სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| კანონისტი |
Nov 3 2006, 02:19 PM
პოსტი
#1
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ძალიან საინტერესო თემა გამახსენდა და მინდა თქვენს გაგიზიაროთ
საქმე ისაა, რომ ჩემ წიგნში ("საეკლესიო სამართლის საკითხები") იერარქიაზე საუბრისას ეს საკითხები ვრცლად და მკაფიოდ არ მაქვს განხილული უპირველესად სახელწოდებები: მთავარეპისკოპოსი, ანუ არქიეპისკოპოსი (ბერძნ. αρχί.. - მთავარი, επί.. - ზემოთ, ზედა, σκόπος - მხედველი) მიტროპოლიტი (ბერძნ. μητρός - დედისა πολίτης - ქალაქური) ჩვენში დღეს არსებული წესით მიტროპოლიტი უფრო მაღალი ხარისხია, ვიდრე მთავარეპისკოპოსი თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსული ეკლესიის გავლენა საქმე ისაა, რომ ბერძნულენოვან ეკლესიებში (და უწინ ჩვენს ეკლესიაშიც) უმაღლესი სამღვდელმთავრო ხარისხი არის მთავარეპისკოპოსი, შემდგომ იყო მიტროპოლიტი, ხოლო ყველაზე დაბალი - ეპისკოპოსი. ეს შემორჩენილია უძველეს ეკლესიათა სამეთაურო ტიტულატურაში - მსოფლიო პატრიარქი და კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი და ა.შ. მიტროპოლიტები, როგორც წესი ჰყავდა ბიზანტიის იმპერიაში შემავალ სამთავროთა ეკლესიებს, მათ სამიტროპოლიტოები ერქვა. სამიტროპოლიტოებში გაერთიანებული იყო საეპისკოპოსოები. სამიტროპოლიტოები კი, თავის მხრივ, ქმნიდნენ სამთავარეპისკოპოსოს. სამთავარეპისკოპოსო ზოგ შემთხვევაში ერთ ავტოკეფალურ ეკლესიაში რამდენიმე იყო (მაგ. მსოფლიო საპატრიარქოს კონსტანტინოპოლის, კრეტის, ელადის (ამჟამად ავტოკეფალური) სამთავარეპისკოპოსოები), ან მხოლოდ ერთი (მაგ. მცხეთის სამთავარეპისკოპოსო). როგორც წესი მცირემრევლიან ეკლესიებში სამთავარეპისკოპოსო პირდაპირ საეპისკოპოსოდ იყოფოდა (მაგ. ჩვენში). მიტროპოლიტის აღმატებული ხარისხი უკავშირდება რუსეთის ეკლესიას. ამ ეკლესიის მეთაური ისტორიულად იყო კიევის მიტროპოლიტი. რამდენადაც ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტის ტიტულს ატარებდა, ეს "ჩაითვალა" აღმატებით ხარისხად, ვიდრე მთავარეპისკოპოსი. ამიტომაც, სლავური ტრადიციის ყველა ეკლესიაში მიტროპოლიტები ითვლებიან ყველაზე მაღალი სამღვდელმთავრო ხარისხის პირებად და მათ აქვთ პატივი თეთრი ფერის კუნკულ-ბარტყულის ტარებისა. თუ დავაკვირდებით ავტოკეფალურ ეკლესიათა სამეთაურო ტიტულებს, ბერძნული ტრადიციის ეკლესიებში (კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი, საქართველო, კვიპროსი, საბერძნეთი, ალბანეთი) შეინიშნება შავი ფერის კუნკულ-ბარტყული და მთავარეპისკოპოსის ტიტული, ხოლო სლავური ტრადიციის ეკლესიებში (რუსეთი, სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, ამერიკა) თეთრი ფერის თავსაბურავი და მიტროპოლიტის ტიტული. ერთი მცირედი კურიოზიც მოხდა აღნიშნულთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენი ეკლესიის დელეგაცია საბერძნეთში იმყოფებოდა და უწმიდესმა გააცნო ადგილობრივ მეთაურს ჩვენი მიტროპოლიტები და მთავარეპისკოპოსები, ბერძნებმა თავისთავად მთავარეპისკოპოსები უფრო საპატიო ადგილას დააყენეს... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
| inkvizitor |
Jul 27 2007, 12:07 AM
პოსტი
#2
|
![]() ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო. ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-May 07 მდებარ.: თბილისი. წევრი № 1,896 |
მიტროპოლიტიც და მთავარეპოსკოპოსიც, ერთი მადლის მატარებლები არიან.(სამღვდელმთავრო)
ასევე, დეკანოზიც და არქიმანდრიტიც მადლით ერთნი არიან.(სამღვდელო) ხოლო მღვდელმთავართა სხვადასხვა ტიტულს არა აქვს დიდი მნიშვნელობა. -------------------- ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
|
კანონისტი მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი Nov 3 2006, 02:19 PM
მნათე
ხოოოდა, მანდ არის ... Jan 11 2007, 05:00 PM
stch ბურტყული მგონი ძვე... Jul 10 2007, 08:16 PM
მართა მიტროპოლიტი უფრო მ... Jul 10 2007, 10:27 PM
ზებედე
მიტროპოლიტი უფრო ... Jul 10 2007, 10:47 PM

მართა
საბერძნეთში პირიქ... Jul 10 2007, 11:32 PM
orthodox-georgia
მიტროპოლიტი უფრო ... Sep 28 2008, 02:38 PM
zaz საინტერესო საკითხ... May 6 2008, 03:07 PM
ილია
საბერძნეთში პატრ... May 6 2008, 09:20 PM
agmsarebeli ადრე მთავაეპისკოპ... May 9 2008, 08:52 PM
lch იქნებ სქიმისა და დ... May 15 2008, 10:19 PM
KAIROS იდეაში უცილობლად მ... May 21 2008, 09:55 PM
rarara "კანონისტ"-ს სერ... Sep 24 2008, 02:15 AM
KAIROS
რათქმაუნდა არ არი... Sep 24 2008, 03:55 AM
rarara დიახ, თანაბარი ეპი... Sep 24 2008, 11:00 AM
KAIROS
:)
ის რომ პეტრემ ილა... Sep 24 2008, 12:46 PM
rarara იერარქია გასაგები... Sep 25 2008, 12:40 AM
მნათე rarara
ძახილისნიშნები... Sep 25 2008, 12:48 AM
KAIROS
აშკარად ნაწერიდან... Sep 25 2008, 02:05 AM
მნათე rarara
და საერთოდ ვინ დ... Sep 27 2008, 12:14 AM
KAIROS
ეს უკვე შევეცადე ა... Sep 27 2008, 04:04 PM
agmsarebeli სულ ადრე(4-5საუკუნეშ... Sep 28 2008, 07:49 PM
rarara მოკლედ - თემას ქვია ... Oct 1 2008, 01:39 AM
KAIROS
კაცო, ხომ დაგიწერე... Oct 1 2008, 02:25 AM
staywhite მხევალი ნინო
და რ... Oct 1 2008, 07:25 PM
KAIROS
რატომ იძაბებით? ამ ... Oct 1 2008, 07:54 PM
vladimer_g რჯულის კანონით მიტ... Oct 18 2008, 06:41 PM
მხევალი ნინო კანონისტი
ზუსტად ... Feb 28 2009, 09:57 PM
KAIROS
მეტროპოლიის ანუ დ... Feb 28 2009, 11:24 PM
არჩილი74 :huh: მე მიმაჩნია აღნ... Jun 14 2009, 04:17 PM
KAIROS
არის კიდეც, უბრალო... Jun 14 2009, 04:35 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th December 2025 - 02:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი