სტიქაროსნის (იპოდიაკვნის), კანონიკური უფლება-მოვალეობანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სტიქაროსნის (იპოდიაკვნის), კანონიკური უფლება-მოვალეობანი |
კანონისტი |
Mar 20 2007, 08:41 PM
პოსტი
#81
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მათე ვლასტარის ანბანური სინტაგმა, ასო Y, თავი 4
ლაოდიკიის კრების 21-ე კანონი ბრძანებს: იპოდიაკვნებს ეკრძალებათ სადიაკვნეში შეეხონ წმინდა ჭურჭელს, რომლებიც განკუთვნილია მსხვერპლშეწირვისათვის მოტანილ პურსა და ღვინოზე მღვდელმოქმედების შესასრულებლად (აქ მითითებულში იგულისხმება შემდეგი): რომ მათ არ აქვთ უფლება შეასრულონ სადიაკვნო მსახურება. სხვა წმინდა ჭურჭელზე შეხება, მათი მღვდელმოქმედებისათვის მომზადება, მილაგება და სუფთა ადგილას დადება იპოდიაკვნებს არათუ აქვთ უფლება, არამედ სწორედ ამაში მდგომარეობს მათი მსახურება 25-ე (იმავე კრების) კანონი არ რთავს მსახურებს, ე.ი. იპოდიაკვნებს ნებას რომ გაუყონ პური ან აკურთხონ ბარძიმი. 43-ე (იმავე კრების) კანონი არ რთავს იპოდიაკვნებს ნებას, რომ საღვთო ლიტურგიის დროს ილოცონ ხალხისთვის, სეეხონ წმინდა საიდუმლოს, ვინაიდან ესენი სამღვდელო საქმეებია, მაგრამ ნებადართულია წმინდა ეკლესიის კართან დგომა და მისი მცირე ხნით არდატოვება, რათა შემოიყვანოს და გაიყვანოს კათაკმევლები, სინანულში მყოფნი და სხვები. ეს არის ეკლესიის ერთ-ერთი განწესი, ანუ მოვალეობა მსახურებისა და იპოდიაკვნებისა, რამდენადაც აღემატებიან ერსიკაცთ, ხოლო ჩამოუვარდებიან მღვდელმსახურთ. გავაგრძელებ......... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
stch |
Jul 4 2007, 02:15 AM
პოსტი
#82
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 448 რეგისტრ.: 3-July 07 მდებარ.: შორს უფლისგან :( წევრი № 2,381 |
მაიცათ მე იპოდიაკვანი ვარ ასე იგი ? არა მგონია მე ასე ვიცი რო იპოდიაკვანი კაბით დადის ბოლო ბოლო და შეუძლია სამი მეტანია გააკეთებინოს სტიქაროსანს და ერთი კვერექსის თქმის უფლება აქვს ასე მითხრა მგონი ერთმა სასულიერო პირმა და ისე მთელი იდეა მისი მაინც სტიკაროსნობის ბიძაშვილია მარა დღევანდელ დღეს უფრო მათ მმართველად ვიტყოდი მე
რავი ბევრი სისულელე დავწერე ? თუ კი რეები მაშინ -------------------- და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
|
inkvizitor |
Jul 26 2007, 11:54 PM
პოსტი
#83
|
ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო. ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-May 07 მდებარ.: თბილისი. წევრი № 1,896 |
შეუძლია სამი მეტანია გააკეთებინოს სტიქაროსანს და ერთი კვერექსის თქმის უფლება აქვს ასე მითხრა მგონი ერთმა სასულიერო პირმა. მე ისაც გამიგია, რომ ფოფოდიას მარილის კურთხევა შეუძლია როცა მღვდელი შინ არ არისო. მგონი ის მღვდელი მაგრად გაგეხუმრა. -------------------- ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 02:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი