![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
forumis virusi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() kaspersky devikene da cesit unda miSvelos ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 124 რეგისტრ.: 1-July 07 წევრი № 2,359 ![]() |
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
რას ნიშნავს ეს? თუ ჯვარდაწერილები არიან ჩემი მშობლები როგორაა უჰსჯულოება, თუ სექსია უჰსჯულოება? ![]() ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან აქ იგულისხმება ცოდვებისკენ მიდრეკილი რომ იბადება ადამიანი? |
![]() ![]() |
alex_b |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
seminaristi
ციტატა რომ ქორწინებითი ურთიერთობა არის ღმრთის დაშვება,მიშვება ადამიანისა ამ ქმედებაზე ჩვენი დაცემული ბუნების უძლურებისა და გამრავლებისათვის,რომელიც ღმრთის მადლით,ჯვრისწერის საიდუმლოთი განიწმიდება. ამაში ვერ დაგეთანხმები. ჯერ არსებობდა ქორწინება, ხოლო შემდგომში ეკლესიამ შემოიღო ჯვრისწერის რიტუალი. თუ არა და ქრისტემდე არავინ არ იწერდა "ჯვარს" და საერთოდ ტერმინი ჯვარიც სხვა რამეს ნიშნავდა. ეს ისე სხვათაშორის. ხოლო რაც შეეხება ღმერთის დაშვებას, ჩვენი უძლურებისა და გამრავლების გამო, ვერ დაგეთანხმები. ღმერთმა ქორწინებაში აკურთხა მათი სქესობრივი ურთიერთობა და ეს არ ყოფილა უბრალოდ "დაშვებული" არამედ ღვთის განგება იყო. ხოლო რაც შეეხება დავითის გოდებას 50-ე ფსალმუნში, კიდევ ვიტყვი, რომ გამწარებული კაცის სიტყვები დოგმატის დასადგენად არ გამოგადგება! იობის სიტყვები მახსენდება (6:26) "ნუთუ ფიქრობთ, საყვედული გამოთქვათ ჩემს სიტყვებზე? და სასოწარკვეთილი კაცის იმ ნათქვამზე, ქარს რომ ეკუთვნის"? ასევე უპასუხოდ რჩება ჩემი არგუმენტი 136 ფსალმუნის მე-9 მუხლი. არ მითხრა სიმბოლურიაო, დავითი აქ ბაბილონელებს გულისხმობს. ციტატა წმიდა ეკლესიამ ამ ფსალმუნის,მინიმუმ,ყოველ დილით ლოცვა დაგვიდგინა. ასე რომ, მეფსალმუნის აღნიშნული სიტყვები მლოცველმა საკუთარ თავს უნდა განუკუთვნოს. კი, მაგრამ თუ არ ეკუთვნის? იქნება და ჩემი მშობლები ჯვარდაწერილები იყვნენ? maZiebeli არა მაძიებელო ასეთი მიდგომა არ წავა ფსალმუნზე. მაშინ ბაბილონი ვიღაა? ჩვილი ვიღაა და ა.შ. საშიშია ბიბლიაში იმის ამოკითხვა, რასაც ავტორი არ გულისხმობდა და საერთოდ აზრადაც არ მოუვიდოდა ეს. ეს ეგზეგეზის საპირისპიროა - იზოგეზაა. seminaristi ციტატა ერთმა საკმაოდ ავტორიტეტულმა პიროვნებამ ამ სასწაულებთან დაკავშირებით დასვა ასეთი კითხვა: 1-ელ შემთხვევაში(ნაინელი ქვრივის აღდგენისას) მაცხოვარი მიცვალებულს აღადგენსო ყველას თანდასწრებით; მე-2 შემთხვევაში (იაიროსის ასულის აღდგენისას),ყველას გამოაძევებსო სახლიდან(გარდა სამი მოციქულისა და მიცვალებულის მშობლებისა); მე-3 შემთხვევაში(ლაზარეს აღდგენა) კი თვითონ ხალხს ხდისო თანამონაწილედ (ლოდს გადააგორებინებსო მათ საფლავიდან). რატომ ხდებაო ეს ყველაფერი ასე? ამ კითხვაზე პასუხი წიგნებში ვერ ვნახე,იმ პიროვნებისგანაც ამის გარკვევას ვერ ვეღირსე. იქნებ ვინმემ იცით ამის თაობაზე ან თუ წიგნს მიმითითებთ,დიდად მადლობელი ვიქნები! შევეცდები მე გიპასუხო ![]() ჯერ ასეთი კუთხით დასმული კითხვა ჩემი აზრით არ არის ზუსტი მიდგომა. იმიტომ, რომ ეს სამი აღდგინების სასწაული, შეიძლება არსით იგივეა, მაგრამ სიტუაციები აბსოლუტურად სხვადასხვა იყო. მე ვფიქრობ, რომ იესომ ეს გააკეთა სიტუაციიდან გამომდინარე. რაც შეეხება ნაინელი ქვრივის ვაჟს, ამ ადამიანს უკვე დასასაფლავებლად მიასვენებდნენ, და ალბათ შესაძლოა სხვა გზაც არ იყო ამის გასაკეთებლად. ამ ისტორიის ბოლო მუხლი და მის შემდგომი, ვფიქრობ მიანიშნებს ამ ფორმის მიზეზს: (17) ეს სიტყვა მოედო მთელ იუდეას და მთელ შემოგარენს. (18) აუწყეს იოანეს მისმა მოწაფეებმა ყოველივე. ე.ი. იესოს სურდა რომ ეს სასწაული ცნობილი გამხდარიყო ყველა ხალხისათვის. საერთოდ ნაინი მდებარეობდა იერუსალიმისა და გალილეას შორის მიმავალ გზაზე. შესაბამისად ინფორმაციის გასავრცელებლად სტრატეგიული ადგილი იყო. ხოლო რაც შეეხება იაიროსის ქალიშვილს, აქ განსხვავებული სიტუაცია იყო. როგორც მოგეხსენებად იაიროსს ჰყავდა "მომტირლები", რომლებსაც იესოს სიტყვებზე "ნუ ტირით მას მხოლოდ სძინავს" სიცილი აუტყდათ, რა თქმა უნდა მათი ურწმუნოების გამო. ვფიქრობ შეეძლო იესოს მათთან ერთადაც აღედგინა გოგონა, მაგრამ ურწმუნო ადამიანები, ღვითაგან სასწაულს კი არ იხილავდნენ ეცდებოდნენ მკვდრეთით აღდგინების "ჯადოსნური სიტყვები" მოესმინათ. და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ალბათ ყველა ქელეხში ტალითა კუმის ძახილს დაიწყებდნენ. ანუ ამ შემთხვევაში მათი ოთახიდან გაძევების მიზეზი მათი ურწმუნოება და დამცინავი სახეები გახლდა. ისე ნეტა რა რეაქცია ექნებოდათ მერე ![]() ხოლო ახლა რაც შეეხება ლაზარეს აღდგინებას... ლაზარეს სიკვდილის მიზეზი და ამ სასწაულის მიზანი არაფერი იყო, თუ არა ღმერთის განდიდება. შეგიძლია კიდევ ერთხელ წაიკითხო იოანეს 11 თავი და მიხვდები რომ მართალს ვამბობ. ღმერთმა განადიდა თავისი ძე ამ სასწაულით, ხოლო ძემ განადიდა თავისი მამა. ხალხის ჩარევას რაც შეეხება ჩანს, რომ თავიდან არ სურდათ იესოს დამორჩილებოდნენ (39) მაგრამ მათმა მორჩილებამ გამოიწვია ის, რომ ღმერთმა სასწაული მოახდინა. ისე მგონი იოანეს სახარებაში კიდევ გვხვდება მსგავსი პრეცედენტი მაგ. წყალი ჩაასხით დოქებში (მე-2 თავი), ანდა "აიღე შენი საწოლი და გაიარე" (5:8), ანდა იოან.6:10 - დასხა ხალხი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხუთი პური ჰქონდათ. "წადი და მოიბანე შილოახის საბანებელში (თვალები)". ამ ყველა ისტორიაში რატომღაც ვამჩნევ, რომ თითქოსდა იესო ადამიანებს სასწაულის ნაწილად აქცევდა. ანუ სთხოვდა მათ ერთი შეხედვით გაუგებარ მოთხოვნებს, და ამის შესრულება კი უდიდეს სასწაულებს ახდენდა. მოკლეთ არ ვიცი რამდენად გიპასუხე, მაგრამ თუ ჰო დიდება უფალს, თუ არა და რა ვქნა ეხლა მე ![]() -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
seminaristi |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 ![]() |
ასევე უპასუხოდ რჩება ჩემი არგუმენტი 136 ფსალმუნის მე-9 მუხლი. არ მითხრა სიმბოლურიაო, დავითი აქ ბაბილონელებს გულისხმობს. არა მაძიებელო ასეთი მიდგომა არ წავა ფსალმუნზე. მაშინ ბაბილონი ვიღაა? ჩვილი ვიღაა და ა.შ. საშიშია ბიბლიაში იმის ამოკითხვა, რასაც ავტორი არ გულისხმობდა და საერთოდ აზრადაც არ მოუვიდოდა ეს. ეს ეგზეგეზის საპირისპიროა - იზოგეზაა. აი,136-ე ფსალმუნის მე-8 და მე-9 მუხლების,არა ჩემი,არამედ, აბბა დოროთესეული განმარტება: "და წინასწარმეტყველიც გვასწავლის ამას ჩვენ,ამბობს რა ფსალმუნში:"ასულო ბაბილოვნისაო,უბადრუკო,ნეტარ არს რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი,რომელ შენ მომაგე ჩვენ.ნეტარ არს,რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა"(ფს.136.8-9.) მივყვეთ ნათქვამს წესისამებრ. ბაბილონს ის უწოდებს აღრევას ან შერევას,რადგანაც ასე განმარტავენ მას(სიტყვას),რომელიც წარმოდგება სიტყვიდან ბაბელი; ამასვე ნიშნავს სიქემი. ბაბილონის ასულს უწოდებს ცოდვას,რადგანაც სული ჯერ შეერევა(ცოდვილ აზრებს),ხოლო შემდეგ შობს ცოდვას. უბადრუკს ის მას უწოდებს იმიტომ,რომ,როგორც უწინ გითხარით,ბოროტებას არანაირი არსი არ გააჩნია,მაგრამ მყოფობას ღებულობს ჩვენი უზრუნველობისაგან და ისევ უჩინარდება და ნადგურდება ჩვენი სწრაფვით(სათნოების მიმართ). შემდეგ წმიდა დავითი თითქოს ეუბნება მას:"ნეტარ არს,რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩვენ". აბა,ვნახოთ, რა მივეცით ჩვენ,რა მოვიღეთ და რა გვინდა მივაგოთ? ჩვენ მივეცით ჩვენი ნება და მოვიღეთ ცოდვა.ეს გამონათქვამი ნეტარს უწოდებს მიმგებლებს,ხოლო მიგება- აქ ნიშნავს:მეტად აღარ სცოდო.შემდეგ დასძენს:"ნეტარ არს,რომელმან შეიპოყრნეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა"; ნეტარია,ვინც სათავეშივე უარყოფს შენგან შობილს ანუ ბოროტის ზრახვებს და არ მისცემს მათ შესაძლებლობას აღორძინდეს თავის თავში და ბოროტება მოქმედებაში გამოავლინოს. არამედ,უმალ,როცა ისინი ჯერ კიდევ მცირენი არიან,სანამ გამყარდებიან და აღდგებიან მის მიმართ,აიღებს და მიანარცხებს კლდეს, რომელიც არის ქრისტე(1.კორ.10.4) ... და გაანადგურებს მათ მიმართავს რა ქრისტეს(ლოცვით)".(იხ. აბბა დოროთეს სწავლანი. სწავლება მე-11). აი,ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდა მამის განმარტება. აღვნიშნავ, რომ ეს ის აბბა დოროთეა,რომელიც წერს:" მე ვუღიარებდი ყველა ჩემს აზრებს მოძღვარ აბბა იოანეს და არასოდეს, როგორც ვთქვი,არ ვიღებდი გადაწყვეტილებას,რამე გამეკეთებინა მისი რჩევის გარეშე. ხშირად კი მომივიდოდა აზრი:იმავეს აღარ გეტყვის მოძღვარი?რად გინდა მისი შეწუხება?. მე კი მივუგებდი:ანათემა შენ და შენს განსჯას,შენს გონიერებას,შენს სიბრძნესა და შენს ჭვრეტას;რადგანაც რაც შენ იცი,იცი დემონებისაგან. და მე მივდიოდი და ვეკითხებოდი მოძღვარს... და არასოდეს არ ვაძლევდი თავს ნებას,დავმორჩილებოდი საკუთარ აზრს, რჩევის გარეშე(მოძღვრისა).(იხ. აბბა დოროთეს სწავლანი. სწავლება მე-5.) ცხადია,რომ ასეთი მამა ჩვენ მიერ მოყვანილი განმარტების დროსაც ხელმძღვანელობდა ეკლესიის მამათა მამათა მიერ და ამიტომაც,შეიძლება ითქვას,რომ ეს არის ეკლესიის მიერი განმარტება. თუ ვცდები, მოგვიყვანე რომელიმე მამის განმარტება ფსალმუნის ამ სიტყუვებზე,რომელიც უარყოფს აბბა დოროთესეულ ზემოთმოყვანილ განმარტებას. -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 06:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი