სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Sotiris |
Jul 18 2007, 02:22 AM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
რაფიდზე ავტვირთე პოლონელი მღვდლის ჰენრიკ პაპროცკის მიერ დაწერილი გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფია (ფრანგულ ენაზე), რომელსაც თან ერთვის მამა გრიგოლის ნაშრომების ბიბლიოგრაფია. სტატიაში აგრეთვე დაბეჭდილია მისი რამდენიმე ფოტო, რომლებიც, ვფიქრობ, ხალხს დააინტერესებს. სტატია ქართული ვერსიებისგან განსხვავებით მეტი ინფორმატიულობით და სიზუსტით გამოირჩევა. საერთოდ გრიგოლ ფერაძის სიკვდილის სამი ვერსია არსებობს (მეტი დეტალებისთვის ნახეთ სტატია):
1) ვარშავის პავიაკის ციხიდან გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკ მაუთჰაუზენში, სადაც სიკვდილით დასაჯეს. 2) იგი ძაღლებს დააგლეჯინეს და დაწვეს (ეს ნახსენებია მიტროპოლიტ ბასილის ერთ წერილში). 3) აუშვიცის ბანაკში მრავალშვილიანი ოჯახის მამის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში. პირველი ვერსია უსაფუძვლო უნდა იყოს (არცაა ცნობილი საიდან მომდინარეობს), რადგან ეწინააღმდეგება იგივე ოფიციალურ გერმანულ დოკუმენტებს, რომლებიც აუშვიცში სიკვდილის შესახებ საუბრობენ. აუშვიცის ვერსია კი არის ცხადი, მაგრამ დეტალები მაინც ბოლომდე გაურკვეველი რჩება. 1945 წ.-ს აუშვიცს გადარჩენილმა ერთმა პირმა (რომლის ვინაობის შესახებაც ახლა არაფერი ვიცით) პოლონეთის ეკლესიას მიაწოდა ზეპირი მოწმობა, რომ გრიგოლ ფერაძემ სხვა პატიმრების ნაცვლად შესთავაზა თავი დასასჯელად გერმანელებს. პაპროცკი წერს, რომ ჩატარებულ გამოკვლევებს ამ ვერსიის დასადასტურებლად ამ დღემდე არ გამოუღია შედეგი (მეორეს მხრივ პაპროცკი დარწმუნებულია, რომ მამა გრიგოლმა თავი გასწირა სხვებისთვის). -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
| abo |
Jul 21 2007, 01:50 AM
პოსტი
#2
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
Sotirisპაპრპროტცკიმ კი დაწერა მასე, მაგრამ რამდენად სარწმუნოა მისი ნაწერი?ან ვინ არის ხსენებული მღვდელი?მართლმადიდებელი? თუ კათოლიკე?თუ ბოლო მაშინ გასაგებია
-------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
| Sotiris |
Jul 21 2007, 08:50 PM
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
Sotirisპაპრპროტცკიმ კი დაწერა მასე, მაგრამ რამდენად სარწმუნოა მისი ნაწერი?ან ვინ არის ხსენებული მღვდელი?მართლმადიდებელი? თუ კათოლიკე?თუ ბოლო მაშინ გასაგებია პაპროცკი არის პოლონელი მართლმადიდებელი მღვდელი, პოლონეთის ეკლესიის მღვდელმსახური. რაც შეეხება მამა გრიგოლის ეკუმენური ხასიათის ორგანიზაციებში წევრობას, ეს ძალიან ადვილი გადასამოწმებელია და საკვირველი ისაა, ვინმეში რომ ეჭვს იწვევს. მაგალითად იგი იყო მონაწილე 1927 წ.-ს ლოზანაში გამართული მსოფლიო კონფერენციისა რწმენისა და წესრიგის შესახებ: ამას ეძღვნება მისი პუპლიკაციები: Die Weltkonferenz in Lausanne fuer Glauben und Kirchenverfassung და Rede Dr Gregor Peradses (Georgische Kirche) auf der Konferenz zu Lausanne, რომლებიც ჟურნალ Der Orient-ში გამოქვეყნდა და რომლებიც პაპროცკის პატიოსნად აქვს მითითებული მამა გრიგოლის ბიბლიოგრაფიაში. მე ის მიკვირს, რომ ხალხი უკრიტიკოდ ღებულობს ასეთ ფაქტებს: ციტატა ქართულმა საზოგადოებამ იშვიათი გამონაკლისის გარდა თითქმის არაფერი იცოდა მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ, არ იცოდა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გატანილი საქართველოს ეკლესიის განძეულობა, როდესაც მას შენახვის ვადა გაუვიდა, ფაშისტების კონფისკაციას გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა. მან, როგორც ექსპერტმა, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა, რომ იგი არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა და მხოლოდ ეროვნული ღირებულება ჰქონდა; ამით ისე გამოდის, თითქოს ნაცისტურ (!) გერმანიაში განძის ბედზე აზრი კითხეს უცხოელ (!) ექსპერტს და დაეთანხმენ მის აზრს, რომ მას ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა არა აქვს. და ეს მაშინ, როდესაც უბრალოდ რომ გადაედნოთ ან ძვირფასი თვლები შემოეძარცვათ, დიდძალი ღირების მატერიალური შენამატი იქნებოდა, არაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს ნადირობა ჰქონდათ გაჩაღებული ჩვენს განძზე (ე.ი. ფასეულობას ხვდებოდნენ როგორღაც, არა?) და რომ თვითონ გერმანიაში საკმარისად ჰყავდათ აღმოსავლეთმცოდნეები, რომ როგორმე ფასეულობას მიმხვდარიყვნენ. სიმართლე რომც იყოს, არარეალურად ჟღერს რაღაც, მაგრამ აი ამ ფაქტს რატომღაც ხალხი უკრიტიკოდ, შესაფერისი დოკუმენტაციის ნახვის გარეშე ღებულობს. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Sotiris გრიგოლ ფერაძე Jul 18 2007, 02:22 AM
mariami-k გრიგოლ ფერაძე:
http://img2... Jul 18 2007, 09:28 AM
ლილიანა Sotiris
ქართულ ენაზე არ ... Jul 18 2007, 11:00 AM
marine http://www.georgianweb.com/language/geo/feradze.ht... Jul 18 2007, 11:34 AM
ulvashi შეგიძლიათ იხილოთ ... Jul 18 2007, 12:56 PM
catherina_10 ლილიანა
წმიდა მღვდ... Jul 18 2007, 02:52 PM
Sotiris
წმიდანთა ცხოვრება... Jul 19 2007, 06:06 PM
ზებედე გაუმარჯოს ეკუმენი... Jul 21 2007, 01:39 AM
დავით ივერიელი გრიგოლ ფერაძე უდიდ... Jul 21 2007, 10:41 PM
Amuza კარგი იქნება,თუ კი... Jan 23 2008, 01:52 AM
KAIROS
ვთხოვ ფორუმელებს ... Jan 23 2008, 05:15 AM
marine ჩემი შემწე... ჩემი უ... Jul 29 2016, 09:20 PM
marine "იარაღად მე ხელში... Sep 28 2016, 10:08 PM
marine "ასევე გურჯაანის ... Oct 30 2017, 03:42 PM
marine "ბაკურციხე წმინდ... Jul 11 2018, 04:21 PM
marine "ბაკურციხიდან გა... Jul 3 2020, 07:23 PM
marine "არქიმანდრიტი გრ... Sep 27 2020, 03:30 PM
marine "1922-25 წლებში გრიგო... Jan 18 2021, 09:51 PM
marine "როგორც ბალკანეთ... Jan 1 2022, 06:52 PM
marine "თავისუფალ დროს გ... Feb 7 2022, 07:39 PM
marine "1922-25 წლებში წმ. გრი... Feb 8 2022, 07:58 PM
marine "ორი გამორჩეული თ... Feb 12 2022, 02:13 PM
marine "1942 წლის მაისში გრ... Feb 12 2022, 04:22 PM
marine "27-28 ნოემბერს [2023 წ.], ... Feb 11 2024, 09:32 PM
marine "არქიდიაკონ დოულ... Jul 6 2024, 08:22 PM
marine ინტერვიუ კვიპროსშ... Feb 8 2025, 07:34 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th December 2025 - 05:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი