რა არის სული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის სული |
მხევალი ნინო |
May 3 2007, 09:46 AM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
უფალმა პირველ ადამიანს სული ჩაბერა, ალბათ ასე წარმოიშვა სული, მაგრამ მათ შთამომავალს ვინ ან საიდან აძლევს სულს.
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გიორგი |
Jul 20 2007, 12:18 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
iraklidze
ციტატა მე მგონი სული გონების ის ნაწილია რომელიც მის პიროვნებას განსაზღვრავს, ანუ სული ისაა რის გამოც ტვიინი აზროვნებს. ანუ ტვინს აიძულებს იაზროვნოს, სულისთვის იქმნება მეხსიერება. და ეს ის ნაწილია ადამიანის რომელიც უხეშაძდ რომ ვთქვათ არ კოპირდება. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი მთლიანად გადავაკოპიროთ, თითოეული მისი მოლეკულა. მივიღებთ ორ ერთნაირ ადამიანს, მაგრამ ისინი ერთი არ იქნება, ანუ ის რომელიც გადაკოპირდა მაინც ერთი იქნება, აი ამ ერთადერთობას განაპირობებს გონების ის ნაწილი, რომელიც არ გადაყვება ტვინს. მართალია, სწორი მეცნიერული მიდგომაა. სული არის ადამიანის პიროვნული ინდივიდუალიზმის თვითგანცდის აღმქმელი გონება. იგი მართავს აზროვნებს და გააჩნია შეგრძნებების რეალიზაცია მატერიალური მოვლენების "თავის ენაზე" თარგმნის საშუალებით. ციტატა მაგრამ ჩანასახს სული ჰქონდეს არა მგონია. 3 უჯრედს რა სული უნდა ქონდეს?! მე მგონი სანამ ადამიანს ტვინი არ ჩამოუყალიბდება, ანუ ის ნაწილი რაც აღიქვამს გარემოს, სული არ ექნება. ქრისტიანული სწავლების მიხედვით სული უჩნდება ადამიანს ჩასახვის თანავე. იყო სხვადასხვა ვერსიები თუ სად მდებარეობდა სული, ყველაზე ოპტიმალურია, რომ იგი აბსოლუტურად თანაბრად განფენილია მთელი სხეულის მოცულობაში ზუსტად იმ ფორმით რა ფორმაც სხეულს გააჩნია. ჩასახული ადამიანი ცხადია ვერ აზროვნებს, როგორც ჩვენ, პრინციპში ჩვილი ბავშვიც ასეა სანამ რაიმეს ისწავლიდეს, მაგრამ მათ სული გააჩნიათ. ტვინის გაჩენა და ფორმირება ადამიანს ხელს უწყობს შეიმეცნოს გარე სამყარო და ჩვენი სამყაროს შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სულს. რაც უფრო ჩამოუყალიებებლია ტვინი, (გინდა დაბადებული იყოს ადამიანი) მით უფრო ნაკლებად შეუძლია შეიმეცნოს და შეიგრძნოს ჩვენი სამყარო, მაგრამ მას გააჩნია თავისებური სულიერი ინდივიდუალიზმი და გონება, რომელიც შეიგრძნობს სხვადასხვა სულიერ მოვლენებს, ამიტომაა რომ ჩვილ დაღუპულ ბავშვის სულს მიუხედავად იმისა, რომ გონება განვითარებული არ აქვს და შეიძლება დედასაც ვერ ცნობს ნეტარების განცდა შეუძლია. მას თავისებური სამყაროსადმი დამახასიათებელი გრძნობები და აზროვნება გააჩნია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 12:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი