გრიგოლ ფერაძე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გრიგოლ ფერაძე |
Sotiris |
Jul 18 2007, 02:22 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
რაფიდზე ავტვირთე პოლონელი მღვდლის ჰენრიკ პაპროცკის მიერ დაწერილი გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფია (ფრანგულ ენაზე), რომელსაც თან ერთვის მამა გრიგოლის ნაშრომების ბიბლიოგრაფია. სტატიაში აგრეთვე დაბეჭდილია მისი რამდენიმე ფოტო, რომლებიც, ვფიქრობ, ხალხს დააინტერესებს. სტატია ქართული ვერსიებისგან განსხვავებით მეტი ინფორმატიულობით და სიზუსტით გამოირჩევა. საერთოდ გრიგოლ ფერაძის სიკვდილის სამი ვერსია არსებობს (მეტი დეტალებისთვის ნახეთ სტატია):
1) ვარშავის პავიაკის ციხიდან გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკ მაუთჰაუზენში, სადაც სიკვდილით დასაჯეს. 2) იგი ძაღლებს დააგლეჯინეს და დაწვეს (ეს ნახსენებია მიტროპოლიტ ბასილის ერთ წერილში). 3) აუშვიცის ბანაკში მრავალშვილიანი ოჯახის მამის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში. პირველი ვერსია უსაფუძვლო უნდა იყოს (არცაა ცნობილი საიდან მომდინარეობს), რადგან ეწინააღმდეგება იგივე ოფიციალურ გერმანულ დოკუმენტებს, რომლებიც აუშვიცში სიკვდილის შესახებ საუბრობენ. აუშვიცის ვერსია კი არის ცხადი, მაგრამ დეტალები მაინც ბოლომდე გაურკვეველი რჩება. 1945 წ.-ს აუშვიცს გადარჩენილმა ერთმა პირმა (რომლის ვინაობის შესახებაც ახლა არაფერი ვიცით) პოლონეთის ეკლესიას მიაწოდა ზეპირი მოწმობა, რომ გრიგოლ ფერაძემ სხვა პატიმრების ნაცვლად შესთავაზა თავი დასასჯელად გერმანელებს. პაპროცკი წერს, რომ ჩატარებულ გამოკვლევებს ამ ვერსიის დასადასტურებლად ამ დღემდე არ გამოუღია შედეგი (მეორეს მხრივ პაპროცკი დარწმუნებულია, რომ მამა გრიგოლმა თავი გასწირა სხვებისთვის). -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
catherina_10 |
Jul 18 2007, 02:52 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
ლილიანა
წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე) წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 13 აგვისტოს დაიბადა სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში. მისი მამა რომანოზი მღვდელი იყო. გრიგოლმა დაწყებითი სასულიერო სასწავლებელი და სასულიერო სემინარია დაამრთავრა თბილისში 1918 წელს, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1921 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად. მალე ქართული მართლმადიდებლური ეკლეიის მიერ გაიგზავნა გერმანიაში, სადაც შემდგომში ღვთისმეტყველებას ეუფლებოდა. 1922-25 წლებში ბერლინის უნივერსიტეტში სწავლობდა თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს. 1925 წელს გადავიდა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც იღრმავებდა რელიგიის საკითხებისა და აღმოსავლური ენების ცოდნას, მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ნაშრომისათვის - „სამონასტრო საწყისების საკითხები საქართველოში“. ამ დროიდან მოყოლებული ვიდრე 1927 წლამდე განაგრძობდა ღვთისმეტყველების შესწავლას - ლექციებს ისმენდა ლიოვაიანეს უნივერსიტეტში. 1927 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ინგლისში, სადაც გაეცნო ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში დაცულ ეკლესიის მამათა თხზულებების უძველეს ხელნაწერებს. 1927 წლის ივლისში იგი დაინიშნა ბონის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე, სადაც დაევალა ლექციების კითხვა ძველ ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე. ლექციებს კითხულობდა 1932 წლამდე. ამავე წელს იგი მიიწვიეს ოქსფორდის ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხებზე ლექციების წასაკითხად. 1931 წელს ბერად აღიკვეცა, მღვდელ-მონაზონის ხარისხიც მიიღო და პარიზის ქართულ ეკლესიაში დაინიშნა მოძღვრად. 1932 წლიდან მის ცხოვრებაში ახალი პერიოდი დაიწყო - აირჩიეს მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორად ვარშავაში. მამა გრიგოლი ცხოვრების ძნელ წუთებში ხშირად იმეორებდა წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებს: „გმადლობ, უფალო, ყველაფრისათვის“. ფერაძის უდიდესი ცოდნა შერწყმული იყო ღრმა რწმენასთან. მისი ლექციები განმსჭვალული იყო ეკლესიის მამების შემოქმედებითი სულით. ფიქრებით იგი ხშირად გადადიოდა იქ, სადაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ისინი. მამა გრიგოლი ხშირად კითხულობდა მოხსენებებს სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. მთელ თავის სახსრებს იგი ახმარდა სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, ბულგარეშთი, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიასა და ინგლისში ქართული საეკლესიო ხელნაწერებისა და ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ცნობების მოძიებას. მისი შრომითა და ღვაწლით ბევრი ქართული ხელნაწერი იქნა აღმოჩენილი. ორი თვისება - შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა ახასიათებდა მამა გრიგოლ ფერაძეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ქართულმა საზოგადოებამ იშვიათი გამონაკლისის გარდა თითქმის არაფერი იცოდა მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ, არ იცოდა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გატანილი საქართველოს ეკლესიის განძეულობა, როდესაც მას შენახვის ვადა გაუვიდა, ფაშისტების კონფისკაციას გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა. მან, როგორც ექსპერტმა, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა, რომ იგი არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა და მხოლოდ ეროვნული ღირებულება ჰქონდა; ქართულმა საზოგადოებამ არ იცოდა ისიც, რომ მისი დაარსებულია წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია პარიზში და სამრეველო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. 1942 წლის მაისში გრიგოლ ფერაძე ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. მის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი მუშაობდა, ასევე ძვირფასი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა. დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისაგან დევნილ ებრაელებს თუ სხვა ეროვნების პიროვნებებს. გრიგოლ ფერაძე ჩასვეს პავიაკის ციხეში (ვარშავაში). საანკეტო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად იგი მოხვდა VII განყოფილებაში, რომლის საკნები სარდაფში იყო მოთავსებული. იქ მან დაახლოებით 14 დღე დაჰყო. შემდეგ გადაიყვანეს პირველ სართულზე მოთავსებულ V, ე.წ. სატრანსპორტო განყოფილებაში, N 117 საკანში. 1942 წლის ოქტომბერში გადაიყვანეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად, გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ესაა ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა, ხოლო ოსვენციმში პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერებში, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება, აღნიშნულია: „ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“. გრიგოლ ფერაძის სიკვდილის გარემოებასთან ახლოს იყვნენ საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრები, რომლებიც გათავისუფლების შემდეგ, 1945 წელს, მოდიოდნენ ვარშავის საპატიმროში და მოჰქონდათ ამბავი გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი აღსასრულისა. როგორც ირკვევა, არქმიანდრიტმა თავს იდო სხვისი დანაშაული, რის გამოც გაზის კამერაში მოაკვდინეს. წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2001 წ. |
Sotiris |
Jul 19 2007, 06:06 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2001 წ. ისე სწორედ ამ ქართულ ვერსიას ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ პაპროცკის სტატია მეტი ინფორმატიულობით და სიზუსტით გამოირჩევა. მაგალითისთვის ქართული ვერსიაში არაფერია ნათქვამი მამა გრიგოლის ეკუმენური ხასიათის ორგანიზაციებში წევრობის შესახებ, არადა იგი იყო წევრი: 1) რწმენა და წესრიგის მოძრაობის კომისიისა 2) ეკლესიათა შორის მეგობრული თანამშრომლობის მსოფლიო ალიანსის პოლონური განყოფილებისა 3) პრაქტიკული ქრისტიანობის (სტოკჰოლმის მოძრაობის) პოლონური განყოფილებისა 4) ანგლიკანური და აღმოსავლური ეკლესიების საზოგადოებისა აქვე ვდებ სტატიიდან ამოჭრილ ფოტოებს: ამათ გარდა ინტერნეტში კიდევ ორი ფოტო ვნახე: მამა გრიგოლი სტუდენტებთან ერთად უცნობი წარმომავლობის ფოტო -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი