![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ზვიად გამსახურდია გარდა ყველაფრისა ღრმად მორწმუნე და დიდი სულიერების მქონე პიროვნება გახლდათ. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია მისი ლექცია "საქართველოს სულიერი მისია". ჩემი აზრით ეს ლექცია ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს! განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი შრომები და ნაწარმოებები:
1. "საქართველოს სულიერი მისია" 2. "გელათის აკადემიის სულიერი იდეალები" 3. "გამოცხადების, სამების და სამოთხიდან გმაოძევების შესახებ" 4. "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" ყველა ამ ნაწარმოებს გაეცნობით კატეგორიაში "ძირითადი სამეცნიერო შრომები და ლიტერატურული თხზულებები" ვიკიპედიაში http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%...%83%90%E1%83%93 გააკეთეთ კომენტარები... -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ზვიად გამსახურდია გარდა ყველაფრისა ღრმად მორწმუნე და დიდი სულიერების მქონე პიროვნება გახლდათ. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია მისი ლექცია "საქართველოს სულიერი მისია". ეგ ლექცია კი არა წიგნია და თან ისეთი, რომ ანათემაზე გადავცემდი დიიიიიიიიიიიდი სიამოვნებით ![]() სისულელეების ტაშფანდურია აი ეს საერთოდ გლიჯავს : მამა შეუმეცნებელი საწყისია ყველაფრისა. ძე არის იგივე მამა ყოფიერებაში, ქმედებაში, ხოლო სულიწმინდა არის ის, რაც აძლევს ყოფიერებას სიწმინდეს, რაც განწმენდს ყოფიერებას და აძლევს სიბრძნეს, თრგუნავს და ამარცხებს ყოველგვარ უარყოფითს. აი, ეს არის ქრისტიანული სამება. ფაქტობრივად, აქაც ერთი და იგივე ღმერთია, რომელიც სამ სხვა და სხვა ასპექტში გვევლინება: მამის, ძის და სულიწმინდის ასპექტში. ამას ჰქვია ღმერთი სამი ჰიპოსტასი ამ სტრიქონების ავტორი ისევეა სამების დოგმატის აზზე, როგორც მე - სექსოპათოლოგიის სფეროში უახლესი აღმოჩენებისა ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
იმ სიტყვების ავტორი აზზე არაა ღვთისმეტყველებისა...განვიხილოთ:
მამა შეუმეცნებელი საწყისია ყველაფრისა. ძე არის იგივე მამა ყოფიერებაში, აქ არის ერესი სამებაში ერთის სამ გამოვლინებად განმარტებისა, რომ მამა გვევლინება ძის სახით, ანუ ის მამაა გამოვლინებაში... ღვთისმეტყველება კი ამბობს: ძე არ არის მამა და მამა არ არის ძე, ისინი ერთნი არიან სულიწმინდა არის ის, რაც აძლევს ყოფიერებას სიწმინდეს, ძე და მამა არ აძლევს? აი, ეს არის ქრისტიანული სამება. ფაქტობრივად, აქაც ერთი და იგივე ღმერთია, რომელიც სამ სხვა და სხვა ასპექტში გვევლინება: მამის, ძის და სულიწმინდის ასპექტში. ამას ჰქვია ღმერთი სამი ჰიპოსტასი რა აზრიც დავწერე ზემოთ აქ თავმოყრილია...არანაირი ასპექტი არ არის, ერთი არ გვევლინება სამ ასპექტში, არამედ ერთი არის სამ სახოვანი გამოვლინებამდე..იმისათვის რომ ეს გაიგო - ღვთისმეტყველება უნდა იცოდე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 12:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი