველაფერი საბჭოთა დინებას გარკვეულწილად მიჰყვებოდა.. და მერე უკვე 90-იანების თაობა, რომლებიც რაღაცას ცდილობდნენ მე თუ მკითხავთ, მაგრამ ეს მაიც გაუთვითცნობიერებელი დილეტანტიზმი იყო, სადაც ეპოტინებოდნენ ევროპისა და მეტად განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას.. მიუხედავად იმისა რომ ეს მართლმადიდებლური ფორუმია და ასევე პოეზიაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხრაა სასულიერო პოეზია (სხვა რომარაფერი, პირველი პოეტური შენაქმენები დავითის ფსალმუნები იყო უდავოდ), მიუხედავდა მიასა მე მსურს რომ ამ თემაში ქართველმა მართლმადიდებლებმა საკუთარი აზრი გამოხატონ, კორექტულად სიყვარულით, თუნდაც რომ საწინააღმდეგო, თანამედროვე პოეზიის შესახებ.. მე შეძლებისდაგვარად შევეცდები აქ დავყარო ის ლექსები რომლებიც დღეს იწერება, ახალგაზრდა, მოზარდი თუ სულაც ცოტა დაღვინებული პოეტების მიერ.. ლექსები, რომელნიც ქმნიან თანამედროვე ქართული პოეზიის სახეს.. სხვათაშორის აღსანიშნავია, რომ პოეზია თავდაპირველი სახით იყო ურითმო, ისევ დავითის ფსალმუნების მაგალითს მოვიყვან და კიდევ უამრავი, გალობანი სინანულისანი და ა.შ. თუმცაღA განიცადა ფორმაცია და მოიპოვა რითმა, მეოცე საუკუნეში სამყარომ აღიარა რითმის უმნიშვნელობა და თავისუფალი წერის საშუალება მისცა პოეტებს, დღეს საქართველოშიცაა ტენდენცია.. მე პირადად ვაღიარებ რომ რითმაც ისევე საჭიროა როგორც მისი ალტერნატივა -0 ვერლიბრი, რადაგნ ადამიანს მარჯვენა ფეხიც იმ სიგრძე სჭირდება, რამხელაც მარცხენა აქვს, ხომ? მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მოდით ვისაუბროთ ქართველი მომავლის და თანამედროვე პოეტების შესახებ მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა, თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული. წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად! არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური! ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე (სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი). წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით... სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი. რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით, გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას. დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს... გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები. ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს... მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან, მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი... და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია - ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები, ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ, საფლავს მინაწერი წლების დეფისივით. ________________________ სიყვარულის კამიკაძე ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი - რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული. არრა მაბადია გარდა ლექსების და გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო. ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით - ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები... შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა", გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება! მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი განცდა მეუფლება: მტრული გაციებით, ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით. და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს, დღეებს - სასწაულებს, ისე უცნაურად... ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი, როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური. აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა - წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია, კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ, ლექსში გავუცვალო ივან და მარია. ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს, მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ... გამექეცი! ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ და შენი სიყვარულის მქვია კამიკაძე. _______________________________ განწირული თაობა გუშინ - ვერ დაბრუნდა ბავშვობა ომიდან... დღეს - რომ ვერ "გვიხმარეს", შემოგვდგნენ წიხლებით... ხვალ - ალბათ გამოვალთ როდესმე კომიდან... ზეგ - ჯერ არ მოსული სიბერით ვიღლებით... რა გვახსოვს? - ტვინების ღვრა თავის ქალიდან... და ნატყვიარები ხერხემლის მალებში... ვერა, ვერ ამოხვალ, შენ, ჩვენი ვალიდან, ღმერთო... და ვერასდროს ჩაგვხედავ თვალებში! გიორგი საჯაია -------------------- მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
|
![]() ![]() |
| აფაჟარი |
Jul 19 2007, 09:13 AM
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 18-July 07 მდებარ.: pelevdikea.. წევრი № 2,481 |
საინტერესოა ძალიან თქვენი მოსაზრებები, ზოგი ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ყალბი, ზოგი ნამდვილი, ზოგი უმეცარი და ზოგი ბრძნული
კიდევ რამდენიმე ლექსს დავდებ.. მანამდე კი ჩEმს აზრს გამოვხატავ.. ნუ აქ ლაპარაკი იყო თანამედროვე პოეზიაში რითმასა და ურითმობაზე, ამაზე ალბათ ვთანხმდებით და დილეტანტურად არ დავიწყებთ თქმას, რომ ურითმო ლექსი ლექსი არაა, რადგან როგორც ზემოთ აღვნიოშნე პირველი ლექსები და პოეტური ქმნილებები ურითმოები იყო და საოცრად გემრიელდა იკითხებოდა.. იგივე ფსალმუნები, იგივე იმდროინდელი საგალობლები, თუ პატარპტარა ლექსები.. სხვა რომ არაფერი შექსპირია ურითმოდ დაწერილი, მერწმუნეთ, ორიგინალში, შემდეგ ზოგი გარითმა მაჩაბელმა, თორემ ურითმოა.. ჰო ეს საკითხი არაა მგონი სადავო ჩემო კარგებო.. ახლა გადავიდეთ თანამედროვეობაში ხელოვნების ბილწსიტყვაობაზე, ასე ვიტყვი.. მოდით გავამ,ახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რისი თქმა სურს ამის ავტორს და არა იმაზე თუ რას ამბობს, და რატომ იცით? არის პოეტისათვის მომენტები და შესაძლებლობები, როცა რაღAც აზრის გადმოსაცემად ყველაზე ზუსტი სიტყვა შეიძლება ბილწი აღმოჩნდეს, აი როცა აღწერ ვინმე საშინელ ადამიანს, (იგივე კონსტანტინეს მაგალითი იყო აქ), შეუძლებელია ეს ადამიანი აღწერო სიტყვებით: ცუდი, ბოროტი, გაქნილი, ცბიერი და მხოლოდ ამ სიტყვებმა შექმნას ის ზუსტი სურათი რაც შეიძლება რომ ადამიანი იყოს.. ძალიან გთხოვთ ნუ დაიწყებთ ყალბ, მოჩვენებით გამოსვლებს, ვაჟA საფლავშI გადატრიალდა და ა.შ.. ვაჟA ჩემი საყვარელი პოეტია.. საწოლის თავზე დიდი სურათი მიკიდია, მაგრამ ზუსტად იმ სურათიდან მეუბნება ხოლმე, რომ ახალია შესაქმნელი.. რომ ვაჟაზე არ შეიძLება გაჩერება, რაღAცახალი ყოველთვის ებრძვის ძველს, ებრძვის ძველს, მაგრამ მთავარია არ დაკარგოს ჭეშმარიტი გზა.. ჭეშმარიტ გზაში კი ერთადერთ გზას ვგულისხმობ, გზას სიყვარულისკენ.. და ამ გზაზე შეიძLება მრავალი სხვა განშტოებები შეხვდეს.. თვით ღმერთიც ხომ სიყვარულია.. აი ჩემს პროფილში ინტერესს თუ დააკვირდებით, იქაც ეგ მიწერია.. სიყვარული.. შემდეგ ნუ აქ ორი სიტყვით ანტიტყაოსანს ომ შევეხო, ვიტყვი რომ აბსოლუტურად არანაირი ღირებულების ლექსია და მხოლოდ და მხოლოდ იმისთვისაა შექმნილი რომ ავტორი გაპიარებულიყო.. და ეს ავტორმაც სპეციალურად გათვალა და ხალხიც ამ თავისი უეცარი რეაქციით და ხან ტელევიზორშI სჯა-ბაასით და ხან ერთMანეთსი, ხელს უწყობს მის სურვილს, აპიარებს მას არადა სამწუხაროა, რაგან იგივე ავტორს, პაატა შამუგიას, ბევრად უკეთესი ლექსებიც აქვს და იყო პერიოდი კიდეც, სანამ ანტიტყაოსანს დაწერდა, როცა ბევრი მოხუცი და ხნიერი ადამიანისაგან გამიგია, პაატა ჩვენი იმედიაო, მაგრამ ვერა და ვერ გახდა ამ იმდეობით ვერაფერს და პიარის უფრო იოლ გზას მიმართა, დაწერა სკანდალური, მაგრამ არაღირებული.. ესაა და ეს მე გამაკვირვა რომ გიორგი საჯაიამ გამოიწვია უარყოფითი რეაქცია, აბა სხვა რაღAს იზამს, ხალხნო ნუ იქნებით ასეთი ისტერიულები, კარგი გაგებით ვამბობ ამ სიტყვას.. გრიგოლ რობაქიძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ტერენტი გრანელი, გრიგოლ აბაშიძე და თუნდაც შოთა რუსთაველი.. რომელი ერთI სათაყვანებელი ლიტერატორი ჩAმოვთვალო, რომელთაც არაერთხელ ჰქონიათ თავის ნაწარმოებებში ისეთი მძაფრი გრძნობები აღწერა, რომ რა ვიცი.. ფატმანის მაგალითი რუსთაველთან, ლაშარელა, ცოტნე დადიანი აბაშიძესთან, რობაქიძის გველის პერანგი ხომ საერთოდ გადასარევია.. ჰოდა ყველაფერს ზუსტი ადგილის მიჩენა უნდა თორემ სექსის და ნებისმიერი გამოხატულების აღწერა ლიტერატურაში აუცილებელიცაა.. ეს ხელოვნებაა და ის ყოველთვის ქმნის სწორ სულიერ მდგომნარეობას ხალხშI.. თორემ გაუკუღმართდა უკვე ყველაფერი.. ახლა რადენიმე ლექსს დავდებ კიდევ.. ცოტა უფრო მძფრებსაც და მაინტერესებს თქვენი აზრი.. ეგრევე სიტყვებს და ფორმებს ნუ დაუფრთხებით, ეცადეთ აზრი გაიგოთ.. ცრემლების მორებს ცრემლების მორებს მოვაგორებდი მე შენს ლოყაზე, მოვათრევდი ტკივილის ლოდებს. დრო გამოშვებით ვისვენებდი შენს წამწამთ ჩრდილქვეშ. დაფლეთილ ხელით, ნატკენ მკლავებით გულს ვიხუტებდი მიბნედილ მზერას. ქარიშხალივით მოვარდნილი შენივე სუნთქვა ჩადგა ჩვენს შორის. შენ თვალებიდან გადმოკიდე ცრემლის ძაფები მდინარეებად. მე მოვაპობდი სიცარიელეს, თავაწყვეტილი მივქროდი სადღაც და დამაგვიანდა. შენ ახლა ცისფერ კუბოში გძინავს. მე შავი ფერი ვარ და შენს სახეზე ვცეკვავ. მე ახლა სისხლის წვეთი ვარ და შენს კაბაზე ვცხოვრობ. ამ შეშლილ და მილეულ ღამით ფეხაკრეფით მივეპარები შენს დაღლილ და მძინარე თვალებს. მოგპარავ უცოდველ სიზმრებს, ბალიშის ქვეშ რომ მალავ. კართან დაგიტოვებ მარადისობას და ყოველ დილით ოთახში დაგვხვდება ჩემი დაწნული, ნატიფი დილა. მკერდზე მიგიკრავ, როგორც სითეთრეს. მეყვარები მაისის მსგავსად. ჩემი იქნები? დარჩები? გეყვარები? მე კი დავთვრები შენი თმების კოცნით, გამუდმებით მეყვარები, როგორც მზე. ზაზა კოშკაძე _________________________________________ მატრიოშკები ჩემში შენ, შენში ბავშვი, ბავშვში მარტივი სამყარო. მარტივ სამყაროში უშნოდ დახატული სახლები, სახლებში ადამიანები, ადამიანებში გრძნობები და შეგრძნებები, შეგრძნებებში და გრძნობებში სხვა ადამიანები. სხვა ადამიანებში ერთმანეთი და ბავშვები. ბავშვებში დიდები, დიდებში მოხუცები, მოხუცებში მკვდრები, მკვდრებში მოხუცები, მოხუცებში დიდები, დიდებში ბავშვები. ბავშვებში მარტივი სამყარო და უშნოდ დახატული სახლები. მე და შენ რთულ სამყაროში, რთული შეგრძნებებით. ბავშვიც რთულ სამყაროში, რომელიც ჯერ ემარტივება, რომელიც მეც მემარტივებოდა, შენც, დიდებსაც, მოხუცებსაც, მკვდრებსაც, სანამ გადიდდებოდდნენ, დაბერდებოდნენ, მოკვდებოდნენ. მატრიოშკები - ერთმანეთში ჩალაგებული მატრიოშკები. უსასრულოდ, გაუთავებლად ჩალაგებული. რაც უფრო მალე გახსნი მით უფრო მეტი იქნება. რაც უფრო ნელა, მით უფრო მეტი დაგრჩება გასახსნელი. უკანასკნელს ვერ მოესწრები. ვერც ისე გადიდდები, რომ პირველი მატრიოშკა იყო და ვერც ისე დაპატარავდები, რომ უკანასკნელი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ზომის იქნები და სხვა ზომების გემოვნებას ვერ აითვისებ. მოდი ჩავლაგდეთ ერთმანეთში. ძალიან ავირიეთ და ვეღარ ვხვდები ახლა რა ზომის ვარ. გარშემო უშნოდ დახატული სახლები და რთული სამყაროა. მატრიოშკების სამყარო. დათო ყანჩაშვილი (იორიკი) ______________________________________ უღელი და მართლაც რა საჭიროა გზა თუ იგი ტაძრამდე არ მიგვიყვანს? გზა-ხიდი ცნობიერიდან ქვეცნობიერისკენ ან პირიქით ჩვენ ის ერთად გამოვძერწეთ მაჟორ-მინორულ ემოციათა აკორდებისგან გზა ტვინის სხვადასხვა უბნებში, კითხვის ნიშანივით თავჩაქინდრულ მოწყენილ ქუჩებზე. ან შეიძლება ჩვენ ის უბრალოდ ვიპოვეთ მიტოვებული ავტობანი შუაგულ უდაბნოში ჩასვეტილი გიტარის გრიფი, რომელშიც ისე სწრაფად დავხტუნავ ლადიდან ლადზე რომ კაცი სვინგს დაუკრავდა ეს ჩემი ვარდისფერი ავტობუსის რეისია: გაჩერებების გარეშე. ცალმხრივ მიმავალი გულის დაწვრილებამდე მელოდიის დაწვრილებამდე ზევით და ზევით აქ სიჩქარე უკვე კარგავს აზრს რა ხანია სპიდომეტრი - საათად იქცა ზევით და ზევით მაგრამ მაინც წრეზე ყოველ მომდევნო ჯერზე უკვე სხვა განზომილებაში როდის დამთავრდება ეს? არ ვიცი მე მხოლოდ ერთ რამეს მივხვდი: და მართლაც რა საჭიროა გზა თუ იგი ტაძრამდე არ მიგვიყვანს? შოთა გაგარინი _______________________________________ ორგანულ გარეუბნებში ორგანულ გარეუბნებში, სადაც ვზრდიდით კალიებს და ფრთებდაჭრილ მწერებს სადაც ვითვლიდით, ორგანულ გარეუბნებში, სადაც დაქირავებული სულებიდან მორიგეობით იყურებიან დავიწყების ტყვეების უფორმო თავები, ორგანულ გარეუბნებში, გუშინ რომ გზა აგვებნა და დილის ტერფებით რომ მივაგენით საწოლს ჩვენსას, სწორედ იმ ორგანულ გარეუბნებში, სადაც ჩვენი უარყოფა დააკანონეს, სადაც ჩვენი მზერები აკრძალეს და გადახაზეს მზის სხივებით, ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი სიყვარულის ანომალია, წერტილები, რომლებზეც კონტურად გაივლო გრძნობების ზიგზაგი და შექმნა ერთი მთლიანი ფიგურა, სახელად წარსული.. ის კი, დროსთან ერთად რომ დაგვავიწყდა ჩვენს ზურგჩანთებში, ჩაპრესილი და კარგად შენახული, აი სწორედ ის, მიბრუნება რომ დაგვეზარა და აღარ ამოვარჩიეთ მყრალი და სველი ჩანთებიდან, ის დღეს კანონიერებაა და ყოველი ფეხის ნაბიჯზე მიბრძანებს, რომ არ გაკოცო, როცა შენი ტუჩები წყლისგან სველდებიან და როცა ვცდილობ წვეთ-წვეთად მივიღო სიყვარულის დოზა წყალი, შენს ნიკაპზე ჩამონადენი და ყელზე არეკლილი.. მე შენ მენატრები.. მარტივი ბანალურობიდან უსაზღვრო სირთულემდე და საზღვარსგადაღმა სირთულიდან უვიზოდ დარჩენილ ბანალურობამდე.. იქ კი, ფარდებს არასოდეს ჩამოუშვებენ და სცენაც, მტვრისა და მსახიობებისგან მიტოვებული სცენა, მუდამ იტრიალებს ერთი ღერძის გარშემო, სანამ არ მოარყევს და არ ჩაიყოლებს საკუთარ კანონიერებას.. და არასოდეს დასრულდება ჩვენს მიერ ნათამაშები სპეკტაკლი, რადგან ჩვენ გავიქეცით, მაყურებელი კი ისევ უიმედოდ ელოდება სცენაზე გამოსვლას, რომ თავი დავუკრათ პირდაფჩენილ და გაუმაძღარ ღირსებას.. ორგანულ გარეუბნებში, სადაც უკანასკნელ პაემანზე შევატოვეთ ერთმანეთს მოლოდინი და დამჭკნარი გვირილები, იმ ორგანულ გარეუბნებში, რომლებსაც ორგანულად ვერ იტანდნენ ჩვენი ჩაკიდებული ხელები და თმები ერთმანეთის მხრებზე, სწორედ იმ ორგანულ გარეუბნებში, სადაც ჩვენ აღარ გაგვახსენდა საათი და დრო გაჩერდა და წამი გაჩერდა და წამწამებიც გაჩერდნენ, ჩვენ ავამოძრავეთ ყველაზე დიდი მონატრების ქარხანა და ფოლადისგან გამოჭედილ უზარმაზარ ღუმელებში საკუთარი სხეულები შევყარეთ, რომ ფერფლად ქცეულები ქარხნის კვამლთან ერთად გავყოლოდით ჰაერს, გავყოლოდით ქარს იქ, სადაც მე აღარავინ ამიკრძალავდა შენს ყურებას და უბრალოდ თქმას, რომ ორგანულ გარეუბნებში, გუშინ რომ გზა აგვებნა და დილის ტერფებით მივაგენით სახლებს ჩვენსას, მე ისევე მენატრებოდი შენ, როგორც ახლა.. ალექსანდრე ლორთქიფანიძე (ხვიარა) -------------------- მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
|
აფაჟარი "ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი" Jul 18 2007, 02:00 AM
komisia მდააა.....
ერთს ვიტყვ... Jul 18 2007, 02:01 AM
აფაჟარი მეტალის პეპელა
მე ... Jul 18 2007, 02:05 AM
kato_Bato მე მგონია ცუდად არ ... Jul 18 2007, 12:39 PM
marine
უზნეობასთან ომს მ... Jul 18 2007, 12:49 PM
ნიანია უფალო, შემხვდი....
უ... Jul 18 2007, 02:01 PM
ქავთარაძე აააააააააააააააა... Jul 18 2007, 02:05 PM
ქავთარაძე ნიანია
ეგ უკანასკნ... Jul 18 2007, 02:23 PM
marine
kato_Bato
დროებაში იყო ი... Jul 18 2007, 02:27 PM
zviadauri
ნიანია
ეგ უკანასკ... Jul 18 2007, 04:17 PM
ქავთარაძე
:D :D :D
თანასწორობის ... Jul 19 2007, 09:35 AM
marine
რითმა? :) მაშინ მოთხ... Jul 19 2007, 10:43 AM
kato_Bato ქავთარაძე
მაგაზე, ... Jul 18 2007, 04:12 PM
marine
[b]ქავთარაძე
საიდა... Jul 18 2007, 04:20 PM
k@the გიორგი საჯაიას ლექ... Jul 18 2007, 04:13 PM
di_onise თქვენი არ მესმის რ... Jul 18 2007, 04:20 PM
k@the
მე მგონია, რომ გინ... Jul 18 2007, 04:26 PM
marine
ძაღლიშვილო მე პირ... Jul 18 2007, 04:28 PM
k@the
ვისთვის როგორ :)
მე ... Jul 18 2007, 04:31 PM
marine
უბრალოდ 'ძაღლიშვ... Jul 18 2007, 04:34 PM
kato_Bato ძაღლიშვილო, ვირიშვ... Jul 18 2007, 04:38 PM
marine
ძაღლიშვილო, ვირიშ... Jul 18 2007, 04:40 PM
k@the კარგით, მაშინ ასე შ... Jul 18 2007, 05:09 PM
ქავთარაძე k@the
ბოროტის სიტყვით ... Jul 18 2007, 05:11 PM
kato_Bato k@the
კონსტანტინემ იც... Jul 18 2007, 05:15 PM
zviadauri მარინე პმ ნახე რა Jul 18 2007, 05:19 PM
k@the
k@the
ბოროტის სიტყვით... Jul 18 2007, 05:23 PM
kato_Bato მე ვამბობ, რომ ადრე... Jul 18 2007, 05:26 PM
di_onise kato_Bato
ადრე ვინმესთვ... Jul 18 2007, 05:29 PM
k@the
მე ვამბობ, რომ ადრე... Jul 18 2007, 05:35 PM
di_onise ქავთარაძე
ხოო...
გელ... Jul 19 2007, 10:56 AM
აფაჟარი ძალიან გთხოვთ ნუ დ... Jul 19 2007, 11:00 AM
marine
რითმა-ურითმობა არ ... Jul 19 2007, 11:17 AM
kato_Bato აფაჟარი
მე პირადა... Jul 19 2007, 11:12 AM
აფაჟარი მარინე გეთანხმები ... Jul 19 2007, 11:21 AM
marine
მარინე გეთანხმები... Jul 19 2007, 11:23 AM
di_onise ლექსს - რითმა + შინა... Jul 19 2007, 11:24 AM
kato_Bato ქავთარაძე
ლიტერატ... Jul 19 2007, 11:29 AM
აფაჟარი კატო შენ გაიხარე შ... Jul 19 2007, 11:34 AM
marine
მაგრამ ისე ჯობს ლე... Jul 19 2007, 11:40 AM
kato_Bato უცნაურია ისიც, რომ ... Jul 19 2007, 11:42 AM
marine kato_Bato
მათალი ხარ, კატ... Jul 19 2007, 11:47 AM
kato_Bato
აბა რას ვფიქრობთ.
... Jul 19 2007, 11:53 AM
აფაჟარი აი თუნდაც ეს კატოს ... Jul 19 2007, 11:57 AM
marine
აი თუნდაც ეს კატოს ... Jul 19 2007, 12:03 PM
აფაჟარი არაა საჭირო ყველამ... Jul 19 2007, 12:06 PM
marine
არაა საჭირო ყველა... Jul 19 2007, 12:06 PM
marine
თუ მასეთი სილამაზ... Jul 19 2007, 12:12 PM
marine
ახლა სხვა მწვერვა... Jul 19 2007, 12:20 PM
აფაჟარი არა შენი ლექსი კი ა... Jul 19 2007, 12:08 PM
აფაჟარი ჰო "ორგანულ გარეუ... Jul 19 2007, 12:16 PM
kato_Bato marine
მე მაგალითად შე... Jul 19 2007, 12:22 PM
marine
marine
მე მაგალითად შე... Jul 19 2007, 12:35 PM
kato_Bato marine
მეც მაგას ვამბო... Jul 19 2007, 12:38 PM
აფაჟარი მარინე.. პოეზია გემ... Jul 19 2007, 12:41 PM
marine
მთავარია მეგობრულ... Jul 19 2007, 12:59 PM
marine
მარინე.. პოეზია გემ... Jul 19 2007, 04:51 PM
აფაჟარი ლურჯო ანგელოზებო
... Jul 20 2007, 11:05 PM
_Matasi_ მდააა... "ვარდისფე... Jul 20 2007, 11:13 PM
აფაჟარი ისე ცნობისათვის გე... Jul 20 2007, 11:21 PM
_Matasi_ აფაჟარი
ეს ადამიან... Jul 21 2007, 12:12 AM
ქავთარაძე
ადრე იყო, თერგდალე... Jul 21 2007, 12:17 AM
_Matasi_ ქავთარაძე
თუ უფალთ... Jul 21 2007, 12:21 AM
აფაჟარი მოდით კიდევ ერთ ლე... Jul 21 2007, 12:42 AM
mendes masieli
მოდით კიდევ ერთ ლე... Jul 27 2007, 03:52 PM

Lortkifanidze _ საა..
გძინავს?
ჯერ ა... Aug 22 2007, 01:04 AM
Lortkifanidze
მოდით კიდევ ერთ ლე... Aug 21 2007, 11:00 PM
kato_Bato არ ვიცი ამდენი ხლა... Jul 21 2007, 12:00 PM
_Matasi_ kato_Bato
არა, რაღაც კარგ... Jul 26 2007, 01:41 AM
marine ლექსი "სული" მეც... Jul 26 2007, 10:06 AM
_Matasi_ დათო ყანჩაშვილი
... Jul 27 2007, 05:03 PM
ketino
უფალო, შემხვდი....
უფ... Aug 13 2007, 08:02 PM
kato_Bato ketino
გეეეეთანხმები :( Aug 22 2007, 12:03 PM
აფაჟარი ლოცვა ავადმყოფობი... Sep 7 2007, 02:11 PM
ნიანია აფაჟარი
მარილის მ... Sep 25 2007, 04:00 PM
Qeti მდააა....
რაღაც არ მ... Sep 25 2007, 05:25 PM
აფაჟარი ra aris aq armosawoni? ar mesmis.. vcdilob saukete... Sep 26 2007, 02:15 PM
kato_Bato "ლიუძი" იმსჯელე... Sep 26 2007, 02:24 PM
თათი87 სოსო ლიპარტია
ცივ... Sep 27 2007, 01:34 PM
ნათია http://img172.imageshack.us/img172/2953/200pxhomer... Sep 27 2007, 01:57 PM
თათი87 ქალი მანდილით
ქალ... Sep 27 2007, 02:00 PM
თათი87 სინანული
ვიცი მ... Sep 27 2007, 04:09 PM
_Matasi_ mendes masieli
შენი რამდენი... Sep 28 2007, 06:13 PM
_Matasi_ ... Sep 28 2007, 06:13 PM
ნათია საქართველოსთვის... Sep 29 2007, 12:30 AM
Homo Faber ეს არის თანამედროვ... Oct 3 2007, 09:59 AM
meleqse
:D
ეს არის ნაღები ი... Oct 3 2007, 10:45 AM
serafita გავეცანი ე.წ. თანამ... Oct 3 2007, 11:36 AM
თათი87 არც დასაწყისი...)
არ... Oct 3 2007, 02:33 PM
Homo Faber [b]ლეო ნაფტა
[b]"ორი ... Oct 8 2007, 06:17 PM
ლილიანა მოკლედ ასე , მართალ... Apr 19 2008, 08:39 PM
kato_Bato ვახ.
ცოტაარიყოს გუ... Apr 19 2008, 10:11 PM
თამარი_ცქნაფო
ვახ.
ცოტაარიყოს გუ... Apr 19 2008, 10:20 PM
likka ლილიანა
ყოჩაღ! :მპ... Apr 19 2008, 10:32 PM
შოთაძე მეც მომეწონა :)
რომ... Apr 19 2008, 10:34 PM
თამარი_ცქნაფო
მეც მომეწონა :)
რომ... Apr 19 2008, 11:00 PM
ქეთუ ლილიანა
კარგი თემა... Apr 19 2008, 11:00 PM
თამარი_ცქნაფო
ლილიანა
კარგი თემ... Apr 19 2008, 11:05 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th October 2025 - 06:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი