რა არის სული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის სული |
მხევალი ნინო |
May 3 2007, 09:46 AM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
უფალმა პირველ ადამიანს სული ჩაბერა, ალბათ ასე წარმოიშვა სული, მაგრამ მათ შთამომავალს ვინ ან საიდან აძლევს სულს.
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
southruislip |
Jul 21 2007, 12:56 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-July 07 წევრი № 2,444 |
გიორგის
გიორგი ერთს გეტყვი, მე ვარ ქრისტიანი ადამიანი. ცოდვები მაქვს ნამდვილად, მაგრამ ცოდვების არ მეშინია იმიტომ რომ , ცოდვა ეს არის შეცდომა, რომლის გამოსწორება შეიძლება. ციტატა: ქრისტეანობა არ ცნობს სულის დაუსაბამოდ გაჩენას და არ ცნობს ცხოველის სულს. ამ დროს შოტა1 ამბოს რომ მოძღვარმა მითხრაო შემდეგი რამე: სული სიცოცხლეს ნიშნავს თუ ქრისტიანული გაგებით სული ნიშნავს სიცოცხლეს, მაშინ ცხოველს აქვს სიცოცხლე(სული) და მაშასადამე ქრისტიანობა და მათ შორის მარტლმადიდებელი ქრისტიანობა აღიარებს იმას რომ ცხოველს სული აქვს, და თუ ვინმე არ აღიარებს, ნამდვილად არა ქრისტიანები და არა მართლმადიდებლები, რადგან ამის არ აღიარება ძალიან დიდ მწვალებლობას შეიცავს და ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებას და მის მცნებებს სული სიცოცხლეს ნიშნავს და ცხოველს არა აქვს სული როგორ გავიგოთ. ცხოველს არა აქვს სული (სიცოცხლე), ესე იგი მკვდარია ეს არ შეესბამება ჭეშმარით ქრისტიანულ შეხედულებებს, და მწვალებლობის ელემენტებს შეიცავს ასეთი მსჯელობებით სავსეა წიგნები და კანონები, და ვინც ასეთი წიგნებით ბრმად სარგებლობს, იესო ქრისტე მწიგნობრებს უწოდებს და ამხელთ მათ. გიორგი მე მესმის ,რომ შენ და ბევრი ამ ფორუმზე დამსწრე ადამიანებს გაინტერესებთ რელიგია.ცდილობთ და ეძებთ, რაღაც გაიგოთ რადგან ვინც ეძებს ის იპოვისო., მაგრამ ბევრი რამის ბრმად აღიარება არ შეიძლება. ასევე ქრისტინობა არ ცნობს სულის დაუსაბამოდ გაჩენას. ესეც მცდარი შეხედულებაა, რადგან ადამიანის სული არის ღმერთის შვილი და როცა ვამბობთ რომ ღმერთმა ადამიანი გააჩინა ეს არ ნიშნავს რომ მისი სული მანამდე არ არსებობდა. ოკეანედან ჩნდებიან წყლის წვეთები , ისინი გაჩნდნენ როგორც წვეთები, როგორც წვეთები ადრე არ არსებობდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი მაინც არსებობდნენ ოკეანეში. ასევეა სულიც , როცა ახალდაბადებულ ადამიანში სული შედის იგი ღვთის სულიდან გამოდის,ესე იგი იგი არსებობდა ღმერთში. ეს არის პირადად ის რაც მე ქრისტიანული წიგნებიდან და ქრისტეს აზროვნებიდან დავინახე და თუ ვინმე, ვერ ხედავს ან ბრმაა, ან არ უნდა დაინახოს და იგი ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს ხედვას, მათ შორის მრთლმადიდებლობის ხედვასაც, ან ქრისტიანებს შორის შემოგზავნილია მწვალებლების მიერ, რომ სხვები დააბრმავოს. მე არ ვამბობ , რომ ეს დიდი ცოდვაა და ღმერთი და იესო ამისთვის დასჯის ადამიანს, რადგან ღმერთი ისე სჯის როგორც თვით ადამიანი განსჯის და რადგან ცოდვების(შეცდომების )გამოსწორება ყოველთვის შეიძლება. |
Sotiris |
Jul 21 2007, 09:14 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
southruislip
მოგვასვენე რა, თორემ შენმა აპლომბით წერამ და და ჩვენთვის უვიცობაში ბრალის დადებამ შეგვაწუხა უკვე. არაა ეს თემა "მართლმადიდებელთა მხილების თემა", მითუფრო, რომ არც გამოგდის ეგ. სული სიცოცხლეს ნიშნავს თუ ქრისტიანული გაგებით სული ნიშნავს სიცოცხლეს, მაშინ ცხოველს აქვს სიცოცხლე(სული) და მაშასადამე ქრისტიანობა და მათ შორის მარტლმადიდებელი ქრისტიანობა აღიარებს იმას რომ ცხოველს სული აქვს, და თუ ვინმე არ აღიარებს, ნამდვილად არა ქრისტიანები და არა მართლმადიდებლები, რადგან ამის არ აღიარება ძალიან დიდ მწვალებლობას შეიცავს და ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებას და მის მცნებებს არა აქვს ცხოველს გონიერი და უკვდავი სული. ესაა მართლმადიდებლური სწავლება. ციტატა ასეთი მსჯელობებით სავსეა წიგნები და კანონები, და ვინც ასეთი წიგნებით ბრმად სარგებლობს, იესო ქრისტე მწიგნობრებს უწოდებს და ამხელთ მათ. წმ. მამების ნაწერები ან სჯულისკანონი გაქვს წაკითხული და გაგებული გაქვს? ციტატა გიორგი მე მესმის ,რომ შენ და ბევრი ამ ფორუმზე დამსწრე ადამიანებს გაინტერესებთ რელიგია.ცდილობთ და ეძებთ, რაღაც გაიგოთ რადგან ვინც ეძებს ის იპოვისო., ნაპოვნი გვაქვს უკვე. ციტატა როცა ვამბობთ რომ ღმერთმა ადამიანი გააჩინა ეს არ ნიშნავს რომ მისი სული მანამდე არ არსებობდა. ორიგენეს ერესს გვასწავლი? ციტატა ოკეანედან ჩნდებიან წყლის წვეთები , ისინი გაჩნდნენ როგორც წვეთები, როგორც წვეთები ადრე არ არსებობდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი მაინც არსებობდნენ ოკეანეში. ასევეა სულიც , როცა ახალდაბადებულ ადამიანში სული შედის იგი ღვთის სულიდან გამოდის,ესე იგი იგი არსებობდა ღმერთში. ისე რა ღმერთი გყავს ასეთი, არაარსისგან რომ არ შეუძლია რამის არსად მოყვანა? ციტატა ეს არის პირადად ის რაც მე ქრისტიანული წიგნებიდან და ქრისტეს აზროვნებიდან დავინახე და თუ ვინმე, ვერ ხედავს ან ბრმაა, ან არ უნდა დაინახოს და იგი ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს ხედვას, მათ შორის მრთლმადიდებლობის ხედვასაც, ან ქრისტიანებს შორის შემოგზავნილია მწვალებლების მიერ, რომ სხვები დააბრმავოს. რა იცი სულის წარმომავლობის სამი თეორიის 1) ტრადუციანიზმის 2) გენერაციანიზმის 3) კრეაციონიზმის შესახებ? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი