IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გთხოვთ განმიმარტოთ
forumis virusi
პოსტი Jul 4 2007, 05:15 AM
პოსტი #1


kaspersky devikene da cesit unda miSvelos
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 124
რეგისტრ.: 1-July 07
წევრი № 2,359



5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

რას ნიშნავს ეს? თუ ჯვარდაწერილები არიან ჩემი მშობლები როგორაა უჰსჯულოება, თუ სექსია უჰსჯულოება? blink.gif


ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან

აქ იგულისხმება ცოდვებისკენ მიდრეკილი რომ იბადება ადამიანი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
alex_b
პოსტი Jul 23 2007, 02:43 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



seminaristi
ციტატა
რომ ქორწინებითი ურთიერთობა არის ღმრთის დაშვება,მიშვება ადამიანისა ამ ქმედებაზე ჩვენი დაცემული ბუნების უძლურებისა და გამრავლებისათვის,რომელიც ღმრთის მადლით,ჯვრისწერის საიდუმლოთი განიწმიდება.

ამაში ვერ დაგეთანხმები.
ჯერ არსებობდა ქორწინება, ხოლო შემდგომში ეკლესიამ შემოიღო ჯვრისწერის რიტუალი. თუ არა და ქრისტემდე არავინ არ იწერდა "ჯვარს" და საერთოდ ტერმინი ჯვარიც სხვა რამეს ნიშნავდა.
ეს ისე სხვათაშორის.
ხოლო რაც შეეხება ღმერთის დაშვებას, ჩვენი უძლურებისა და გამრავლების გამო, ვერ დაგეთანხმები. ღმერთმა ქორწინებაში აკურთხა მათი სქესობრივი ურთიერთობა და ეს არ ყოფილა უბრალოდ "დაშვებული" არამედ ღვთის განგება იყო. ხოლო რაც შეეხება დავითის გოდებას 50-ე ფსალმუნში, კიდევ ვიტყვი, რომ გამწარებული კაცის სიტყვები დოგმატის დასადგენად არ გამოგადგება! იობის სიტყვები მახსენდება (6:26) "ნუთუ ფიქრობთ, საყვედული გამოთქვათ ჩემს სიტყვებზე? და სასოწარკვეთილი კაცის იმ ნათქვამზე, ქარს რომ ეკუთვნის"?
ასევე უპასუხოდ რჩება ჩემი არგუმენტი 136 ფსალმუნის მე-9 მუხლი. არ მითხრა სიმბოლურიაო, დავითი აქ ბაბილონელებს გულისხმობს.


ციტატა
წმიდა ეკლესიამ ამ ფსალმუნის,მინიმუმ,ყოველ დილით ლოცვა დაგვიდგინა. ასე რომ, მეფსალმუნის აღნიშნული სიტყვები მლოცველმა საკუთარ თავს უნდა განუკუთვნოს.

კი, მაგრამ თუ არ ეკუთვნის? იქნება და ჩემი მშობლები ჯვარდაწერილები იყვნენ?

maZiebeli
არა მაძიებელო
ასეთი მიდგომა არ წავა ფსალმუნზე.
მაშინ ბაბილონი ვიღაა? ჩვილი ვიღაა და ა.შ.
საშიშია ბიბლიაში იმის ამოკითხვა, რასაც ავტორი არ გულისხმობდა და საერთოდ აზრადაც არ მოუვიდოდა ეს. ეს ეგზეგეზის საპირისპიროა - იზოგეზაა.

seminaristi
ციტატა
ერთმა საკმაოდ ავტორიტეტულმა პიროვნებამ ამ სასწაულებთან დაკავშირებით დასვა ასეთი კითხვა: 1-ელ შემთხვევაში(ნაინელი ქვრივის აღდგენისას) მაცხოვარი მიცვალებულს აღადგენსო ყველას თანდასწრებით; მე-2 შემთხვევაში (იაიროსის ასულის აღდგენისას),ყველას გამოაძევებსო სახლიდან(გარდა სამი მოციქულისა და მიცვალებულის მშობლებისა); მე-3 შემთხვევაში(ლაზარეს აღდგენა) კი თვითონ ხალხს ხდისო თანამონაწილედ (ლოდს გადააგორებინებსო მათ საფლავიდან). რატომ ხდებაო ეს ყველაფერი ასე?

ამ კითხვაზე პასუხი წიგნებში ვერ ვნახე,იმ პიროვნებისგანაც ამის გარკვევას ვერ ვეღირსე. იქნებ ვინმემ იცით ამის თაობაზე ან თუ წიგნს მიმითითებთ,დიდად მადლობელი ვიქნები!


შევეცდები მე გიპასუხო smile.gif
ჯერ ასეთი კუთხით დასმული კითხვა ჩემი აზრით არ არის ზუსტი მიდგომა. იმიტომ, რომ ეს სამი აღდგინების სასწაული, შეიძლება არსით იგივეა, მაგრამ სიტუაციები აბსოლუტურად სხვადასხვა იყო. მე ვფიქრობ, რომ იესომ ეს გააკეთა სიტუაციიდან გამომდინარე.

რაც შეეხება ნაინელი ქვრივის ვაჟს, ამ ადამიანს უკვე დასასაფლავებლად მიასვენებდნენ, და ალბათ შესაძლოა სხვა გზაც არ იყო ამის გასაკეთებლად. ამ ისტორიის ბოლო მუხლი და მის შემდგომი, ვფიქრობ მიანიშნებს ამ ფორმის მიზეზს:
(17) ეს სიტყვა მოედო მთელ იუდეას და მთელ შემოგარენს. (18) აუწყეს იოანეს მისმა მოწაფეებმა ყოველივე.
ე.ი. იესოს სურდა რომ ეს სასწაული ცნობილი გამხდარიყო ყველა ხალხისათვის. საერთოდ ნაინი მდებარეობდა იერუსალიმისა და გალილეას შორის მიმავალ გზაზე. შესაბამისად ინფორმაციის გასავრცელებლად სტრატეგიული ადგილი იყო.

ხოლო რაც შეეხება იაიროსის ქალიშვილს, აქ განსხვავებული სიტუაცია იყო. როგორც მოგეხსენებად იაიროსს ჰყავდა "მომტირლები", რომლებსაც იესოს სიტყვებზე "ნუ ტირით მას მხოლოდ სძინავს" სიცილი აუტყდათ, რა თქმა უნდა მათი ურწმუნოების გამო. ვფიქრობ შეეძლო იესოს მათთან ერთადაც აღედგინა გოგონა, მაგრამ ურწმუნო ადამიანები, ღვითაგან სასწაულს კი არ იხილავდნენ ეცდებოდნენ მკვდრეთით აღდგინების "ჯადოსნური სიტყვები" მოესმინათ. და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ალბათ ყველა ქელეხში ტალითა კუმის ძახილს დაიწყებდნენ. ანუ ამ შემთხვევაში მათი ოთახიდან გაძევების მიზეზი მათი ურწმუნოება და დამცინავი სახეები გახლდა.
ისე ნეტა რა რეაქცია ექნებოდათ მერე wink.gif

ხოლო ახლა რაც შეეხება ლაზარეს აღდგინებას...
ლაზარეს სიკვდილის მიზეზი და ამ სასწაულის მიზანი არაფერი იყო, თუ არა ღმერთის განდიდება. შეგიძლია კიდევ ერთხელ წაიკითხო იოანეს 11 თავი და მიხვდები რომ მართალს ვამბობ. ღმერთმა განადიდა თავისი ძე ამ სასწაულით, ხოლო ძემ განადიდა თავისი მამა.
ხალხის ჩარევას რაც შეეხება ჩანს, რომ თავიდან არ სურდათ იესოს დამორჩილებოდნენ (39) მაგრამ მათმა მორჩილებამ გამოიწვია ის, რომ ღმერთმა სასწაული მოახდინა. ისე მგონი იოანეს სახარებაში კიდევ გვხვდება მსგავსი პრეცედენტი მაგ. წყალი ჩაასხით დოქებში (მე-2 თავი), ანდა "აიღე შენი საწოლი და გაიარე" (5:8), ანდა იოან.6:10 - დასხა ხალხი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხუთი პური ჰქონდათ. "წადი და მოიბანე შილოახის საბანებელში (თვალები)". ამ ყველა ისტორიაში რატომღაც ვამჩნევ, რომ თითქოსდა იესო ადამიანებს სასწაულის ნაწილად აქცევდა. ანუ სთხოვდა მათ ერთი შეხედვით გაუგებარ მოთხოვნებს, და ამის შესრულება კი უდიდეს სასწაულებს ახდენდა.

მოკლეთ არ ვიცი რამდენად გიპასუხე, მაგრამ თუ ჰო დიდება უფალს, თუ არა და რა ვქნა ეხლა მე wink.gif




--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
seminaristi
პოსტი Jul 24 2007, 03:36 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 5-July 07
მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო
წევრი № 2,395



ციტატა(alex_b @ Jul 23 2007, 03:43 AM) *

რაც შეეხება ღმერთის დაშვებას, ჩვენი უძლურებისა და გამრავლების გამო, ვერ დაგეთანხმები. ღმერთმა ქორწინებაში აკურთხა მათი სქესობრივი ურთიერთობა და ეს არ ყოფილა უბრალოდ "დაშვებული" არამედ ღვთის განგება იყო. ხოლო რაც შეეხება დავითის გოდებას 50-ე ფსალმუნში, კიდევ ვიტყვი, რომ გამწარებული კაცის სიტყვები დოგმატის დასადგენად არ გამოგადგება!


ძმაო,ALEX_B! მოდი,შევთანხმდეთ! როცა ვეხებით წმიდა წერილს,დავეყრდნოთ არა ჩვენს მოსაზრებებსა და გრძნობებს,არამედ ჩვენი აზრები დავაფუძნოთ წმიდა მამათა სწავლებებს.ამის შესახებ,სრულიად სამართლიანად,
ფორუმის ადმინისტრაციაც მიგვითითებს (იხ.ამ(წმიდა წერილის) განყოფილების წესები).
"რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა".
წმიდა იოანე დამასკელის "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გარდამოცემაში" წერია:"როდესაც ამ გარდასვლით(პირველქმნილი ცოდვით) სიკვდილი შემოვიდა ქვეყნად,მაშინ "იცნო ადამმა თავისი ცოლი და მუცლადიღო მან და შვა"(შესაქ.4.1). ამგვარად,ქორწინება იმიტომ დაწესდა,რომ არ მოსპობილიყო და არ წარხოცილიყო მოდგმა სიკვდილის მიერ,რათა შვილიერების შედეგად შენარჩუნებულიყო ადამიანთა ჯიში... ღმერთმა გამიჯნა ისინი(საუბარია ნოესა და მისი ვაჟების შესახებ) ცოლებისაგან,რომ უბიწოდ(ნახე! ცოლ-ქმრული ურთიერთობა,თუმცა,ღმრთის მადლით,განწმედილია,მაგრამ უბიწოება მაინც ვერაა) განევლოთ ზღვა...
ამრიგად,კარგია შვილიერება,რაც ქორწინებამ შეამყარა;კარგია აგრეთვე ქორწინება "სიძვისათვის"(1.კორ.7.2)". (იხ.წმ.იოანე დამასკელი."მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა". თავი 97 .ქალწულობის შესახებ).
ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესიის "ზედმიწევნით" სწავლებას ზუსტად ეხმიანება აზრი იმაზე,რომ ქორწინება დაწესებულია უძლურებისა("სიძვისათვის") და გამრავლებისათვის(შვილიერება").
ასევე,ქორწინებითი კავშირის შესახებ მოვუსმინოთ წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვს:"ღმრთისმშობლის წმიდა მშობლები,მხცოვანებას მიღწეულნი,თავიანთი ხორცის მრავალი და ხანგრძლივი ღვაწლით დამამდაბლებელნი,თავის მხრივ,ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში აღარ განიცდიდნენ ისეთ მძაფრ ვნებისმიერ განცდებს,როგორიც გარდაუვალია ახალგაზრდულ ასაკში"(იხ. წმ ეგნატე ბრიანჩანინოვი. "მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელზე")
როგორც ვხედავთ,მსოფლიო ეკლესიაში უდიდეს მამად აღიარებული წმ.ეგნატე ხაზს უსვამს ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში ვნებისმიერი განცდების გარდაუვალობას და სწორედაც რომ ეს განცდებია ის "უსჯულოება",რომელზეც მეფსალმუნე ამბობს:"უსჯულოებათა შინა მიუდგაო". ამიტომაცაა,რომ, თუმცა"პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ"(ებრ.13.4),მაგრამ ის "უბიწოება" ვაინც ვერაა. და მართლაც! ეს ქმედება(ცოლ-ქმრული კავშირი) რომ უბიწოება იყოს,რატომ განერიდა მას მაცხოვარი? პასუხი ცხადია:"უსჯულოებათა შინა მიდგომილების" ნაყოფი წმიდა ვერ იქნებოდა.
"ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან".
მღვდელი ნათლობის დაწყებისას ჩვილებსაც კი (მათ შორის ჯვარდაწერილთა შვილებსაც) უკითხავს შეფუცების ლოცვას:"გამოვედ ამისაგან ყოველივე ბოროტი და არაწმიდა სული დამალული და დამკვიდრებული გულსა ამისსა". საკითხავია,თუ საიდან "აიკრა" ამ, ყოველგვარი პირადი ცოდვებისაგან თავისუფალმა ჩვილმა"ბოროტი და არაწმიდა სული" ანუ ცოდვილი მდგომარეობა? პასუხი ერთია:მშობლების ცოლ-ქმრული ურთიერთობისაგან.ვინაიდან,ყოველივეს სიბრძნითა და სამართლიანი კანონზომიერებით განმგები ღმრთის განგებულებით,"უსჯულოებათა შინა ჩასახვის" ნაყოფი შეუძლებელია,რომ უმწიკვლო იყოს.სწორედ ამიტომაცაა,რომ მსოფლიო კრებებმა დაამტკიცეს კართაგენის კრების 124-ე კანონი,რომ ნებისმიერი ჩვილი საჭიროებს ნათლისღებას განსაწმედელად.


--------------------
"Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
forumis virusi   გთხოვთ განმიმარტოთ   Jul 4 2007, 05:15 AM
ეკუმენისტი   არავინ არ იცით ამ ს...   Jul 5 2007, 05:18 PM
sofi89   ეკლესია გვასწავლი...   Jul 5 2007, 05:41 PM
ეკუმენისტი   ასე რომ,ყოველი ადა...   Jul 5 2007, 06:53 PM
კანუდოსელი   [b]5. რამეთუ ესერა უჰ...   Jul 5 2007, 07:47 PM
basil kobaxidze   ნათლობა აბა რატომ ...   Jul 5 2007, 10:02 PM
marine   რამეთუ ესერა უშჯულ...   Jul 6 2007, 11:53 AM
ulvashi   ეს იგი რა, ცოლ-ქმრულ...   Jul 6 2007, 12:40 PM
marine   ეს იგი რა, ცოლ-ქმრუ...   Jul 6 2007, 01:07 PM
მევიოლინე   უბრალოდ როცა ადამ...   Jul 6 2007, 03:50 PM
კანუდოსელი   კანუდოსელ, გამარკ...   Jul 6 2007, 04:25 PM
მევიოლინე   ნათლობის გარეშე ც...   Jul 6 2007, 04:32 PM
afxazi   ulvashi ასეთი დასკვნა ს...   Jul 6 2007, 12:52 PM
ulvashi   რა ვიცი, ასე მომეჩვ...   Jul 6 2007, 02:09 PM
saria-giorgi   ადამიანის ბუება ერ...   Jul 11 2007, 05:13 PM
alex_b   forumis virusi საერთოდ როც...   Jul 12 2007, 12:35 PM
seminaristi   ფსალმუნის სიტკვებ...   Jul 12 2007, 02:38 PM
afxazi   seminaristi გასაგებია რას...   Jul 12 2007, 04:24 PM
seminaristi   მართალია, დავით მე...   Jul 13 2007, 04:55 PM
seminaristi   ჩემს წინა პოსტში უ...   Jul 15 2007, 01:27 PM
maZiebeli   alex_b ბარემ აღვნიშნო...   Jul 16 2007, 02:28 PM
seminaristi   ოთხთავში მაცხოვრი...   Jul 19 2007, 05:05 PM
alilo   50 მეათე ფსალმუნის გ...   Jul 23 2007, 02:14 AM
alex_b   seminaristi ამაში ვერ დაგ...   Jul 23 2007, 02:43 AM
seminaristi   რაც შეეხება ღმერთ...   Jul 24 2007, 03:36 PM
seminaristi   ასევე უპასუხოდ რჩ...   Jul 24 2007, 04:31 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2024 - 07:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი