სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| კანუდოსელი |
Jul 19 2007, 03:14 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:
აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ 1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის 2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად. 3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი 4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით 5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით) 6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები. 7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება. პ.ს. არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა პ.პ.ს. იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის... სოტირისს მადლობა რჩევისათვის პარტიული მადლობა წაშალეთ ოფტოპიკები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
| athos |
Jul 20 2007, 01:45 PM
პოსტი
#2
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
II ანტიფონი
1. აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა, ცხოვრებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. 2. ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრება. 1. გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა, მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი. 2. ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისსა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღვთისა მისისა. 1. რომელმან ჰქმნა ცანი და ქვეყანაი, ზღვაი და ყოველი, რა არს მას შინა. 2. რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე, ჰყვის სამართალი ვნებულთა და სცის საზრდელი მშიერთა. 1. უფალმან განჰხსნის კრულნი, უფალმან განაბრძვნის ბრმანი. 2. უფალმან აღჰმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი. 1. უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლნი და ქვრივნი შეიწყნაროს და გზაი ცოდვილთაი წარსწყმიდოს. 2. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლამდე. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
| კანუდოსელი |
Jul 20 2007, 04:04 PM
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მხოლოდშობილი ძე...
მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა უკვდავი არსება! თავს იდვა ჩვენისა ცხოვრებისათვის: ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა უქცეველად განკაცნა, და ჯვარს ეცვა ქრისტე ღმერთი ჩვენი, სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა, და ერთისა წმიდისა სამებისა თანა დიდებულ არს, მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა, გვაცხოვნენ ჩვენ. მცირე კვერექსი დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ გუნდი: უფალო შეგვიწყალენ დიაკონი: შეგვწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა გუნდი: უფალო შეგვიწყალენ დიაკონი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ გუნდი: შენ, უფალო მღვდელი: რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე გუნდი: ამინ! III ანტიფონის საიდუმლო ლოცვა მღვდელი: ზიართა ამათ ერთხმობითა ლოცვათა ჩვენდა მომნიჭებელო, და ორთა და სამთა, შეთქმულთა სახელითა შენითა, თხოვათა აღსრულებისა აღმთქმელო: შენ აწცა მონათა შენთა თხოვანი უმჯობესისა მიმართ სრულ-ჰყვენ, აწინდელსაცა ამას საუკუნესა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისა შენისასა მომცემელმან, ხოლო მერმისა ცხოვრებისა ჩვენისა მომნიჭებელმან ჩვენდა. ასამაღლებელი: რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე გუნდი: ამინ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი იოანე ოქროპირის ლიტურგია Jul 19 2007, 03:14 PM
კანონისტი [size=4]საღმრთო ლიტურგ... Jul 19 2007, 03:54 PM
athos [b]III ანტიფონი, ნეტარ... Jul 20 2007, 05:04 PM
მარიამი აღდგომის წარდგომა... Sep 3 2007, 11:28 PM
მარიამი წარდგომანი და ალილ... Sep 6 2007, 08:40 PM
athos [b]მრჩობლი კვერექსი
... Sep 7 2007, 11:49 AM
კანუდოსელი კათაკმეველთა კვერ... Sep 19 2007, 12:11 PM
კანუდოსელი მღვდელი: მერმეცა შ... Nov 23 2007, 03:00 PM
მარიამი შენ უკუე გევედრები... Nov 13 2007, 01:48 PM
მარიამი [b]თხოვნითი კვერექს... Nov 13 2007, 02:04 PM
მარიამი [b]მრწამსი
მრწამს ერ... Nov 13 2007, 02:18 PM
აკაკი მშვიდობით წარვიდე... Aug 13 2010, 09:09 PM
KAIROS იქნებ დაამთავროთ ა... Sep 12 2010, 06:47 PM
yipiani gio ბოდიშით აქ რომ ვსვ... Sep 16 2010, 07:51 PM
dzvelmartlmadidebeli [color=#000099]თქვენს ყურად... Oct 5 2012, 10:37 AM
A.V.M dzvelmartlmadidebeli
ველოდები ... Oct 5 2012, 09:48 PM
dzvelmartlmadidebeli [color=#CC0000]საღმრთო ჟამი... Oct 6 2012, 09:57 AM
dzvelmartlmadidebeli 7. მღდელმან ლოცვაი: ... Oct 8 2012, 10:03 AM
dzvelmartlmadidebeli მღდელმან ლოცვაი: კ... Oct 9 2012, 10:57 AM
dzvelmartlmadidebeli დიაკონმან: ვდგეთ კ... Oct 12 2012, 10:46 AM
dzvelmartlmadidebeli უკაცრავად, კითხვა ... Oct 15 2012, 12:47 AM
dzvelmartlmadidebeli 19. მღდელმან ლოცუაი: ... Oct 15 2012, 12:36 PM
dzvelmartlmadidebeli 22. მშვიდობაი ყოველთ... Oct 17 2012, 10:19 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th November 2025 - 01:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი