სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Sotiris |
Jul 18 2007, 02:22 AM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
რაფიდზე ავტვირთე პოლონელი მღვდლის ჰენრიკ პაპროცკის მიერ დაწერილი გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფია (ფრანგულ ენაზე), რომელსაც თან ერთვის მამა გრიგოლის ნაშრომების ბიბლიოგრაფია. სტატიაში აგრეთვე დაბეჭდილია მისი რამდენიმე ფოტო, რომლებიც, ვფიქრობ, ხალხს დააინტერესებს. სტატია ქართული ვერსიებისგან განსხვავებით მეტი ინფორმატიულობით და სიზუსტით გამოირჩევა. საერთოდ გრიგოლ ფერაძის სიკვდილის სამი ვერსია არსებობს (მეტი დეტალებისთვის ნახეთ სტატია):
1) ვარშავის პავიაკის ციხიდან გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკ მაუთჰაუზენში, სადაც სიკვდილით დასაჯეს. 2) იგი ძაღლებს დააგლეჯინეს და დაწვეს (ეს ნახსენებია მიტროპოლიტ ბასილის ერთ წერილში). 3) აუშვიცის ბანაკში მრავალშვილიანი ოჯახის მამის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში. პირველი ვერსია უსაფუძვლო უნდა იყოს (არცაა ცნობილი საიდან მომდინარეობს), რადგან ეწინააღმდეგება იგივე ოფიციალურ გერმანულ დოკუმენტებს, რომლებიც აუშვიცში სიკვდილის შესახებ საუბრობენ. აუშვიცის ვერსია კი არის ცხადი, მაგრამ დეტალები მაინც ბოლომდე გაურკვეველი რჩება. 1945 წ.-ს აუშვიცს გადარჩენილმა ერთმა პირმა (რომლის ვინაობის შესახებაც ახლა არაფერი ვიცით) პოლონეთის ეკლესიას მიაწოდა ზეპირი მოწმობა, რომ გრიგოლ ფერაძემ სხვა პატიმრების ნაცვლად შესთავაზა თავი დასასჯელად გერმანელებს. პაპროცკი წერს, რომ ჩატარებულ გამოკვლევებს ამ ვერსიის დასადასტურებლად ამ დღემდე არ გამოუღია შედეგი (მეორეს მხრივ პაპროცკი დარწმუნებულია, რომ მამა გრიგოლმა თავი გასწირა სხვებისთვის). -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
| დავით ივერიელი |
Jul 21 2007, 10:41 PM
პოსტი
#2
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
გრიგოლ ფერაძე უდიდესი წმინდაინია.. მან თავი გასწირი სხვისი სიცოცხლის გამო.. ეს ყველაზე ვფიქრობ ეს ყველაზე დიდი ღვწლია უფლის წინაშე...
-------------------- მერე რა რომ . . .
|
Sotiris გრიგოლ ფერაძე Jul 18 2007, 02:22 AM
mariami-k გრიგოლ ფერაძე:
http://img2... Jul 18 2007, 09:28 AM
ლილიანა Sotiris
ქართულ ენაზე არ ... Jul 18 2007, 11:00 AM
marine http://www.georgianweb.com/language/geo/feradze.ht... Jul 18 2007, 11:34 AM
ulvashi შეგიძლიათ იხილოთ ... Jul 18 2007, 12:56 PM
catherina_10 ლილიანა
წმიდა მღვდ... Jul 18 2007, 02:52 PM
Sotiris
წმიდანთა ცხოვრება... Jul 19 2007, 06:06 PM
ზებედე გაუმარჯოს ეკუმენი... Jul 21 2007, 01:39 AM
abo Sotirisპაპრპროტცკიმ კი... Jul 21 2007, 01:50 AM
Sotiris
Sotirisპაპრპროტცკიმ კ... Jul 21 2007, 08:50 PM
Amuza კარგი იქნება,თუ კი... Jan 23 2008, 01:52 AM
KAIROS
ვთხოვ ფორუმელებს ... Jan 23 2008, 05:15 AM
marine ჩემი შემწე... ჩემი უ... Jul 29 2016, 09:20 PM
marine "იარაღად მე ხელში... Sep 28 2016, 10:08 PM
marine "ასევე გურჯაანის ... Oct 30 2017, 03:42 PM
marine "ბაკურციხე წმინდ... Jul 11 2018, 04:21 PM
marine "ბაკურციხიდან გა... Jul 3 2020, 07:23 PM
marine "არქიმანდრიტი გრ... Sep 27 2020, 03:30 PM
marine "1922-25 წლებში გრიგო... Jan 18 2021, 09:51 PM
marine "როგორც ბალკანეთ... Jan 1 2022, 06:52 PM
marine "თავისუფალ დროს გ... Feb 7 2022, 07:39 PM
marine "1922-25 წლებში წმ. გრი... Feb 8 2022, 07:58 PM
marine "ორი გამორჩეული თ... Feb 12 2022, 02:13 PM
marine "1942 წლის მაისში გრ... Feb 12 2022, 04:22 PM
marine "27-28 ნოემბერს [2023 წ.], ... Feb 11 2024, 09:32 PM
marine "არქიდიაკონ დოულ... Jul 6 2024, 08:22 PM
marine ინტერვიუ კვიპროსშ... Feb 8 2025, 07:34 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 07:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი