განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
მხევალი ნინო |
Jul 23 2007, 01:15 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
alex_b
ციტატა მოდი ამ საკითხს ოდნავ ჩავუღრმავდეთ. შეიძლება თუ არა, მაშინ მღვდელზე გაუნათლებლის თქმა, ან ფანატის თქმა, როცა ის "მართლმადიდებლობის" სახელით თავში ჯვარს ურტყამს იეღოველს. ანდა მრევლს სთხოვს ცხვარი შესწირონ სალოცავს? ანდა სხვა მრავალი, რომელიც სინამდვილეში არაა მართლმადიდებლური, მაგრამ სასულიერო პირების მიერ ხდებოდა? მე შენ გეკითხები, მართლმადიდებლობის ავტორიტეტის დასაცავად, არ განიკითხავ სასულიერო პირს? რას შესწირავს ეკლესიას კონკრეტული პირის გადასაწყვეტია. ზოგს უნდა ცხვრის შეწირვა და რა ქნას ეხლა. თანაც თუ მღვდელმა ,,ურჩია,, ცხავრი შესწირეო, რაც ნაკლებად სავარაუდოა, (ჯერ როგორ ურჩია ვინ იცის და მომსმენმა როგორ გაიგო ვინ იცის, ) თუნდაც უღცია, თუ ამ ადამიანს ისედაც ჰქონდა გადაწყვეტილი შესაწირის გაღება, ჩვენ კიდევ ვეტაკებით და გავულანძრავთ მღვდელს, რა იცით ამას რა შედეგი მოყვება. შესწიროს ეს ცხავრი რა პრობლემაა, იაროს ეკლესიაში და გაიგებს რა არის საღვთო შესაწირი, თუ არ აპირებს სამომავლოდ ეკესიაში სიარულს გინდა ცხვარი შეუწირია და გინდა მამალი რა მნიშვნელობა აქვს, თვითონ გაიღო ხო რაღაც ტანხა და შესწირა. თან კიდევ მეორე მხარეც აქვს, წლების უკან მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი ძალიან დიდი სურვილი მქონდა მევლო ეკლესიაში, ანუ ეკლესიური ცხოვრების დიდი სურვილი მქონდა, მეც მივედი ვთქვი აღსარება, დავიწყე მომზადება ზიარებისთვის, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ერთ ადამიანთან ვთქვი, ამა და ამ მღვდელტან დავიწყე სიარული თქო, ნენა რა ლანძრა, შედეგი ის დადგა, რომ მე შევწყვიტე ეკლესიური ცხოვრება, იმ კაცთან, რომ მევლო ამაზე აურესი რაიმე მოხდებოდა? ან კი რა არის ასეთი ის კაცი, დღემდე ვიცი მის შესახებ, შეიძლება რაიმე სისუტე აქვს, შეიძლება ის რაღაცაში ცდება, მაგრამ მერე მე რა იმის სისუსტე, მე ხომ ვივლიდი, ძალიან თბილი ადამიანია, მე ვივლიდი ვეზიარებოდი, ტან ისე მინდოდა, რომ რა ვიცი. წლები კი დავბრკოლდი დააა... ამიტომ ხომ არ აჯობებს შესწიროს ეს ცხვარი და დროთა განმავლობაში მიხვდება ცხვრია უფლისთვის შესაწირი თუ სხვა რამე, ისე ცხვარასაც არა უშავს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი