![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:
აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ 1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის 2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად. 3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი 4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით 5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით) 6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები. 7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება. პ.ს. არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა პ.პ.ს. იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის... სოტირისს მადლობა რჩევისათვის პარტიული მადლობა ![]() წაშალეთ ოფტოპიკები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
საღმრთო ლიტურგია წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისა დიაკონი: გვაკურთხენ, მეუფეო მღვდელი: კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე გუნდი: ამინ დიაკონი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ გუნდი: უფალო შეგვიწყალენ დიაკონი: ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ გუნდი: უფალო შეგვიწყალენ დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ გუნდი: უფალო შეგვიწყალენ დიაკონი: წმიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ გუნდი: უფალო შეგვიწყალენ დიაკონი: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩვენისა ი ლ ი ა ს ა თ ვ ი ს, პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ გუნდი: უფალო შეგვიწყალენ დიაკონი: ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ გუნდი: უფალო შეგვიწყალენ დიაკონი: სამეუფოისა ქალაქისა ამის ჩვენისა, და ყოვლისა ქალაქებისა და სოფლებისა, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ გუნდი: უფალო შეგვიწყალენ დიაკონი: კეთილშეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილგამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ გუნდი: უფალო შეგვიწყალენ დიაკონი: მენავეთა, მოგზაურთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ გუნდი: უფალო შეგვიწყალენ დიაკონი: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ გუნდი: უფალო შეგვიწყალენ დიაკონი: შეგვწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა გუნდი: უფალო შეგვიწყალენ დიაკონი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ გუნდი: შენ, უფალო პირველი ანტიფონის საიდუმლო ლოცვა: მღვდელი: უფალო ღმერთო ჩვენო, რომლისა სიმტკიცე განუზომელ და დიდება მიუწვთომელ, რომლისა წყალობა აურაცხელ და კაცმოყვარება მიუთხრობელ არს, შენ, მეუფეო, მოწყალებისაებრ შენისა, მოიხილე ჩვენზედა და წმიდასა ამას სახლსა ზედა, ჰყვენ ჩვენთანა და თანამლოცველთა ჩვენთა თანა მდიდრად წყალობანი და მოწყალებანი შენნი. ასამაღლებელი: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე გუნდი: ამინ. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 02:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი