![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
უკრაინაში როგორც იცით სერიოზული დაპირისპირებაა უკრაინის ავტონომიურ ეკლესიასა (მოსკოვის საპატრიარქო) და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას შორის (კიევის საპატრიარქო)
ავტოკეფალიის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ვინაიდან ანდრია მოციქულმა ქალაქ კიევის ადგილზე დაადგა ფეხი, ვინაიდან კიევო-პეჩორა არის ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, ვინაიდან რუსთა ნათლობა მოხდა კიევში, კიევი უნდა იყოს საპატრიარქო კათედრა მეორენი კი ამტკიცებენ, რომ რუსეთის ეკლესია ერთიანია და მისი გაყოფა არ შეიძლება ამ დავაში "იჭყლიტებიან" მორწმუნე უკრაინელები, რადგან ავტოკეფალური ეკლესია, თავის პატრიარქ-სინოდ-მრევლიანად ანათემას გადასცა მოსკოვის საპატრიარქომ ეგ კი არა და, გასულ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კიდევ ერთხელ წაიკითხეს ანათემა ღვთისმბრძოლთა, რომელთა შორის უპირველესად კიევის ე.წ. პატრიარქი ფილარეტ დენისენკო დაასახელეს თქვენ რას ფიქრობთ?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ისე ერთი საინტერესო ფაქტი, რაც აღმოვაჩინე, ის არის, რომ ვინც საქართველოში ანდრია მოციქულის ქადაგებას უჭერს მხარს და რუსეთში კი უარყოფს, რატომღაც იგივე წყაროებში დაფიქსირებულ ასეთ ცნობას იგნორირებას უკეთებს (ქართლის ცხოვრებაშია ჩანართია):
ხოლო დიდი ანდრია სიმონითურთ შევიდა ქუეყანასა ოვსეთისასა , და მიიწია ქალაქად, რომელსა ეწოდებოდა ფოხტაფორი, სადა იგი დიდი სასწაული ქმნეს და მრავალნი ერნი მოაქცივნეს და განანათლნეს, მიერ წარვიდეს და შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და სევასტე ქალაქად მივიდეს, რომელსა აწ ეწოდება ცხუმი. და უქადაგეს სიტყუა ღვთისა, და მრავალთა შეიწყნარეს. და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრია სიმონ კანანელი სხუათა თანა მოწაფეთა და თავადი ჯიქეთისა ქუეყანად აღვიდა. ოვსეთი აქ თანამედროვე ოსეთს არ ნიშნავს (ბერძნულ ორიგინალს თუ მივყვებით), არამედ ეს იყო ვრცელი ტერიტორია, რომლის პოლიტიკურ-კულტურული ცენტრი სავარაუდოდ მდინარე ყუბანის სათავეების რაიონში იყო. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 12:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი