ვინმემ თუ მოსიმინეთ?, გიორგობაზე სამებაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინმემ თუ მოსიმინეთ?, გიორგობაზე სამებაში... |
დათიკო |
Nov 24 2006, 05:24 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
გიორგობის დრესასწაულზე, როდესაც წირვა უკვე სრულდებოდა, შესრულდა რაღაც საერო ნაწარმოები, რომელიც საოპერო არიას უფრო წააგავდა.
მინდა ჩემი პირადი ემოცია გამოვხატო, ამ მუსიკის მოსმენის გამო. არ ვიცი, სხვას როგორი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ მე კინაღამ გული გამისკდა. ეს იყო ბელკანტოს მანერით შესრულებული გულისგამაწვრილებელი ქალის სოლოებით შესრულებული საგუნდო ნაწარმოები, დატვირთული ისეთი დინამიკით რომ სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდფი. როგორც კლასიკურ საოპერო ნაწარმოებსაც, ძალიან დაბალ შეფასებას მივცემდი. მითუმეტეს როდესაც ის ქვეყნის ყველაზე დიდ ტაძარში უდიდეს დრესასწაულზე სრულდება. ეჭვი მაქვს რომ მისი ავტორი კეჭაყმაძე ან ვინმე მეის მაგვარი კომპოზიტორია. და საერთოდ, ძირს (შერეული გუნდების) სიონური გალობა! არ მესმის ამისთანა უმდიდრესი საგალობლების ფოლნზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რად უნდა იყოს მცდელობა ტრადიციაში ასეთი მდარე ხარისხის მუსიკის დამკვიდრებისა? ეხლა ვკითხულობდი სტატიას გაზეთში ”ქართული გალობა”: ”ათწლეულების მანძილზე თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში არატრადიციული შემადგენლობის გუნდი ასევე არატრადიციულ და არაქართულ საგალობლებს ასრულებდა...” რასაც მოსდევს ინტერვიუ სიონის საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდის რეგენტთან ნოდარ კიკნაძესთან, რომელიც აცხადებს რომ ეს გუნდი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და თავიდანვე ემსახურებოდა ტრადიციული, ძველი ქართული გალობის აღდგენას. რამდენად სრულდება ეს კურთხევა სიონში? ახლა კი სამების ლავრაშიც გადავიდა საოპერო მანერით შესრულებულ სიმღერათა დამკვიდრების მცდელობა. ეს არაა ჩემი ახირება და ჩემი პირადი გემოვნების დაუკმაყოფილებლობის პროტესტი, არამედ გულისტკივილია, იმის გამო, რომ მიუხედავად უმაღლესი კურთხევისა და ათასობით ულამაზესი კანონიკური საგალობლის არსებობისა, მაინც სრულდება ტაძრებში საერო სიმღერები ე.წ. ბელკანტოთი (საოპერო მანერით). რადგანაც ამ ფორუმზე პოსტავს ჯამბაკური, რომელიც ქართული გალობის ეროვნეული ცენტრის თანამშრომელია, ამიხსნას თუ რატომ ხდება ასე? ვის ხელშია დღეს ქვეყნის უდიდეს ტაძრებში გალობათა შესრულების ბერკეტები. ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ფრაზა მახსენედება - ამ კეჭაყმაძეს მრავალჟამიერების კონვეერი აქვს ჩართული და მოაქვს და მოაქვს ახალ-ახალიო. 12 მრავალჟამიერო მოგვაწოდა ამ ბოლო პერიოდშიო. გასაგებია რომ კომპოზიტორს ვერ დაუშლი სიმღერის დაწერას, მაგრამ რატომ არიან ვალდებულები შეასრულონ ასეთი სიმღერები ეკლესიებში ეს არ მესმის. მითუმეტეს რომ იმდენი ულამაზესი საგალობელი გვაქვს, რომელთა მოსმენაც ძალიან ბევრს გაუხარდებოდა და განსხვავებით თანამედროვე კომპოზიტორებისა ისინი წმინდა მამების მიერ არის შექმნილი. და მერე გვიკვირს ანუშკასნაირები რატომ აღმერთებენ ფსევდო-კანონიკურ გალობასო. აგერაა ბატონი ერთ-ერთი მიზეზი. ამ სიმღერის მოსმენის მერე ნამდვილად არ მიკვირს ასეთი ხალხის გულისწყრომა ჩვენს ტაძრებში აღვლენილი წირვის საგალობლების მიმართ!!! |
Cecxladze I |
Jul 21 2007, 01:08 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 238 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,822 |
N. R.
შენ გაიხარე ნინოიეე. მაგის თქმა მინდოდა მარა შენ უკეთ უთხრი ვიდრე მეე. აი ამიტომაა. მუსიკის-მცოდნეებთან ყველამ თავი უნდა მოვიხაროთ. თქვენ მიხვდით რატომაც. დათიკო ფიცხი ვარ მაგაში გეთანხმები. რატომ? ეჰ ეჰ ვერ მიხვდი. გურული ვარ. მარა შენ ერთი მითხარი კაცურად კეჭაყმაძე როდის სრულდება გარდა გამონაკლისისა (მრავალჟამიერები) როცა კურთხევაა და ამის საჭიროება. ხოდა იმას რომ შენ განსაკუთრებით ხაზს უსმევ რომ მე მომხრე ვარ შესრულდეს კეჭაყმაძე, იქნება თუ ბახი, ან ბეთჰოვენი. მაგას რაცარუნდა დიდი ასოებით წერო მაინც არავინ დაგიჯერებს. შენი ცილისწამება რომ მე არ მიყვარს ქართული გალობა სისულელეა და უბრალოდ სასცილო. და ამასაც თუ მაინც ვინმე დაიჯერებს მერე შვხვდეთ და ვიგალობოთ ერთად. შეიძლება ხმამაღალია მაგრამ..... და თან მე იმასაც არ ვამბობ რომ მე რაგაც გამეგებათქო, უბრალოდ აქ ზოგო ისეთი ხალხი საუბრობს გალობაზე და მის ისტორიაზე რომ, ორი საგალობელი არ ეცოდინება. ჩვენთან სამებაში რაც სრულდება ეს არის კირიე ელეისონ, დამუშავებული ზვიად ბოლქვაძის მიერ. და არა კეჭაყმაძის მიერ. შემიძლია მისი სიტყვები მოგახსენო (კეჭაყმაძის) ზუსტად რაც თქვა, იყო პერეიოდი როდესაც მე მთხოვეს საგალობლების დაწერა. რაშიც მე თავიდან შევეწინააღმდეგე. მაგრამ კურთხევა და თხოვნის შემდეგ და რატომ იყო ეს საგალობლები საჭირო, ამის შემდეგ დავთანმხდიო და დავწერე რამოდენიმე საგალობელიო. და სხვათაშორის იცით თუ არა მის საგალობლებში არც ერთში არარის სოლოები, რაც ხაზგასასმელია. მე პირადად მისი მოსწავლე ვარ და ეს ლექციაზე თქვა, კიდევ ერთი ინფორმაცია, კეჭაყმაძემ აგრძალა თავისი ნაწარმოებების შესრულება. მითუმეტეს საგალობლების, უბრალობ თქვენ არიცით მას როგორი დამოკიდებულება აქვს ქართული სიმღერის და გალობის მიმართ. მე მოვითხოვ რომ მასზე აღარ ითქვას რამე დამაკნინებელი და ცუდი. კიდევ ვიმეორებ სოსო კეჭაყმაძე მხოლოდ საგუნდო აკაპელა ჟანრში მოღვაწეობს. შედარებები არ გამაგონოთ სისულელეა როდესაც ბეთჰოვენის მესაზეა საუბარი ის არის დაწერილი გუნდისა და ორკესტრისათვის ასევე რექვიემი მაგ: მოცარტი, გუნდის ორკესტრისა და სოლისტებისათვის. კეჭოყმაძეს არც მესააქვს დაწერილოი და არც რექვიემი და რატომ!! საშინელება იქნება ქართული მესა და რეკვიემი, რატომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. აი ამს გეუბნებოდი როდესაც ვამბობდი რომ შედარება არის დილეტანტურითქო. და იმას რაც ვთქვი პრესკონფერენციაზე აუცილებლად გავაკეთებ და დათიკო შენ განსაკუთრებით მინდა რომ მოხვიდე. კომპოზიტორებს ვეპატიჟები აგრეთვე.(რომელსაც ძალიან მცირე, და უსუსური და საერთოდ რა დავარქვათ არ ვიცით ნაწარმოები აქვს შექმნილი). რაც შემეხება მე. ბასიანი მიდის დღეს ღამის 2 საათზე ლიტვაში და 17 დღით გემშვიდობებიოთ, არ ისარგებლოთ ჩემი არ ყოფნით და.......... და თუ მაინც ისარგებლეს გთხოვთ რომ სწორი და ჯანსაღი აზრი, სიმართლე დაიცავით. გმადლობთ. განსაკუთრებით ნინო რაზმაძეს ვთხოვ რომ ამ თეასმ თვალყური ადევნოს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი