![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
გიორგობის დრესასწაულზე, როდესაც წირვა უკვე სრულდებოდა, შესრულდა რაღაც საერო ნაწარმოები, რომელიც საოპერო არიას უფრო წააგავდა.
მინდა ჩემი პირადი ემოცია გამოვხატო, ამ მუსიკის მოსმენის გამო. არ ვიცი, სხვას როგორი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ მე კინაღამ გული გამისკდა. ეს იყო ბელკანტოს მანერით შესრულებული გულისგამაწვრილებელი ქალის სოლოებით შესრულებული საგუნდო ნაწარმოები, დატვირთული ისეთი დინამიკით რომ სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდფი. როგორც კლასიკურ საოპერო ნაწარმოებსაც, ძალიან დაბალ შეფასებას მივცემდი. მითუმეტეს როდესაც ის ქვეყნის ყველაზე დიდ ტაძარში უდიდეს დრესასწაულზე სრულდება. ეჭვი მაქვს რომ მისი ავტორი კეჭაყმაძე ან ვინმე მეის მაგვარი კომპოზიტორია. და საერთოდ, ძირს (შერეული გუნდების) სიონური გალობა! არ მესმის ამისთანა უმდიდრესი საგალობლების ფოლნზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რად უნდა იყოს მცდელობა ტრადიციაში ასეთი მდარე ხარისხის მუსიკის დამკვიდრებისა? ეხლა ვკითხულობდი სტატიას გაზეთში ”ქართული გალობა”: ”ათწლეულების მანძილზე თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში არატრადიციული შემადგენლობის გუნდი ასევე არატრადიციულ და არაქართულ საგალობლებს ასრულებდა...” რასაც მოსდევს ინტერვიუ სიონის საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდის რეგენტთან ნოდარ კიკნაძესთან, რომელიც აცხადებს რომ ეს გუნდი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და თავიდანვე ემსახურებოდა ტრადიციული, ძველი ქართული გალობის აღდგენას. რამდენად სრულდება ეს კურთხევა სიონში? ახლა კი სამების ლავრაშიც გადავიდა საოპერო მანერით შესრულებულ სიმღერათა დამკვიდრების მცდელობა. ეს არაა ჩემი ახირება და ჩემი პირადი გემოვნების დაუკმაყოფილებლობის პროტესტი, არამედ გულისტკივილია, იმის გამო, რომ მიუხედავად უმაღლესი კურთხევისა და ათასობით ულამაზესი კანონიკური საგალობლის არსებობისა, მაინც სრულდება ტაძრებში საერო სიმღერები ე.წ. ბელკანტოთი (საოპერო მანერით). რადგანაც ამ ფორუმზე პოსტავს ჯამბაკური, რომელიც ქართული გალობის ეროვნეული ცენტრის თანამშრომელია, ამიხსნას თუ რატომ ხდება ასე? ვის ხელშია დღეს ქვეყნის უდიდეს ტაძრებში გალობათა შესრულების ბერკეტები. ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ფრაზა მახსენედება - ამ კეჭაყმაძეს მრავალჟამიერების კონვეერი აქვს ჩართული და მოაქვს და მოაქვს ახალ-ახალიო. 12 მრავალჟამიერო მოგვაწოდა ამ ბოლო პერიოდშიო. გასაგებია რომ კომპოზიტორს ვერ დაუშლი სიმღერის დაწერას, მაგრამ რატომ არიან ვალდებულები შეასრულონ ასეთი სიმღერები ეკლესიებში ეს არ მესმის. მითუმეტეს რომ იმდენი ულამაზესი საგალობელი გვაქვს, რომელთა მოსმენაც ძალიან ბევრს გაუხარდებოდა და განსხვავებით თანამედროვე კომპოზიტორებისა ისინი წმინდა მამების მიერ არის შექმნილი. და მერე გვიკვირს ანუშკასნაირები რატომ აღმერთებენ ფსევდო-კანონიკურ გალობასო. აგერაა ბატონი ერთ-ერთი მიზეზი. ამ სიმღერის მოსმენის მერე ნამდვილად არ მიკვირს ასეთი ხალხის გულისწყრომა ჩვენს ტაძრებში აღვლენილი წირვის საგალობლების მიმართ!!! |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
Cecxladze I
ციტატა ღმერთმა დამიფაროს! შენ რომ ჭკუა დაგარიგო. რავიცი, ასე კი მომეჩვენა. ეტყუობა მართლაც მომეჩვენა. ![]() ციტატა ხოდა მეც მაგას გეუბნები რომ მარტო მოსმენა არ შველის და რატომ ეხლავე გეტყვი. (შენგან გამომდინარე გითხარი ეგ). ბეთჰოვენის მესა რომ მოიყვანე მაგალითად სხვა კომპოზიტორები არ არიან? რომელსაც რექვიემები მაგ: მოცარტი, ბრამსი, ვერდი, ქერუბინი, ბერლიოზი, ბრიტენი, რატერი, ბალაკირევი, და სხვა. რომლებიც მოღვაწეობდნენ საგუნდო მუსიკაში. აგრეთვე ცალკეული საგუნდო ნომრებიც. მესები მაგ: ბახი მაინც გეთქვცა, სხვას რომ თავი დავანებოთ. ბეთჰოვენი ისე ნაუცბათევად რაც უცებ მომადგა ის დავწერე. შემეძლო მოცარტი ან ბახიც დამეწერა, ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. ციტატა და შენ გაგაღიზიანა გენიოსმა სიტყვამ ხოო? დიახ, სწორედ მაგან. რადგან სიტყვა "გენია" დამცირდა ჩემთვის. ციტატა ერთ დროს ბახის მუსიკა თავის ეპოქაში ძალიან ცუდი სახელით და საერთოდ არ სრულდებოდა, სერიოზულ მუსიკად არ აღიქმებოდა. ბავშვებს ამეცადინებდნენ თითების სავარჯიშოდ. ეს იცოდიი? არ იფიქრო ჭკუას გასწავლი მეგობარო. ![]() შენ გინდა თქვა რომ რამდენიმე საუკუნეში კეჭაყმაძე ისეთივე დიდი კომპოზიტორი იქნება როგორც ბახია? ძალიან მდარე შედარებაა. ბახის მუსიკაზე ასაკი არ მოქმედებს. ის არ ძველდება, არ გამოდის მოდიდან, არასოდეს დაკარგავს თავის სიღრმეს. აი რაც შეეხება კეჭაყმაძეს, მისი მუსიკა ამ სიღრმეს მოკლებულია. მე უკვე დავწერე რომ დრო გამოაჩენს რამდენად კარგი კომპოზიტორია იგი. ჯერ-ჯერობით ჩემთვის მისი მუსიკა არის ძალიან ჩვეულებრივი, ნორმალური საკომპოზიტორო დონისა და მისი ასე მაღლა დაყენებას თავს ზემოთ ახტომის ტოლფასი იქნება ჩემი მხრიდან. ჩემთვის გენიალური ბახია. სხვას როგორღა ვუწოდო გენია? ციტატა სოსო კეჭაყმაძე არის უდიდესი კომპოზიტორი ქართულ საგუნდო მუსიკაში, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ. მიბრძანდით ბატონო ![]() მე უკვე აღვნიშნე რომ ყველას თავისი კუმირი ჰყავს და ის მიაჩნია უდიდეს კომპოზიტორად. მე არც მაქვს უფლება შევეწინააღმდეგო შენს გემოვნებას. შენთვის თუ უდიდესი კეჭაყმაძეა, ჩემთვის ბახია, მოცარტია, ბეთჰოვენია, რახმანინოვია, ჩაიკოვსკია და ა.შ. ციტატა და გთხოვთ რომ მასზე ცუდის თქმის უფლებას მუ ნისცემთ საკუთარ თავს. მე ცუდს არ ვამბობ, მე ვამბობ რომ არ ვგიჟდები და არ მიმაჩნია ის " საგუნდო მუსიკის მამად", გენიად და ა.შ. აი, რაც შეეხება ამას: ციტატა შენ გიწერია რომ როცა შესრულდა სოსო ნაწარმოებები სად შევმძრალიყავი არ ვიცოდიო. და თან გიორგობას ხოო? მე საგანგებოდ ვიკითხე ვინ არის მეთქი. ვკითხე სვიმონს და მან მიპასუხა კეჭაყმაძეაო. არ მომერიდება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი საგალობლების გვერდით ასეთ მუსიკას ნამდვილად არ აქვს ადგილი ეკლესიაში!!! საკონცერტო დარბაზში, კი ბატონო, მეც წამოვიდოდი მის კონცერტზე, მაგრამ ეკელსიაში წირვისას, უკაცრავად მაგრამ მხოლოდ უკიდურესი დაბნეულობა და აღშფოთება გამოიწვია ჩემში და არა მარტო, ძალიან ბევრი იყო იქ ისეთ ხალხი, რომელთა გაკვირვებულ და შეშინებულ სახეზე ამოვიკითხე სიტყვები "ეს რა იყოო?" ![]() ჩემო, პაატა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე არ ვამბობ რომ კეჭაყმაძე ცუდია ან რაღაც ამდაგვარი. მე ვამბობ რომ ყველას ჩვენი გემოვნება გაგვაჩნია, ყველას ჩვენი კრიტერიუმი გაგვაჩნია გენიალურობის ნიხრისა, ხოდა იმის მტკიცება თითქოს კეჭაყმაძე არის გენია სხვა დიდი კომპოზიტორიების გვერდით, ჩემთვის არის აფსოლიტურად მიუღებელი. გაცილებით უფრო მიუღებელი კი მისი ეკლესიაში შესრულებაა. ჯერ იყო და სიონურ გალობაზე მაჟრიალებდა (ცუდი გაგებით) და ახლა ეს კიდე. მაპატიე, მაგრამ ვერანაირი ძალა ამქვეყნად ვერ მათქმევინებს იმას, რომ შეიძლება გვერდით დაუდგეს კეჭაყმაძის ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებიც კი, ჩვენს საეკლესიო გალობას. კეჭაყმაძის ადგილი არის საკონცერტო დარბაზში!!! ეკლესიაში კი ვიგალობოთ ღვთივსულიერი საგალობლები!!! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 09:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი