რა არის სული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის სული |
მხევალი ნინო |
May 3 2007, 09:46 AM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
უფალმა პირველ ადამიანს სული ჩაბერა, ალბათ ასე წარმოიშვა სული, მაგრამ მათ შთამომავალს ვინ ან საიდან აძლევს სულს.
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
დათიკო |
May 18 2007, 06:43 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
afxazi
ციტატა ყოველ ადამიანს სული უფლის კეთილი ნებით ეძლევა, ადამიანი სხეულის შექმნაში მონაწილეობს, სულის შექმნასთან რა ხელი აქვს მას. საიდან ასეთი დარწმუნებულობა? მოდი გადავხედოთ რას გვასწავლიან წმინდა მამები: საღვთო წერილში ბოლომდე არ არის ახსნილი თითოეული ადამიანის სულის წარმომავლობა; ეს „საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის“ (წმ. კირილე ალექსანდრიელი) არც ეკლესია გვთავაზობს ამ საკითხის შესახებ მკაცრად განსაზღვრულ სწავლებას. მაგრამ აღნიშნული კრების განჩინება არ ადგენს შემდეგს - იქმნება თუ არა ადამიანის სული მშობელთა სულებისგან და მხოლოდ ამ გაგებით არის იგი ახალი საღვთო ქმნილება, თუ უშუალოდ თავად ღმერთი ქმნის თითოეულ სულს, რომელიც გარკვეულ მომენტში უერთდება შექმნის პროცესში მყოფ, ან უკვე შექმნილ სხეულს. ეკლესიის მამათა (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ ასური, ნეტარი თეოდორიტე) აზრით, თითოეულის სულს თავად ღმერთი ქმნის. ამასთან, ზოგი მათგანის თვალსაზრისით, სულის სხეულთან შეერთება სხეულის შექმნიდან მეორმოცე დღეს ემთხვევა. ეკლესიის ზოგიერთი მამა და მასწავლებელი (ტერტულიანე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ ნოსელი, ღირსი მაკარი, ანასტასი მღვდელი) თვლის, რომ ორივე სუბტსტანცია - სული და სხეული, ერთდროულად იღებს დასაბამს და ვითარდება. სული იქმნება მშობელთა სულებიდან, როგორც სხეული - მათივე სხეულებიდან. აქ „შექმნაში“ მოიაზრება საღვთო შემოქმედებითი ძალის მოქმედება ფართო გაგებით, რომელიც ყოველგვარი სიცოცხლისათვის დამახასიათებელი და აუცილებელია. როგორც ვხედავთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, წმინდა მამათა აზრებიც განსხვავებულია. |
მეხელი |
Jul 19 2007, 11:19 AM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 25-April 07 წევრი № 1,751 |
საღვთო წერილში ბოლომდე არ არის ახსნილი თითოეული ადამიანის სულის წარმომავლობა; ეს „საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის“ (წმ. კირილე ალექსანდრიელი) არც ეკლესია გვთავაზობს ამ საკითხის შესახებ მკაცრად განსაზღვრულ სწავლებას. მაგრამ აღნიშნული კრების განჩინება არ ადგენს შემდეგს - იქმნება თუ არა ადამიანის სული მშობელთა სულებისგან და მხოლოდ ამ გაგებით არის იგი ახალი საღვთო ქმნილება, თუ უშუალოდ თავად ღმერთი ქმნის თითოეულ სულს, რომელიც გარკვეულ მომენტში უერთდება შექმნის პროცესში მყოფ, ან უკვე შექმნილ სხეულს. ეკლესიის მამათა (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ ასური, ნეტარი თეოდორიტე) აზრით, თითოეულის სულს თავად ღმერთი ქმნის. ამასთან, ზოგი მათგანის თვალსაზრისით, სულის სხეულთან შეერთება სხეულის შექმნიდან მეორმოცე დღეს ემთხვევა. ეკლესიის ზოგიერთი მამა და მასწავლებელი (ტერტულიანე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ ნოსელი, ღირსი მაკარი, ანასტასი მღვდელი) თვლის, რომ ორივე სუბტსტანცია - სული და სხეული, ერთდროულად იღებს დასაბამს და ვითარდება. სული იქმნება მშობელთა სულებიდან, როგორც სხეული - მათივე სხეულებიდან. [/quote] დათიკო, მომიტევე, მაგრამ აქ პატარა შეცდომაა. ტერტულიანე ასწავლიდა, რომ ადამიანს სული ჩასახვისას მშობლისგან გადაეცემოდა სპერმატულად, და მის სწავლებას "ტრადუციონიზმი" ეწოდება. მაგრამ რაც შეეხება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს, წმ. გრიგოლ ნოსელს, წმ. მაკარი ეგვიპტელს და წმ. ანასტასი სინელს, მართალია, ისინი ასწავლიდნენ, რომ სული და სხეული ერთდროულდ იღებს დასაბამს და ეს არის საყოველთაო მართლმადიდებლური სწავლება (ამის უარყოფა ორიგენიზმის მწვალებლობაა, რაც მეხუთე მსოფლიო კრებაზე იქნა დაგმობილი), მაგრამ ამ წმინდა მამებს სულაც არ გამოჰქონდათ ის დასკვნა, რომ სული მშობლისგან გადადიოდა (როგორც ამას ტერტულიანე ასწავლიდა). პირიქით მაგალითად წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ასწავლის, რომ სული ეს ღვთის "ნაკადი" (ამ სიტყვას ხმარობს იგი სულის აღსანიშნავად) და იგი მისი მობერვით იქმნება ადამიანში მისი სხეულის შექმნასთან ერთად. საერთოდ ადამიანის გონიერ სული წმინდა მამებისთვის იგივე იყო, რაც არის პიროვნება, ჩვენი "მე". მასში ხედავდნენ ისინი ღვთის ხატებას და მის ძირითად თვისებებად მიიჩნევდნენ თავისუფალ ნებას, აზროვნების და შემოქმედების უნარს, ასევე უკვდავებას (იხ. წმ. იოანე დამასკელის "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა"). |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი