IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რეალური ფაქტები რწმენაში გაძლიერებისათვის
გიორგი
პოსტი Jul 15 2007, 01:36 AM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491




მეგობრებო,

გადავწყვიტე გავხსნა თემა რწმენაში განსაძლიერებლად, რაც ყველას ასე ძალიან გვაკლია და ყველას დიდ სარგებელს მოგვიტანს ღმერთის რწმენისა და სულიერების სრულყოფის გზაზე. ამ თემაში დავწეროთ ისეთი იშვიათი და სასწაულებრივი ფაქტები, რომლებმაც რადიკალურად შეცვალა მრავალი ადამიანის ცხოვრება.

აქ კი მსურს მოგიყვეთ ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მოხდა.

თავისი კეთილშობილური ცხოვრებით და ლოცვით გამორჩეული ცნობილი სასულიერო პირის - მამა იოანე კედროვის მრევლს დიდი განცდები და მღელვარება ჰქონდა, რამაც სულიერი სიმშვიდე დააკარგვინა. ამ მდგომარეობაში მყოფმა გადაწყვიტა საკუთარ მოძღვართან - მამა იოანესთან (კედროვი) მისულიყო, რათა ნუგეში და სიმშვიდე ზიარებაში ეპოვა, მითუმეტეს რომ იტანჯებოდა არა მარტო მორალურად, არამედ ძილშიც ვეღარ ისვენებდა. გოგონა სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა და თავისი სპეციალობის გამო სხვადასხვა რთულ მოვალეობას ასრულებდა. გოგონამ თავისი განზრახვა შეასრულა, მაგრამ აღსარების დროს შერცხვა და დამალა ერთი ცოდვა, სწორედ ის, რომელიც განსაკუთრებით ტანჯავდა. ზიარების შემდეგ მან არა თუ სიმშვიდე იპოვა, არამედ უსასოობაშიც ჩავარდა. დაეწყო ფიქრები იმაზე, რომ ის საშინელი ცოდვილია და თავისი ცოდვის დამალვის გამო სინდისმა საერთოდ მოსვენება დააკარგვინა. მის ისედაც დატანჯულ პიროვნებას ახალი ძალით დაუწყო წვალება და პირადი დარდის ნიადაგზე დაებადა აზრი თვითმკვლელობის შესახებაც. დემონურმა სულმა საბრალო გოგონაში თანდათან მოამწიფა და საბოლოოდ ჩამოაყალიბა აზრი თვითმკვლელობის შესახებ. როდესაც გოგონამ ამის შესახებ მტკიცე გადაწყვიტილება მიიღო დაიწყო იმაზე ფიქრი თუ განზრახვის სისრულეში მოყვანა უფრო წარმატებით რა საშუალებით შეიძლებოდა. გოგონა რკინიგზის ხაზის მახლობლად ცხოვრობდა და მისი ბინის შორეახლოს რკინიგზის ლიანდაგებზე გადასასვლელი შლაგბაუმი იყო განთავსებული, რომლის ახლოსაც დარაჯის ჯიხური იდგა. გოგონა ადგილმდებარეობის გასაცნობად წავიდა და დააფიქსირა, რომ ჯიხური გადასასვლელის მარცხენა მხარეს იყო, ხოლო მარჯვნივ კი საჭიროებისას ლამპიონი ანათებდა. მატარებლის ჩავლისას დარაჯი გვერდზე დგებოდა, ჯიხურიდან კი ჩრდილი ეცემოდა ისე, რომ სიბნელეში წინასწარ შეიძლებოდა აბსოლუტურად შეუმჩნევლად დამალვა. თუ უცბად გაიქცეოდი და დიდი სისწრაფით მომავალი მატარებლის წინ ლიანდაგებში გადახტებოდი მატარებელი ისე გადაგივლიდა, რომ დარაჯი განძრევას ვერ მოასწრებდა, სიკვდილი გარანტირებული იყო. გოგონამ გადაწყვიტა მეორე დღეს ზუსტად ასე მოქცეულიყო, როდესაც შუა ღამის მატარებელი ტრანზიტით ჩაივლიდა. მეორე დღეც დადგა. მოსაღამოვდა. საწყალ ადამიანს, რომელმაც საზარელი თვითმკვლელობა გადაწყვიტა მხოლოდ ორი საათის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ამ დროს მოულოდნელად მისი ბინის კარზე ზარის ხმა გაისმა. გოგონა იმაზე ფიქრით, რომ ასე მოულოდნელად და გვიან მოვიდნენ და რომ შეიძლებოდა ამას მისი განზრახვაც ჩაეშალა, კარის გასაღებად გაემართა, რომ დროულად მოეცილებინა უდროვო სტუმარი. გოგონამ კარები გააღო. ქუჩის ლამპიონის შუქზე ახალგაზრდა გოგონა დაინახა ბეწვის ქუდში, ზონარზე დაკიდებული მუფტით და ბეწვშემოვლებული ქურქით. უცნობმა მისი გვარი დაასახელა და ვინაობა ჰკითხა.
- მაპატიეთ, მაგრამ თქვენი მიღება არ შემიძლია, უკვე ძალიან გვიანაა . . . - ამოილუღლუღა გაფითრებულმა მამა იოანეს მრევლმა, რადგან უცნობმა მისი სახელი და გვარი იცოდა.
- მე დიდხანს არ გაგაცდენთ, გთხოვთ შემოსვლის ნება მომცეთ, თქვენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს და აუცილებლად უნდა მომისმინოთ. - უპასუხა უცხო გოგონამ და ამ სიტყვებით ოთახში შევიდა. აქ უცნობმა გოგონამ აუხსნა, რომ ის არის მამა იოანეს (კედროვი) ქალიშვილი და დასძინა:
- მე ვიცი, რომ თქვენ დღეს თავის მოკვლა გაქვთ გადაწყვეტილი. მისმინეთ, ამას ნუ იზამთ. თქვენი ნერვიულობა და უიმედობა იქიდან მოდის, რომ აღსარების დროს მამაჩემს მძიმე ცოდვა დაუმალეთ, რომელიც ახლა გაწვალებთ. მიდით ხვალ მამასთან, მოინანიეთ ეს ცოდვა და ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მინდა დამიჯეროთ. უცნობი წავიდა. მამა იოანეს მრევლი გაშეშდა და გონება დაკარგა, როგორც კი გონს მოვიდა მოძღვრის ქალიშვილის კვალდაკვალ გაიქცა, მაგრამ ქუჩაში ვერავინ დაინახა. გოგონა გაფითრდა. ადვილი წარმოსადგენია თუ რას განიცდიდა საცოდავი, როდესაც მისი ფარული აზრი ასეთი ყოვლად წარმოუდგენელი სახით გამჟღავნდა. მეორე დღესვე იგი მამა იოანეს სახლში მივიდა და სთხოვა სასწრაფოდ ჩაებარებინა აღსარება. მოძღვარმა აღსარება ჩაიბარა. მოინანია რა თავისი ცოდვა გოგონა თავის სულიერ მოძღვარს მოუყვა თუ როგორ უმადლოდა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას მის ქალიშვილს, რომელიც გუშინ გვიან საღამოს ეწვია მას ბინაზე და დაჟინებით ურჩია იმ ცოდვის მონანიება, რომელიც სირცხვილის გამო დამალა. მამა იოანემ გამოიტანა დიდი საოჯახო ფოტოსურათი, რომელზედაც მისი ოჯახის წევრები იყვნენ გამოსახული და ჰკითხა: ”ამ ფოტოზე გამოსახული ჩემი ქალიშვილებიდან რომელი მოვიდა გუშინ საღამოს შენთან?” მრევლმა მამა იოანეს ერთ-ერთ მათგანზე მიუთითა.
- იგი წელიწადნახევრის წინ დაიღუპა, - მწუხარებით აღნიშნა მოძღვარმა . . .

ხალხო, შეძრწუნებული ვარ, ძალიან მიჭირს კომენტარის გაკეთება . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
kato_Bato
პოსტი Jul 20 2007, 02:35 PM
პოსტი #2


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა
კლინიკურ სიკვდილგამოვლილი ადამიანები აღწერენ ბნელი გვირაბების და მათ ბოლოში შუქის არსებობის, სიმსუბუქის, უწონადობის და ფრენის შეგრძნებას. ამას ბევრი მეცნიერი არც თუ უსაფუძვლოდ აღიქვამს, როგორც აგონიაში მყოფი ადამიანის ჰალუცინაციებს, რაც განპირობებულია ჟანგბადისა და სისხლის მიწოდების შეწყვეტით ან საგრძნობლად შემცირებით, მაგრამ არსებობს კლინიკური სიკვდილის ჩანაწერები, სადაც ავადმყოფების მიერ აღწერილი განცდები პრინციპულად განსხვავდება ბნელი გვირაბებისა თუ თვალისმომჭრელი შუქის აგონიური აღქმისგან, როდესაც მეხსიერება წყდება და გაუცნობიერებელი ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღქმული სილუეტები თუ გონებაში წარმოშობილი უაზრო გამოსახულებები ჰალუცინაციებს იწვევს. კერძოდ, საუბარია ისეთ შემთხვევბზე, როდესაც ადამიანები ძალიან მკაფიოდ აღიქვამენ სხეულიდან სულის ამოსვლის მომენტს, მთლიანად და უწყვეტად ახსოვთ კლინიკური სიკვდილის შემდეგ აღქმული სამყაროს ყველა მცირე დეტალიც კი, შეუძლიათ აღწერონ ბევრი ნიუანსი იქიდან, თუ რა განიცადეს და რაც მთავარია, ჰყვებიან არა მარტო ვიზულაურ, არამედ გონებრივი კონტაქტის შესახებ ინტელექტუალურ და მანათობელ არსებებთან.



მეცნიერების ერთერთი მოსაზრებით ბნელი გვირაბი, საიდანაც ძალით, სურვილის წინააღმდეგ მაგრამ ინერციით გადიხარ, მერე თვალისმომჭრელი შუქი, სიცივე, უცბნაური სილუეტები, ერთმანეთში არეული სახეები და შიში, ყველა ის მოვლენა რომელიც შენ აქ ჩამოთვალე, სულაც არ არის აუცილებელი დავუკავშიროთ მაინცდამაინც იმქვეყნიურობას და ზეციურ ან ქვესკნელის არსებებს.
ეს შეიძლება იყოს მეხსიერების ოინი, რომელშიც ჩვენდა გაუცნობიერებბლად შეიძლება შენახული იყოს ჩვენი ამ ქვეყნად მოვლინების
ფაქტები და წარმოდგენები.
ჯერ ის, რომ როგორ ხდება საყვარელი და ტკბილი დედის მუცელი მოულოდნელად ასეთი უცნაურად აგრესიულიბავშვისთვის გვრის შოკს და არ შეიძლება ეს მეხსიერებამ, თან ასე სუფთამ არ შეინახოს, როგორ აძევებს ყველაფერი რასაც ასე შეეჩვია სადღაც, მერე სიბნელე _ზოგისთვის დიდია გვირაბი, ზოგისთვის მოკლე, იმის მიხედვით, ვინ რამდენ ხანს იბადებოდა, მერე თვალის მომჭრელი შუქი რადგან მუცელში ასეთი შუქი , რაღა თქმა უნდა არ ექნებოდა, მერე ის შოკი რაც გამოსვლისას განიცადა, არაფერი ესმოდა, ვერაფერს ხვდებოდა (ტირის), ჩანს რაღაც გაურკვეველი უაზრო სახეები, სილუეტები _40 დღემდე ბავშვი ვერ ხედავს და რასაც ხედავს ის სრულებით არ გავს მისთვის ჩვეულ გარემოში, მუცელში ნანახ რამე-რამეებს...

მოკლედ, აი რას უკავშირება, კლინიკური სიკვდილის დროს ნანახი სახეები და მოვლენები ერთერთი ვერსიის მიხედვით.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გიორგი   რეალური ფაქტები რწმენაში გაძლიერებისათვის   Jul 15 2007, 01:36 AM
მნათე   საინტერესოა, სულმა...   Jul 15 2007, 01:46 AM
გიორგი   მაშასადამე ეს გოგáƒ...   Jul 16 2007, 12:37 AM
ლილიანა   გიორგი უცნაური ამáƒ...   Jul 15 2007, 10:19 AM
kato_Bato   :) რა კარგი რამე იყო:)...   Jul 15 2007, 12:09 PM
sofi89   აბა,ცრემლებიც კი წá...   Jul 15 2007, 12:23 PM
კანონისტი   მნათე ასე ცალსახაáƒ...   Jul 15 2007, 05:44 PM
მნათე   :)   Jul 15 2007, 05:46 PM
მარიტა   საოცარი ამბავია მა...   Jul 16 2007, 12:55 AM
მნათე   ამას რატომ მიხსნი?...   Jul 16 2007, 12:58 AM
გიორგი   იმ შეკითხვაზე, 'შáƒ...   Jul 16 2007, 01:25 AM
ბექა.შუხოშვილი†   ვაიმე რა მაგარი იყáƒ...   Jul 16 2007, 01:00 AM
Qeti   გაოგნებული ვარ, მიáƒ...   Jul 16 2007, 01:12 AM
N. R.   ჩემი აზრით ღირსეულ...   Jul 16 2007, 01:18 AM
მნათე   რატომ? ანგელოზები ...   Jul 16 2007, 01:34 AM
გიორგი   რატომ? ანგელოზები á...   Jul 16 2007, 01:38 AM
N. R.   მნათე გიორგი აუ, რá...   Jul 16 2007, 01:36 AM
მნათე   ახლა ნუ აიბურდე :lol: á...   Jul 16 2007, 02:03 AM
N. R.   სულელური პოსტის აáƒ...   Jul 16 2007, 03:20 AM
მაგდალინა   ვაიმე, დამბურძგლა áƒ...   Jul 16 2007, 10:32 AM
ნიანია   გიორგი მე მგონი ზე...   Jul 16 2007, 10:48 AM
ნათია   ძალიან საინტერესო ...   Jul 16 2007, 10:54 AM
.nino   დამბურძგლა... რა საáƒ...   Jul 16 2007, 11:00 AM
marine   ასეთი ამბებით უფალ...   Jul 16 2007, 03:14 PM
მარიტა   ეს ყველაფერი ხო უნá...   Jul 16 2007, 03:18 PM
მნათე   ეს სიყვარულით ნაწá...   Jul 16 2007, 03:37 PM
გიორგი   მე ვითხოვე ამ გაურá...   Jul 16 2007, 04:07 PM
მნათე   უკაცრავად, უტყუარá...   Jul 16 2007, 04:12 PM
გიორგი   არ უნდა ავურიოთ უტá...   Jul 16 2007, 04:28 PM
მნათე   მათემატიკურ-ფიზიáƒ...   Jul 16 2007, 04:36 PM
გიორგი   ასეთ შემთხვევაში áƒ...   Jul 16 2007, 04:48 PM
თემო   მნათე რატო?   Jul 16 2007, 04:52 PM
მნათე   ეს არის ზღაპარი გáƒ...   Jul 16 2007, 05:03 PM
catherina_10   მე პირადად ძალიან áƒ...   Jul 16 2007, 05:10 PM
გიორგი   თუ იცი რომ ზღაპარიá...   Jul 16 2007, 05:16 PM
გიორგი   ვაგრძელებ თემატიკá...   Jul 17 2007, 11:33 PM
ბექა.შუხოშვილი†   მაგარია ძაან :)   Jul 17 2007, 11:46 PM
ნათია   რამოდენიმე ასეთი ფ...   Jul 18 2007, 12:09 AM
კანონისტი   გიორგი ძალიან საიáƒ...   Jul 18 2007, 09:58 AM
გიორგი   გავეცნობი ამ კუთხáƒ...   Jul 18 2007, 12:44 PM
ნიანია   სუნთქვა შემეკრა... áƒ...   Jul 18 2007, 01:54 PM
iraklidze   საინტერესოა. ორივე...   Jul 18 2007, 02:56 PM
გიორგი   გასაგებია, მაგრამ á...   Jul 18 2007, 03:09 PM
iraklidze   გიორგი ხო ხო ხო ქვა...   Jul 18 2007, 03:17 PM
გიორგი   გასაგებია, მაგრამ á...   Jul 18 2007, 03:24 PM
marine   ძალიან ბევრი მსგაá...   Jul 18 2007, 03:26 PM
გიორგი   ზოგიერთი ჩანაწერი...   Jul 18 2007, 03:27 PM
iraklidze   არაა აუცილებელი მá...   Jul 18 2007, 03:32 PM
გიორგი   დღეების განმავლობ...   Jul 18 2007, 03:40 PM
iraklidze   გიორგი 1 ისტორიას 1 ...   Jul 18 2007, 03:55 PM
გიორგი   საფუძველი? როდესაáƒ...   Jul 18 2007, 04:10 PM
iraklidze   საფუძველი ისაა, როáƒ...   Jul 18 2007, 07:14 PM
გიორგი   ფაქტი, რომ ადამიანá...   Jul 18 2007, 07:23 PM
გიორგი   მოკლედ შენ არ გაწყáƒ...   Jul 18 2007, 08:43 PM
::სალომე::   გიორგი გაიხარე! áƒ...   Jul 18 2007, 08:57 PM
iraklidze   მაგას უშვებ, თან ძáƒ...   Jul 18 2007, 09:35 PM
გიორგი   iraklidze განსამარტია რáƒ...   Jul 18 2007, 09:58 PM
iraklidze   შედეგი ისაა რომ არáƒ...   Jul 18 2007, 10:51 PM
გიორგი   ეს ასეა, მაგრამ შენ...   Jul 18 2007, 11:01 PM
leluka   აუ ბოდიშით რომ ვერáƒ...   Jul 18 2007, 11:18 PM
გიორგი   კლინიკური სიკვდილ...   Jul 18 2007, 11:26 PM
leluka   ეგ რთული მოვლენაა. ...   Jul 18 2007, 11:32 PM
გიორგი   ოჰ ეს მაგრამები :rolle...   Jul 19 2007, 12:01 AM
leluka   ხმ... ბატონო გიორგი áƒ...   Jul 19 2007, 12:07 AM
გიორგი   გიორგი მე ამ "მაგá...   Jul 19 2007, 12:20 AM
leluka   მაინც ის რომ მე მასá...   Jul 19 2007, 12:25 AM
მარიტა   დაახლოებით ასეთი ა...   Jul 19 2007, 02:47 PM
iraklidze   მაგას აღწერს თითქმ...   Jul 19 2007, 03:03 PM
მარიტა   რატომ მაინდამაინც...   Jul 19 2007, 03:09 PM
iraklidze   ბნელი გამოსახულეáƒ...   Jul 19 2007, 03:14 PM
მარიტა   iraklidze კაი სამედიცინო...   Jul 19 2007, 03:22 PM
გიორგი   20 წლის წინ კი არა კი...   Jul 19 2007, 03:48 PM
iraklidze   აბა ავშენებულვართ ...   Jul 19 2007, 03:55 PM
გიორგი   დიამეტრალურად გან...   Jul 19 2007, 04:15 PM
მართა   ბაღები და გვირაბებ...   Jul 19 2007, 04:44 PM
გიორგი   მარიტა ეგ კლინიკუáƒ...   Jul 19 2007, 05:17 PM
abo   ხანგრძლივი კლინიá...   Jul 19 2007, 06:41 PM
გიორგი   ხანგრძლივი კლინიკ...   Jul 20 2007, 11:45 AM
გიორგი   წითლად გამოყოფილი ...   Jul 20 2007, 12:01 PM
გიორგი   მე წამიკითხავს რამ...   Jul 20 2007, 12:34 PM
kato_Bato   მეცნიერების ერთე...   Jul 20 2007, 02:35 PM
marine   ერთხელ ტელევიზორშá...   Jul 20 2007, 02:42 PM
kato_Bato   რა დღეში ხართ ? თემáƒ...   Jul 20 2007, 04:27 PM
ადამიანი   გამარჯობათ! გუშიáƒ...   Jul 21 2007, 01:14 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th October 2026 - 08:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი