ვინმემ თუ მოსიმინეთ?, გიორგობაზე სამებაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინმემ თუ მოსიმინეთ?, გიორგობაზე სამებაში... |
დათიკო |
Nov 24 2006, 05:24 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
გიორგობის დრესასწაულზე, როდესაც წირვა უკვე სრულდებოდა, შესრულდა რაღაც საერო ნაწარმოები, რომელიც საოპერო არიას უფრო წააგავდა.
მინდა ჩემი პირადი ემოცია გამოვხატო, ამ მუსიკის მოსმენის გამო. არ ვიცი, სხვას როგორი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ მე კინაღამ გული გამისკდა. ეს იყო ბელკანტოს მანერით შესრულებული გულისგამაწვრილებელი ქალის სოლოებით შესრულებული საგუნდო ნაწარმოები, დატვირთული ისეთი დინამიკით რომ სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდფი. როგორც კლასიკურ საოპერო ნაწარმოებსაც, ძალიან დაბალ შეფასებას მივცემდი. მითუმეტეს როდესაც ის ქვეყნის ყველაზე დიდ ტაძარში უდიდეს დრესასწაულზე სრულდება. ეჭვი მაქვს რომ მისი ავტორი კეჭაყმაძე ან ვინმე მეის მაგვარი კომპოზიტორია. და საერთოდ, ძირს (შერეული გუნდების) სიონური გალობა! არ მესმის ამისთანა უმდიდრესი საგალობლების ფოლნზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რად უნდა იყოს მცდელობა ტრადიციაში ასეთი მდარე ხარისხის მუსიკის დამკვიდრებისა? ეხლა ვკითხულობდი სტატიას გაზეთში ”ქართული გალობა”: ”ათწლეულების მანძილზე თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში არატრადიციული შემადგენლობის გუნდი ასევე არატრადიციულ და არაქართულ საგალობლებს ასრულებდა...” რასაც მოსდევს ინტერვიუ სიონის საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდის რეგენტთან ნოდარ კიკნაძესთან, რომელიც აცხადებს რომ ეს გუნდი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და თავიდანვე ემსახურებოდა ტრადიციული, ძველი ქართული გალობის აღდგენას. რამდენად სრულდება ეს კურთხევა სიონში? ახლა კი სამების ლავრაშიც გადავიდა საოპერო მანერით შესრულებულ სიმღერათა დამკვიდრების მცდელობა. ეს არაა ჩემი ახირება და ჩემი პირადი გემოვნების დაუკმაყოფილებლობის პროტესტი, არამედ გულისტკივილია, იმის გამო, რომ მიუხედავად უმაღლესი კურთხევისა და ათასობით ულამაზესი კანონიკური საგალობლის არსებობისა, მაინც სრულდება ტაძრებში საერო სიმღერები ე.წ. ბელკანტოთი (საოპერო მანერით). რადგანაც ამ ფორუმზე პოსტავს ჯამბაკური, რომელიც ქართული გალობის ეროვნეული ცენტრის თანამშრომელია, ამიხსნას თუ რატომ ხდება ასე? ვის ხელშია დღეს ქვეყნის უდიდეს ტაძრებში გალობათა შესრულების ბერკეტები. ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ფრაზა მახსენედება - ამ კეჭაყმაძეს მრავალჟამიერების კონვეერი აქვს ჩართული და მოაქვს და მოაქვს ახალ-ახალიო. 12 მრავალჟამიერო მოგვაწოდა ამ ბოლო პერიოდშიო. გასაგებია რომ კომპოზიტორს ვერ დაუშლი სიმღერის დაწერას, მაგრამ რატომ არიან ვალდებულები შეასრულონ ასეთი სიმღერები ეკლესიებში ეს არ მესმის. მითუმეტეს რომ იმდენი ულამაზესი საგალობელი გვაქვს, რომელთა მოსმენაც ძალიან ბევრს გაუხარდებოდა და განსხვავებით თანამედროვე კომპოზიტორებისა ისინი წმინდა მამების მიერ არის შექმნილი. და მერე გვიკვირს ანუშკასნაირები რატომ აღმერთებენ ფსევდო-კანონიკურ გალობასო. აგერაა ბატონი ერთ-ერთი მიზეზი. ამ სიმღერის მოსმენის მერე ნამდვილად არ მიკვირს ასეთი ხალხის გულისწყრომა ჩვენს ტაძრებში აღვლენილი წირვის საგალობლების მიმართ!!! |
Cecxladze I |
Jul 20 2007, 11:53 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 238 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,822 |
ჯამბაკური
რაარი? დათიკო მე დავრწმუნდი რომ შენ მართლაც გაგებაში არ ყოფილხარ. დილეტანტურად საუბრობ ამ სფეროზე და კერძოდ კეჭაყმაძეზე. ერთი სურვილი გამიჩნდა და ვნახოთ თუ მოვაბავ თავს მინდა რომ პატარა კონფერენცია მოვაწყო სადაც მუსიკის მცოდნეები და კრიტიკოსები იქნებიან. და ვისაუბროთ კონკრეტულად ამ თემებზე, დავიღალე შენთან ფორუმში უაზრო უაზრო და კიდევ უაზრო კამათით. როცა კაცს არ ესმის უნდა მიუშვაო თავის გემოზედ, ასე ვიცი მეე. ხოო და რაც შეეხება ბეთჰოვენი ვთქვიო პირველადო, აბა რას იტყოდი მეტი მართლაც არიცოდი ალბათ, და რატო ვამბობ იცი?--ვიც იცის საგუნდო მუსიკა ის იტყოდა მოცარტს ბახს და ასე შემდეგ. შენ ამაში დაიწვი უკვე. რასიზამ ყველა სიტუაციისგან ბოლომდე ვერ გამოძვრები. მე შედარებები მქონდა და შენ ისისც ვერ გაიგე რა ვთქვი. ბოდიში მარა ამას რა დავარქვა არ ვიცი, იქნებ ვინმემ მომეხმაროთ??? გთხოვთთთ. მე ამჯერად ვწყვიტავ შენთან საუბარს ამ თემაზე რატო მიხვდი ალბათ. მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს როდესაც კეჭაყმაძეს ახსებებთ 300-დე დათვალეთ რომ რამე არ წამოქცდეთ. ანუ მე ის კაცი მიყვარს და ნუღარ იტყვით მასზე ცუდს ტორე მერე შეიძლება გავბრაზდე. გთხოვთ უმორჩილესად, ყველას. ჩანაწერებსაც აღარ დავდებ მაინც არ უსმენთ. აღარ მომწერო კეჭაყმაძეზე აღარაფერი. მოდი მაშინ საგალობლები თუარ მოგწონს ჩვენი ეგ სამებაში გავაგრძელოთ. ან შეგიძლია კათოლიკოს პატრიარქს უთხრა. მხოლოდ ამ კითხვაზე გამეცი პასუხი: კირიე ელეისონ მოგწონს? |
Sotiris |
Jul 20 2007, 01:57 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
დათიკო მე დავრწმუნდი რომ შენ მართლაც გაგებაში არ ყოფილხარ. დილეტანტურად საუბრობ ამ სფეროზე და კერძოდ კეჭაყმაძეზე. ეჰ, ვეუბნებოდი ამ დათიკოს ჩააბარე ტრომბონისტობაზე, თან მოთხოვნებიც არ არის დიდი, მუსიკოსიც გერქმეოდა და ამ კამათიდანაც დისკვალიფიცირებული არ იქნებოდი-მეთქი, მაგრამ გისმინა? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 10:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი