რა არის სული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის სული |
მხევალი ნინო |
May 3 2007, 09:46 AM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
უფალმა პირველ ადამიანს სული ჩაბერა, ალბათ ასე წარმოიშვა სული, მაგრამ მათ შთამომავალს ვინ ან საიდან აძლევს სულს.
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გიორგი |
Jul 23 2007, 10:08 AM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
southruislip
ციტატა მართლმადიდებლების ინკვიზიციის ასეთი რაიმე ისტორიაში არ არსებულა, არც არსებობს და არც იარსებებს . . . ეს არის უბრალოდ ტყუილი და ამის მერე შენ დაწერე: ციტატა სად დაინახეთ რომ ეკლესიას ვაგინებ სწორედ აქ და ამის მსგავსი შინაარსის მქონე ფრაზებში დავინახეთ. ციტატა რაღაც საკითხები ვერ გავარკვიე და ალბათ გამარკვევინებთ რა თქმა უნდა, პრობლემა არაა, მაგრამ რატომღაც კითხვების მაგივრად ცდილობ რომ ბუდიზმ-ინდუიზმის ელემენტები ქრისტიანობაში შემოიტანო (მცენარის და ცხოველის უკვდავი სული, რეინკარნაციის შესაძლებლობა) და პერიოდულად მართლმადიდებელ ქრისტეანობას ინკვიზიციას ადარებ, ასე არაფერი არ გამოვა. ციტატა უბრალოდ განსხვავებული აზრი გამოვთქვი სულის შესახებ და მითხრეს რომ ეს დიდ მწვალებლობას მოიცავს და მეც გამოვაჯავრე გიორგის და კანონისტს. ჩვენ განსხვავებულ აზრს არ ვდევნით, ჩვენ ვდევნით განსხვავებულ აზრს ქრისტეანობის სახელით. თუ შენ სხვა რაიმე რელიგიის მიმდევარი ხარ, რომელიც ცხოველის სულს აღიარებს მაშინ გასაგები იქნებოდა შენი პოზიცია და სხვანაირად დაგელაპარაკებოდით, მაგრამ ქრისტეანობის არცერთი მიმდინარეობა არ იცნობს არც ცხოველის სულს და არც რეინკარნაციას. ციტატა რადგან რელიგიის მთავარი დანიშნულებაა ადამიანის მომზადება სამოთხისათვის ეს თავისთავად ასეა, მაგრამ სხვადასხვა რელიგიები აბსოლუტურად სხვადასხვანაირად ამზადებენ სამოთხისათვის ადამიანს, ზოგან ურთიერთგამომრიცხავი ცხოვრების წესიცაა ნაჩვენები და როგორ მოემზადები სამოთხისათვის თუ ისიც არ გეცოდინება სიკვდილის შემდეგ შენი სული ღმერთთან მიდის თუ ხელმორედ უნდა დაიბადოს მაგალითად ძაღლად?! ციტატა ეს და კიდევ მრავალ სხვა გახდა შედეგი კაცობრიობის განვითარების ასე თუ ისე შეფერხებისა. ძალიან მაინტერესებს "უცდომელი" რომის პაპაების თავსგადასული მწვალებლობა და არაადამიანობა, რომელსაც ზოგადად ქრისტეანობასთან და მითუმეტეს მის ორთოდოქსალურ მიმდინარეობასთან საერთო არაფერი აქვს ასე ხშირად რატომ მოგყავს მაგალითად და ვითომდა ჩვენს სამხილებლად?! ციტატა ასევე ქრისტიანულ (ბოდიში თუ ეს ასე არ არის. მე ასე მითხრეს)მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰყავს გამოცხადებული მასონად უდიდესი ადამიანი მოცარტი, რომელიც მე ვიცი რომ მასონი არ იყო. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრა რომ მართლმადიდებელი ქრისტეანული ეკლესია არ ცნობს მასონად გამოცხადების მსახურებას და ის თავისთავად არც არავის აცხადებს მასონად და არც მისგან ათავისუფლებს ვისმეს. თავისთავად ის ფაქტი, რომ მოცარტი დიდი კომპოზიტორი იყო სულაც არ გამორიცხავს მის მასონობას, მაგრამ ეს სხვა საკითხია, რომელიც მის იდეოლოგიაში და ისტორიულ დოკუმენტებში უნდა ვეძებოთ. ციტატა მოცარტი არ იყო მართლმადიდებელი მაგრამ იგი იყო უდიდესი ადამიანი რადგან ღმერთმა დააჯილდოვა უდიდესი ნიჭით და მე დარწმუნებული ვარ მიუხედავად იმისა რომ, მართლმადიდებელი არ იყო და არც სჯულის კანონები იცოდა და არც ღვთისმეტყველება, იგი სასუფეველში მოხვდებოდა. შეუცნობელია გზანი უფლისანი. სასუფეველში პირველი ავაზაკი მოხვდა სახარების მიხედვით, ამიტომ გამორიცხული არაფერი არაა, მაგრამ საინტერესოა შენ საიდან იცი სად მოხვდებოდა მოცარტის სული?! საინტერესოა ასეთი დამარწმუნებელი ინფორმაცია საიდან მიიღე საეჭვო წარმომავლობის პიროვნებაზე მაშინ როდესაც თითქმის 100% ცხონებულ ადამიანზეც, რომლის სხეული უხრწნელადაა წლების განმავლობაში და საფლავიდან ზეთიც გადმოდის მართლმადიდებელი ეკლესია თავს იკავებს კანონიზაციისგან და შენ უკვე მოცარტის სული სამოთხეში გაუშვი. ჩვენ ქრისტეანებს გვიჭირს იმის დადგენა ვინ ცხონდა და ვინ არა და შენ რა წყაროები გაქვს ეგეთი?! ციტატა მე მაგალითად დიდი მოხარული ვიქნებოდი თუ მის მუსიკებს ეკლესიებში მოასმენინებდნენ საგალობლების რანგში. აღმოსავლეთის ეკლესიების ტრადიცია არ არის საგალობლების ინსტრუმენტებზე დაკვრა. ასევე გადასამოწმებელია რამდენად კანონიკურია ამ საგალობლების ტექსტი და ასევე რა ენაზეა გარითმული. სხვათა შორის მართლმადიდებლები კათოლიკებისგან განსხვავებით მშობლიურ ენაზე ათარგმნინებდნენ წირვა-ლოცვის ტექსტებს, ამიტომაა რომ ქართულად მსახურების ტექსტები დაახლოებით 1500 წლის წინ ითარგმა, ითარგმა აგრეთვე ლათინურადაც, მაგრამ კათოლიკებმა ისლამის და არაბული ენის არ იყოს მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე არავის მშობლიურ ენაზე არაფერი არ ათარგმნინეს. არა მგონია მოცარტის საგალობლები მიზანშეწონილი იყოს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი