მეგრელები - მარგალეფი, მეგრული სიმღერის კორიფეები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეგრელები - მარგალეფი, მეგრული სიმღერის კორიფეები |
potiabesbaia |
Jul 5 2007, 02:02 AM
პოსტი
#41
|
ფოთი ფოთელებს ჯგუფი: Members პოსტები: 473 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი წევრი № 924 |
ეს თემა სხვა ფორუმებშიც მქონდა გახსნილი და გადავწყვიტე ამ ფორუმშიც დამეკოპირებინა!
იმედია ეს თემა გაამრთლებს ამ ფორუმზე!!! გადავცყვიტე თემა ძუკუთი გავხსნა!!! აბა თქვენ იცით!!! ძუკუ ლოლუა მეგრული სიმღერის პატრიარქი ................“მე ვარ ის ერი, რომელმაც შევქმენი თავისებური ჰანგები და მოგეცით თქვენ მრავალი ნიმუში მაღალი ღირსების მუსიკისა” ძუკუ (პორფილე) ბახვას ძე ლოლუა, დაიბადა 1877 წლის 8 აპრილს, სოფელ ქვალონში (ახლანდელი ხობის რაიონში) ღარიბი აზნაურის ოჯახში. მამამისი შვილის დაბადებიდან ორი თვის თავზე გარდაიცვალა, დარჩა მეუღლე, თავადის ქალი ჭამჭალა ჩიქვანიძე, და ხუთი შვილი, სამი ქალი და ორი ვაჟი. ძუკუს დედა იმ მხარეში განთქმული მეჩონგურე, მომღერალი და მომთქმელი ყოფილა(ხშირად იწვევდნენ მომთქმელად არა მარტო სამეგრელოში, არამედ იმერეთსა და ლეჩხუმში). ქალბატონი ჭამჭალა წიგნიერი ქალი იყო. მან შეასწავლა შვილებს ქართული ანბანი, სიმღერა და ჩონგურზე დაკვრა. უფროსი დის, უსარსანის გათხოვების შემდეგ ოჯახი ფოთში გადასახლდა. პატარა ძუკუ ახალგათხოვილ დასთან სოფელ ხორგაში გაისტუმრეს, სადაც მან სამი წელი გაატარა. 1885 წელს ძუკუ დედასთან და ძმასთან ჩაიყვანეს ფოთში. პატარა ძუკუმ ხელმოკლე ოჯახის დახმარება გადაწყვიტა. დადიოდა რკინიგზის სადგურზე, აგროვებდა ვაგონებიდან გადმონატვირთ სიმინდისა და ბრინჯის მარცვლებს ტომრებში, ეზიდებოდა ქალაქში, რეცხავდა, აშრობდა და ყიდდა. ათი წლის ბავშვმა რკინიგზის სახელოსნოში შეგირდად დაიწყო მუშაობა. ლოლუების ოჯახი თანდათან მოღონიერდა. მალე მათ საკუთარი სახლ-კარი მოიწყეს ფოთში. 1888 წლის დასასრულს ძუკუ ამხანაგებთან ერთად ბათუმში გაემგზავრა, სადაც მუშაობდა როტშილდის ქარხანაში ყუთების მჭრელი მემანქანის თანაშემწედ. ძუკუმ აქ ფეხი დაზგაში მოიყოლა და სამი თითი დაკარგა ერთ ფეხზე და ერთი თითი მეორეზე. დედის დიდი სურვილი იყო, რომ მისი შვილი სასულიერო გზას გაჰყოლოდა. 1891 წლის შუა ხანებში ძუკუ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლ დადიანთან მიიყვანეს დავითმის შესასწავლად. იმ ჟამად იქ იმყოფებოდნენ რჩეული მგალობლები: ანტონ დუმბაძე, დიმიტრი ჭალაგანიძე, გახა ჩიქოვანი, ალექსანდრე მგელაძე, ძმები კონტრიძეები, დავით ჯინჭარაძე. 1892 წელს ეპისკოპოსმა ძუკუ საეკლესიო მწიგნობრობისა და გალობის შესასწავლად ხობის მონასტერში ბერ-მონაზონ დავით ჯაშთან გაგზავნა. მონასტერში ექვსი თვის ყოფნის შემდეგ "შესაფერი სიმწიფის" მოწმობით იგი ფოთის საკათედრო ტაძარში ჩაირიცხა "პონომარად". 1893 წელს ძუკუ ახალი ათონის მონასტერში გააგზავნეს ძველი სლავური ენის შესასწავლად. იგი ბიჭვინთაში გადაიყვანეს. 13 თვის სწავლის შემდეგ "სრული სიმწიფის" მოწმობით ხელდამშვენებული ძუკუ დაბრუნდა ფოთში. --------------------------გაგრძელება იქნება----------------------------- -------------------- www.didgorelebi.ge
პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!! ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!! კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!! |
ართი ვარდი |
Jul 20 2007, 12:32 AM
პოსტი
#42
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
arti vardi
დგეს პოლიკარპე გავიცანი. ჭკუაზე არ ვარ პ.ს მოვითხოვ თემის გააქტიურებას. რა ჩამორჩენილობააა...... არ გვეკადრება. სად არის ფოთი ან გაბო ( ონჯღორე ვა გიჩქუნო, მურე თენა.......) დადეთ მეგრული სიმღერები -------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 12:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი