![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აფაჟარი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 18-July 07 მდებარ.: pelevdikea.. წევრი № 2,481 ![]() |
მოკლედ, გამარჯვება!
ხელოვნება, მით უმეტეს კეთილი ნებითა და სიყვარულით შექმნილი ყოველთვის იყო ხალხის სულის საკვები რელიგიასთან ერთად.. ისევე როგორც სჭირდებათ ადამიანებს ფიზიკური საკვები, რომ სხეულმა იცოცხლოს, ასევე საჭიროა საკვები საულისათვის და ესაა რწმენა და ხელოვნება.. კონკრეტულად პოეზია ყოველთვის იყო ხელოვნების ის დარგი, რომელიც ხალხს გარკვეულ იდეოლოგიას უნერგავდა.. იყო ყველაზე გაბედული, ხან მიუღებელიც მაგრამ მართალი, ბოლომდე ნაღდი და არა ყალბი, თავისი იდეის გამტარებელი და მებრძოლი.. ამისთვის ხოცავდნენ პოეტებს, მარტო ჩვენი პაოლოს, ტიციანის, ვალერიანის და სხვებისაც, შანდორ პეტეფი, პაბლო ნერუდა და ა.შ. პოეზია ესაა სულიერი ბრძოლის უფრო ხალხოსნური გზა, ხელოვნების ყველაზე უფრო სულიერი დარგი და ყოველთვის პროგრესიებადი და ახლის მთქმელი.. ხშირად ეს იყო მიუღებელიც, კრიტიკა გაისმოდა ყოველი კუთხიდან.. მე პირადად მაქვს წაკითხული გალაკტიონზე, ნიკო სამადაშვილზე, მირზა გელოვანზე დაწერილი კრიტიკული წერილები სადაც იმდროინდელი ფსევდოკრიტიკოსები მათ სამსობლოს მოღალატეებად მოიხსენიებენ და ერის დაღუპვის მცდელობაში დებენ ბრალს, მაგრამ გავიდა ხანი და დღეს ყველა აღიარებს რომ პოეტებმა შექმნეს ის მუხტი და იდეოლოგია, რამაც ალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთოდ სულიერ განვითარებაში.. ამის შემდეგ წამოვიდა მორიგი თაობა, მურამნ ლებანიძის, მუხრან მაჭავარიანის, შოთა ნიშნიანიძის სახით, აქ იმდენად ახალი არაფერი თქმულა, თითქოს ეს ყველაფერი საბჭოთა დინებას გარკვეულწილად მიჰყვებოდა.. და მერე უკვე 90-იანების თაობა, რომლებიც რაღაცას ცდილობდნენ მე თუ მკითხავთ, მაგრამ ეს მაიც გაუთვითცნობიერებელი დილეტანტიზმი იყო, სადაც ეპოტინებოდნენ ევროპისა და მეტად განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას.. მიუხედავად იმისა რომ ეს მართლმადიდებლური ფორუმია და ასევე პოეზიაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხრაა სასულიერო პოეზია (სხვა რომარაფერი, პირველი პოეტური შენაქმენები დავითის ფსალმუნები იყო უდავოდ), მიუხედავდა მიასა მე მსურს რომ ამ თემაში ქართველმა მართლმადიდებლებმა საკუთარი აზრი გამოხატონ, კორექტულად სიყვარულით, თუნდაც რომ საწინააღმდეგო, თანამედროვე პოეზიის შესახებ.. მე შეძლებისდაგვარად შევეცდები აქ დავყარო ის ლექსები რომლებიც დღეს იწერება, ახალგაზრდა, მოზარდი თუ სულაც ცოტა დაღვინებული პოეტების მიერ.. ლექსები, რომელნიც ქმნიან თანამედროვე ქართული პოეზიის სახეს.. სხვათაშორის აღსანიშნავია, რომ პოეზია თავდაპირველი სახით იყო ურითმო, ისევ დავითის ფსალმუნების მაგალითს მოვიყვან და კიდევ უამრავი, გალობანი სინანულისანი და ა.შ. თუმცაღA განიცადა ფორმაცია და მოიპოვა რითმა, მეოცე საუკუნეში სამყარომ აღიარა რითმის უმნიშვნელობა და თავისუფალი წერის საშუალება მისცა პოეტებს, დღეს საქართველოშიცაა ტენდენცია.. მე პირადად ვაღიარებ რომ რითმაც ისევე საჭიროა როგორც მისი ალტერნატივა -0 ვერლიბრი, რადაგნ ადამიანს მარჯვენა ფეხიც იმ სიგრძე სჭირდება, რამხელაც მარცხენა აქვს, ხომ? მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მოდით ვისაუბროთ ქართველი მომავლის და თანამედროვე პოეტების შესახებ ![]() მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა, თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული. წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად! არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური! ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე (სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი). წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით... სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი. რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით, გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას. დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს... გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები. ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს... მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან, მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი... და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია - ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები, ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ, საფლავს მინაწერი წლების დეფისივით. ________________________ სიყვარულის კამიკაძე ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი - რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული. არრა მაბადია გარდა ლექსების და გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო. ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით - ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები... შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა", გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება! მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი განცდა მეუფლება: მტრული გაციებით, ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით. და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს, დღეებს - სასწაულებს, ისე უცნაურად... ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი, როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური. აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა - წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია, კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ, ლექსში გავუცვალო ივან და მარია. ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს, მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ... გამექეცი! ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ და შენი სიყვარულის მქვია კამიკაძე. _______________________________ განწირული თაობა გუშინ - ვერ დაბრუნდა ბავშვობა ომიდან... დღეს - რომ ვერ "გვიხმარეს", შემოგვდგნენ წიხლებით... ხვალ - ალბათ გამოვალთ როდესმე კომიდან... ზეგ - ჯერ არ მოსული სიბერით ვიღლებით... რა გვახსოვს? - ტვინების ღვრა თავის ქალიდან... და ნატყვიარები ხერხემლის მალებში... ვერა, ვერ ამოხვალ, შენ, ჩვენი ვალიდან, ღმერთო... და ვერასდროს ჩაგვხედავ თვალებში! გიორგი საჯაია -------------------- მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
|
![]() ![]() |
აფაჟარი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 18-July 07 მდებარ.: pelevdikea.. წევრი № 2,481 ![]() |
ლურჯო ანგელოზებო
ხედავთ, ჩემს ირგვლივ სხვები დაფრინავენ, ფრთები მინდა! ჰაერი იპობა შვიდად და მე ვხედავ წვიმას, მას ჩემთან მოყავს მზე და მზე გადის კედელში.. ჩემი კედლები ინგრევიან, მე ვამტვრევ რქებს და ტოტებით ვამთელებ მდინარეს.. აქ არავინაა ნაცნობი, არავინ მიწვდის ხელს, აქ დადიან შავ ლაბადიანი მამაკაცები, რომლებსაც არ აქვთ ხელები და გველები მათ მაგივრად გამონაზარდი, ჩემს ქვეშ მიწაა, ხედავთ, აქ სხვებიც დაფრინავენ! ეს ქაოსია, ან ჩემი ბავშვობა, მე არ მახსოვს გზა, რომლებსაც გავდიოდი და მტვერი არ მახსოვს, ბურუსია.. საშინლად მცივა.. აქ არავინაა ნაცნობი.. მე მახსენდება თამაზ ბაძაღუა და მეშინია ჩემი სიფხიზლის.. არსად ჩანს ფრთები და მაინც დაფრინავენ ისინი.. და მე ვყვირი: წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! წამიყვანეთ, მალე, ლურჯო ანგელოზებო! წამიყვანეთ მაღლა ლურჯო ანგელოზებო! წამიყვანეთ, მცივა, ლურჯო ანგელოზებო! ნეკა თითიდან სისხლი მომდის, დეეეეეეეე, მტკივა, ჩემი სისხლიანი ხელები მტკივა, სად არის იესო! სადაა იესო, სისხლი მდის, შენ მომიტან თეთრ სახვევებს და სისხლს გამიჩერებ, ხელზე მაკოცებ და ხელს თმებზე მომითათუნებ, მე გამახსენდება მამა, რომელიც არასოდეს მყოლია და შენ დაგიძახებ ასე: იესო მამა.. მაგრამ არ მახსოვს გზა, რომლითაც გელოდი, რომლითაც მოდიოდი ხოლმე ბავშვობაში, შობის ღამეზე, როცა თავს ვიმძინარებდი, რომ საჩუქარი დამხვედროდა და მხვდებოდა მხოლოდ სიტყვები, “გილოცავ, საჩუქარი ხომ არაა მთავარი, მე შენ მიყვარხარ”.. არეულობა.. არეულობა.. აღრეულობა.. ქინქლები დაფანტულად მედებიან თვალის უპეებში, ცრემლი მიგროვდება და ნაგვის ურნას ვეძებ, რომ დავიმალო.. აქ არავინაა ნაცნობი.. მე მახსენდება ანასტასია და ველოდები მეტალის პეპლებს, რომ ნატკენი თითით ჩამოვეკიდო ოქროსფერ მძიმე ფურცლებზე და გავყვე იქ, საიდანაც გავაგონებ ჩემს ძახილს: წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! წამიყოლეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! ამაფრინეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! დამიტოვეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! ალიო? ეს ზეცაა? ზუმერი გაბმულად მიჩვენებს კომურ მდგომარეობას, საიდანღაც ჩნდებიან თეთრხალათიანი მელიები და მწვანე ქვებით აწვებიან ტელეფონის ჯიხურს, რომელშიც წვიმას შევეფარე, მე კი ისევ უდაბნოში ვხვდები.. აქ გველებია? მე მეჯავრება ოაზისები! წყალიც არ მინდა და მხოლოდ მიწა.. მიწა.. მიწა მწამს და ცეცხლი და ცეცხლი და მომენატრა ცეცხლი მე ცეცხლი მე მომენატრა მე ცეცხლი! მე კი ვხვდები რომ ეს საუკუნე შევკარი მხოლოდ ფურცლებით.. და დასტებს წლებისას არ აქვთ ბაწრები გადასაჭერად, მხოლოდ ყულფები.. ყულფები, როგორც თეთრი მთვარეები და მე მახსენდება გიო საჯაია და გავურბივარ ღამის ტარანტულებს.. ჩემი გაქცევაც სხვათაშორისია.. ბილიკები, სადაც ფეხები ეწებებიან მიწას.. აბსურდული კანონიკაა საზოგადოება, და საზოგადო ჭეშმარიტება - აბსურდი! აქ არავინაა ნაცნობი.. ტუჩებს ვეღარ ვიძრობ, ხედავთ ჩემს ირგვლივ სხვები დაფრინავენ, ეს არაა თქვენი დედამიწა.. მგონი გავირინდე.. მგონი მე სახლში ვარ, და დამელოდება?? ზამთარი თოვს და გარშემო სივრცე ჩემსკენ აბრუნებს ნარინჯის თვალებს.. მე მტკივა ლექსი და თოვლი, მგონი მივფრინავ, კივილი მახრჩობს! მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის! მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის! მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის! ადამიანებო, მე ოქროს წვიმას მოვიყვან და თქვენ სამუდამოდ ამოხოცავთ ერთმანეთს და მხოლოდ პოეტებს დატოვებს მამა.. და მხოლოდ პოეტებს დატოვებს დედა.. და მე მახსენდება ნატო ინგოროყვა და ვიხდი და ვიცმევ საკუთარ სხეულს, ვიხდი და ვაცმევ ჰაერს და ხეებს, როგორც კომპასებს, ვლეწავ იმედებს, ვლეწავ ნათურებს, ვაგდებ ბილეთებს და მხოლოდ სისხლის ამოთქმით ვყვირი! წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! მომენატრა თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! ამიტაცეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! დამიტოვეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! ალექსანდრე ლორთქიQტიფანიძე (ხვიარა) -------------------- მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 11:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი