სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| კანუდოსელი |
Jul 19 2007, 03:14 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:
აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ 1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის 2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად. 3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი 4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით 5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით) 6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები. 7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება. პ.ს. არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა პ.პ.ს. იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის... სოტირისს მადლობა რჩევისათვის პარტიული მადლობა წაშალეთ ოფტოპიკები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
| athos |
Jul 20 2007, 05:04 PM
პოსტი
#2
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
III ანტიფონი, ნეტარებები
(ნეტარებების მუხლებში ჩაერთვის ტროპარები პარაკლიტონიდან ან სადღესასწაულოდან) 1. სასუფეველსა შენსა მომიხსენენ ჩვენ, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. 1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. 2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ. 1. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. 2. ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ 1. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. 2. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. 1. ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ. 2. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. 1. ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდენ, და გდევნიდენ და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ, სიცრუით ჩემთვის. 2. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა. 1. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. 2. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
კანუდოსელი იოანე ოქროპირის ლიტურგია Jul 19 2007, 03:14 PM
კანონისტი [size=4]საღმრთო ლიტურგ... Jul 19 2007, 03:54 PM
athos II ანტიფონი
1. აქებს ... Jul 20 2007, 01:45 PM
კანუდოსელი [b]მხოლოდშობილი ძე...
... Jul 20 2007, 04:04 PM
მარიამი აღდგომის წარდგომა... Sep 3 2007, 11:28 PM
მარიამი წარდგომანი და ალილ... Sep 6 2007, 08:40 PM
athos [b]მრჩობლი კვერექსი
... Sep 7 2007, 11:49 AM
კანუდოსელი კათაკმეველთა კვერ... Sep 19 2007, 12:11 PM
კანუდოსელი მღვდელი: მერმეცა შ... Nov 23 2007, 03:00 PM
მარიამი შენ უკუე გევედრები... Nov 13 2007, 01:48 PM
მარიამი [b]თხოვნითი კვერექს... Nov 13 2007, 02:04 PM
მარიამი [b]მრწამსი
მრწამს ერ... Nov 13 2007, 02:18 PM
აკაკი მშვიდობით წარვიდე... Aug 13 2010, 09:09 PM
KAIROS იქნებ დაამთავროთ ა... Sep 12 2010, 06:47 PM
yipiani gio ბოდიშით აქ რომ ვსვ... Sep 16 2010, 07:51 PM
dzvelmartlmadidebeli [color=#000099]თქვენს ყურად... Oct 5 2012, 10:37 AM
A.V.M dzvelmartlmadidebeli
ველოდები ... Oct 5 2012, 09:48 PM
dzvelmartlmadidebeli [color=#CC0000]საღმრთო ჟამი... Oct 6 2012, 09:57 AM
dzvelmartlmadidebeli 7. მღდელმან ლოცვაი: ... Oct 8 2012, 10:03 AM
dzvelmartlmadidebeli მღდელმან ლოცვაი: კ... Oct 9 2012, 10:57 AM
dzvelmartlmadidebeli დიაკონმან: ვდგეთ კ... Oct 12 2012, 10:46 AM
dzvelmartlmadidebeli უკაცრავად, კითხვა ... Oct 15 2012, 12:47 AM
dzvelmartlmadidebeli 19. მღდელმან ლოცუაი: ... Oct 15 2012, 12:36 PM
dzvelmartlmadidebeli 22. მშვიდობაი ყოველთ... Oct 17 2012, 10:19 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th November 2025 - 01:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი