რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
მნათე |
Apr 23 2007, 06:55 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.
====================================================== მოკლედ, გვერდზე ფორუმზე ერთმა ათეისტმა წამოჭრა ზემოთ ხსენებული და წითლად შეფერილი, საკითხი, რომელთან შესახვედრად გულწრფელად ვიტყვი - მოუმზადებელი აღმოვჩნდი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ეგზეგეზას -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
southruislip |
Jul 15 2007, 01:04 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-July 07 წევრი № 2,444 |
ქრისტიანული გაგებით ყველა ქრისტიანი არის ძმა. მათ შორის
მოძღვარიც და მოსწავლეც ამიტომ მამა კი არ უნდა იწოდებოდეს მოძღვრის მიმართ, არამედ ძმა. მამას უწოდებდნენ იუდაისტურ რელიგიაში მღვდლებს. იესო ქრისტე მოძღვარი იყო, მაგრამ მას მამას არავინ ეძახის. მაშინ მღვდლებს რატომ უწოდებენ მამას? ატოს-ს ციტატა მაშინ რა უნდა ეწოდოს ადამიანს რომელიც ასწავლის? ადამიანს რომელიც ასწავლის ქრისტინობას ქრისტიანს შეიძლება ეწოდოს ძმა. რადგან ძმამაც შეიძლება გასწავლოს რამე. მაგრამ მასწავლებელი იგი კი არ არის, არამედ იესო ქრისტეა. თქვენ გეშლებათ მასწავლებელი უბრალო ფიზიკისა ან მათემატიკისა და მასწავლებელი ჭეშმარიტებისა. მათ შეიძლება უწოდო ფიზიკის ან მათემატიკის მასწავლებელი. |
seminaristi |
Jul 20 2007, 02:46 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
ქრისტიანული გაგებით ყველა ქრისტიანი არის ძმა. მათ შორის მოძღვარიც და მოსწავლეც ამიტომ მამა კი არ უნდა იწოდებოდეს მოძღვრის მიმართ, არამედ ძმა. მამას უწოდებდნენ იუდაისტურ რელიგიაში მღვდლებს. მე ინტერნეტში წავიკითხე რომ პანამაში გადასახლაბული პირველი ებრაელი ქრისტიანები ჩუმად იუდაიზმს მისდევდნენ რადგან იუდაიზმი დევნილი რელიგია იყო და ქრისტიანობას ფარად იყენებდნენ. მაგრამ პირველი ებრაელი ქრისტიანები საქართველოშიც გადმოსახლდნენ და ქრისტიანობის ფარის ქვეშ იუდაიზმს მისდევენ დღესაც მათი თანამიმდევრები. ასე რომ მამაოს ძახება მოძღვარისათვის იუდაისტური ელემენტია ,რომელსაც იესო ქრისტე თავის მოსწავლეებს, რომლებიც მანამდე იუდაისტები იყვნენ ასწავლიდა რომ ერთმანეთისთვის მამა არ დაეძახათ. იესო ქრისტე მოძღვარი იყო, მაგრამ მას მამას არავინ ეძახის. მაშინ მღვდლებს რატომ უწოდებენ მამას? თუ რატომ იწოდებიან მოძღვრები მამებად,ამას ალექსანდრემ ამომწურავი პასუხი გასცა.თვით წმიდა წერილში არის საფუძველი იმისა,რომ მოძღვრებს მამები ვუწოდოთ.ვინაიდან, პავლე მოციქული სრულიად გარკვევით ამბობს,რომ ბევრი მამა არ გყავთო,ხოლო მამად წოდება მე მეკუთვნისო,რადგან სახარების მიერ მე გშობეთო თქვენ(1.კორ.4.15,17);(1.თეს.2.11-12).ასევე თვით პირველმოწამე სტეფანე უამრავჯერ უწოდებს მამებს თავის წინაპრებს(ადამიანებს)(საქ.თავი 7).ეს სტეფანე კი ისაა,რომელმაც ღმრთის მარჯვენით მჯდომარე მაცხოვარი იხილა,რომელიც იყო"სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა"(საქ.6.5) და "პირი მისი,ვითარცა პირი ანგელოზისაი"(საქ.6.15). აგრეთვე თვით ღმერთი ეუბნება მოსეს,რომ მე ვარო ღმერთი მამათა შენთა:"მე ვარ ღმერთი მამათა შენთა"(საქ.7.31-32).ასე რომ მაცხოვრის სიტყვები:ნუ ვის ხადით მამით ქუეყანასა ზედა", სიტყვასიტყვით კი არ უნდა გავიგოთ,არამედ ისე,როგორც მას განმარტავს "ერთი წმიდა,კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". ეს ეკლესია კი იმ მტკიცე,შეურყეველ საფუძველზე დგას,რომელიც არის შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება და თუ დავაკვირდებით,ყოველი კრება წინა კრებების მონაწილე მოძღვრებს, მამებს(უფრო მეტიც,წმიდა მამებს) უწოდებს. რაც შეეხება იმას,რომ თვით მაცხოვარს არ ვუწოდებთ მამას,ეს იმიტომ,რომ ის ღმერთია და მისი მამად წოდების შემთხვევაში აგვერეოდა მამა ღმერთი და ძე ღმერთი ერთმანეთში. -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 09:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი