რა არის სული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის სული |
მხევალი ნინო |
May 3 2007, 09:46 AM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
უფალმა პირველ ადამიანს სული ჩაბერა, ალბათ ასე წარმოიშვა სული, მაგრამ მათ შთამომავალს ვინ ან საიდან აძლევს სულს.
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გიორგი |
Jul 20 2007, 10:56 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
southruislip
ციტატა თქვენ კითხვები მომაყარეთ ეს ბუნებრივია ფორუმზე, აქ დისკუსიაა. ციტატა თქვენ ცდილობთ სიტყვებში ჩამჭრათ ჩვენ ვცდილობთ სიმართლის აღიარებას, უბრალოდ ფაქტების, რწმენას და ადამიანის პიროვნებას არ ვეხებით ციტატა გაგახსენებთ ერთ რამეს ისტორიიდან. იყო დრო , რომ ადამიანები, მღვდელმთავრები , მეცნიერები ფიქრობდნენ რომ დედამიწა ბრტყელია ეს ასე იყო, მაგრამ ვინც ქრისტიანობის არსი ელემენტალურ დონეზე იცის იმწამსვე გიპასუხებს, რომ დედამიწის ბრტყელობა, ასევე მცდარი მოსაზრება რომ მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო არ განეკუთვნებოდა არც დოგმატს და არც ქრისტიანულ სწავლებას. ეს იყო შესაბამისი მღვდელმთავრების თუ სწავლულების იმ დროინდელი მეცნიერული წარმოდგენები, რაც არანაირად არ უნდა გაიგივდეს ქრისტეანობას. ციტატა მაგრამ გარკვეული ადამიანები ფიქრობდნენ რომ იგი მრგვალია რასაც და ასეთ ადამიანებს ქრისტიანი მღვდელმთავრები სასტიკად უსწორდებოდნენ, რადგან ეს მათი ინტერესების საწინააღმდეგო იყო. თქვენ შეგიძლია მითხრათ რომ მართლმადიდებლბს არ უწვალებიათო მაგრამ მართლმადიდებლებიც აწვალებდნენ. ეს ერთი მაგალითია და რამდენი სხვა აწამეს ვინ იცის. მართლმადიდებლებს არავინ არ უწამებიათ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. აწამებდა კათოლიკური ეკლესიის ინკვიზიცია. მართლმადიდებელი მღვდელმთავრების ინკვიზიცია შენს მეტს არავის უთქვამს. გარდა ამისა თუ კარგად იცნობ კათოლიციზმს იმასაც მიხვდები, რომ ინკვიზიტორი პაპები ხალხს პირადი შუღლის გამო აწამებდნენ და არა იმიტომ, რომ დედამიწის სიმრგვალე თუ ბრტყელობა ქრისტეანობასთან კავშირში არის. ციტატა მე გამოვთქვი აზრი, რომ სული უკვდავია და იგი ყოველთვის იყო, ასევე რომ ცხოველს სული აქვს. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება თქვენ შეხედულებას რადგან რეინკარნაციის იდეის შესაძლებლობამდე მივყავართ, რაც თქვენი იდეოლოგიის სრულ დანგრევას ნიშნავს და ძალიან გეშინიათ ამისი. მე არაფრის არ მეშინია. მე ვამტკიცებ ერთ რამეს, რომელსაც წყალი არ გაუვა და ეს არის: "ქრისტეანობა არ ცნობს სულის დაუსაბამოდ გაჩენას და არ ცნობს ცხოველის სულს" მორჩა. შენ კიდევ მედავები ქრისტეანობის სახელით რომ ეს ასე არ არის, ანუ შენ ეწევი უბრალოდ აბსურდს, იმას ასაღებ ქრისტეანობად, რაც არ არის. სულ სხვა საკითხია თუ შენ სხვა რელიგიის მიმდევარი ანდა თუ გჯერა რეინკარნაციის და ა.შ. მაშინ სხვანაირად დაგელაპარაკები. რატომღაც არ მგონია, რომ ქრისტეანი ხარ და პირველად შენგან მესმის რომ ქრისტეანი ლაპარაკობს რეინკარნაციის შესაძლებლობაზე ქრისტეანული მსოფლმხედველობიდან. ეს სისულელეა. ციტატა ნუ მოკლედ ბოლოს და ბოლოს გავიგე რისთვის გავჩნდი არა მარტო მე არამედ ყველა ადამიანი. ამას ვერ გეტყვით რადგან ჯერ ჯერობით მაინც არ მიიღებთ. მინდა გითხრა რომ მე უპირველესად არ მივიღებ ბუდიზმის, ინდუიზმის და მსგავსი ტიპის რელიგიების ელემენტების ქადაგებას ქრისტეანობის სახელით. ასევე არ მივიღებ მართლმადიდებლობაზე ჩირქის მოცხებას და ინკვიზიციისსაქმეების გადაბრალებას, ხოლო თუ შენ არ ხარ ქრისტეანი აღიარე ეს, ყველაზე ვაჟკაცური ეს იქნება და ყველაზე მეტად ამას მივიღებ. სიმართლე თქვი ვინ ხარ და რა აღმსარებლობის, ქრისტეანობას თავი დაანებე და შენს აღმსარებლობის გარშემო ვისაუბროთ, ეს ბევრად უფრო მისაღებია . . . ციტატა ახალი სჯული ცოტა გადააკეთეს და ძირითად იგივე დატოვეს და საერთოდ ადამიანები რომლებიც მრგვალ დედამიწას ბრტყლად აჩვენებენ მათ დაწერილ კანონებს პირადად მე და თქვენი არ ვიცი არ ვცნობ. მოდი ქრისტეანობაზე და მისი სჯულის კანონებზე ნუ ილაპარაკებ, ნურც მის გადაკეთება-გადმოკეთებას მიმოიხილავ, რაც უფრო ნაკლებს დაწერ მით უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებ. ასევე მცდარია დედამიწის სიმრგვალე-სიბრტყელის გაიგივება ქრისტეანულ სწავლებასთან, ამაში სჯულში ოდნავ ჩახედული ადამიანიც კი არ შეცდება. ისე ამის გამო, რომ ქრისტეანულ კანონებს არ ენდობი ძალიან მაინტერესებს შენ რომ აღმსარებელი ხარ იმ რელიგიის სასულიერო პირებს ადრეულ შუა საუკუნეებში რა ეგონათ? ახლა არ მითხრა, რომ ისინი თვლიდნენ, რომ დედამიწა არის სფეროს ფორმის, რომლის დიამეტრი არის 12757 კმ და რომ იგი 29კმ/წმ-ში სიჩქარით ბრუნავდა, მისგან 149 600 000 კმ დაშორებული მზისგან, რომლის დიამეტრი 1 390 000 კმ იყო?! ახლა არ მითხრა რომ ასე იყო?! ეს იყო იმდროინდელი მეცნიერული წარმოდგენები, რაც ყველგან ერთნაირად ჩამორჩენილი იყო. ციტატა იესო ქრისტე ბევრმა ადამიანმა ჯვარზე გაკვრამდე ცნეს. საინტერესოა იესო მათ ჯვრებს კიდებდა და მისი ცნობის ერთ ერთ ატრიბუტად ამას მოითხოვდა? ჯვარზე გაკვრამდე ბრძანა უფალმა: "რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე...." ეს იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტემ ჯვარზე გაკვრამდე მოუწოდა წინასწარმეტყველურად თავის მიმდევრებს, რომ ჯვარი აეღოთ და ისე შედგომოდნენ მას.... ისე კი, ჯვარი მას შემდეგ გახდა ქრისტეანთა სიმბოლო, რაც მასზე სიკვდილით და ბოროტების დამარცხებით იძლია ჯოჯოხეთი და მის მიმდევრებს მიეცათ შანსი საუკუნო ცხონებისა. ამდენად, გაურკვეველია, თუ რატომ უნდა აეღოთ ჯვარი ქრისტეს მიმდევრებს ჯვარცმამდე?? თუმცა კი, მაინც მოგიყვანე ციტატა, რომ მაცხოვარი წინასწარ აუწყებდა თავის მიმდევრებს ჯვრის ტვირთვისაკენ, წინასწარ იცოდა რა თავისი ამქვეყნიური აღსასრული და კაცობრიობის გამოხსნა ჯვრით -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი