მამათა გამონათქვამები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამათა გამონათქვამები |
Murzayani |
Mar 5 2007, 09:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: Gldani!!! წევრი № 842 |
ღმერთზე მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის. ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი. წმ. ეფრემ ასური ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. წმ. იოანე ოქროპირი გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ. წმ. ისააკ ასური უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში. წმ. ტიხონ ზადონელი როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა. წმ. ანტონი დიდი ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს. ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია) რწმენასა და ურწმუნოებაზე არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს. სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმე სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის. ნეტარი ავგუსტინე ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ. მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული. მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება. მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) -------------------- ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. |
თათარაშვილი |
Jul 27 2007, 12:26 AM
პოსტი
#2
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ლოცვაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შვიდგზის ლოცვებს. ასეთი გაერთიანებული, გამთლიანებული ლოცვა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს ჩვენი მოგონილი არ არის. ფსალმუნში წერია: „შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ, უფალო“. სამწუხაროდ, ათასწლეულების განმავლობაში ეს ტრადიცია დავიწყებული იყო და საქართველოში აღსდგა. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თუკი უფლისაგან ლოცვით რაიმეს ითხოვ, ის კი შენს შესმენას აყოვნებს, ნუ დაწუხრდები – ღმერთზე გონიერი როდი ხარ. ისააკ ასური ნუ შეწყვეტ ლოცვას, ოდეს მაცდურმა უგრძნობელობა გულისა გამთხვიოს. სულით მშრაილ, თუ ლოცვას განაგრძობ, ცრემლით მლოცველზე მაღლა დადგები. იღუმენი არსენი ლოცვა სულის სუნთქვაა. წმ. იოანე კრონშტადტელი ლოცვა დამღლელი შრომა როდია. იგი შინაგანი საქმიანობაა, სულის თბილი განაზება. ეს კია, ლოცვა მარხვასა და მღვიძარებას საჭიროებს. მარხვა ვნებებს აცხრობს, მღვიძარება კი კლავს. ლოცვა ზეცამდე აღაფრთოვანებს ადამიანს, უგზავნის რა ზეციურთა ნიჭთა. წმინდა ანთიმოზ ქიოსელი დილის ლოცვა ადამიანისთვის იგივეა, რაც დილის ნამი მცენარისთვის. ის, ვინც დილით საჭირო ყურადღებით ლოცულობს, მთელი დღის მანძილზე უფრო ბედნიერი და მშვიდია. გონება, საითაც დილით მიიმართება, იმით იქნება დაკავებული მთელი დღე. როგორც წისქვილის ქვა, მთელი დღის მანძილზე რომ ფქვავს იმას, რასაც დილით ჩაყრიან საფქვავად, იქნება ეს ფქვილი თუ ღვარძლი. შევეცადოთ, დილიდან ხორბალი ჩავყაროთ, რომ მტერმა ღვარძლი არ ჩაგვიყაროს მის ნაცვლად. დღის მანძილზე გულმოდგინეს აკეთე ის საქმეები, რომლებიც შენი წოდებითა და საზოგადოებრივი მდგომარეობით გევალება. ამ საქმეების შესრულების დროსაც გამოძებნე წუთები, რომ მოწიწებით იფირო და ილოცო ღმრთისადმი, რომელიც აკურთხებს პატიოსან შრომას და კეთილ საქმეში შეეწევა კაცს. შრომა და ლოცვა, ლოცვა და შრომა - აი, ღმრთის მიერ მოცემული დროის ყველაზე უფრო კარგი და საჭირო გამოყენება. ილოცე და იშრომე - აი, ოქროს წესი, რომელიც მიწიერი ცხოვრების მთელ სიბრძნეს მოიცავს. პროტოპრესვიტერი ი. ტოლმაჩოვი თუ გაიღვიძებ ღამით, გაიხსენე ღმერთი და ილოცე. ღამით ლოცვა მზესავითაა, ანათებს დღის ყველა საქმეს. რაც არ უნდა დაგაკისროს ღმერთმა, რა გარემოებებშიც არ უნდა აღმოჩნდე, ილოცე შენი სულის ხსნისათვის და იშრომე საზოგადოების სასარგებლოდ: ლოცვა და შრომა ერთმანეთს ამაგრებენ: ლოცვა იძლევა ძალას შრომისათვის, რომლისთვისაც დავიბადეთ, ხოლო შრომა ფანტავს ცუდ აზრებს - უქმობის შვილებს და გონებასა და გულს სიმშვიდეს და ყურადღებას ანიჭებს. ნეტარია ადამიანი, ვისი გულიც არ წესრიგს არ არღვევს. როცა ლოცვის დროს მოვუხმობთ უფალს, მისი სახელი შემუსრავს ყველა ვნებას, ოღონდ ჩვენ არ ვიცით, ეს როგორ ხდება. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი კართა მიღმა რჩება და არ შეიწყნარება ის ლოცვები, უსიყვარულოდ რომ აღევლინება უფლისადმი. რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს ლოცვებს. წმ. ეფრემ ასური ბრმის განკურნება იერიქონთან მისი დაჟინებული ლოცვის ნაყოფი იყო... მიუტევებელია სიცივე ლოცვის დროს... ილოცო - სწორედ ეს ნიშნავს იცხოვრო... ლოცვა განასხვავებს ჟინს მოთხოვნილებისაგან... ამბობენ ხოლმე, ირგვლივ მყოფნი გვიშლიანო ხელს ლოცვაში. - მაგრამ სახარება მიგვითითებს ბრმაზე, რომელსაც რისხავდნენ, აჩუმებდნენ, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა მოუხმობდა უფალს... ჩვენ ცუდად ვიცით ლოცვა, მაგრამ მაინც უნდა შევსთხოვდეთ უფალს, რათა მოვიდეს და განგვინათლოს გული... რად ისმინა უფალმა ბრმის თხოვნა, როდესაც ის ხმობდა „იესუ, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე“. ისმინა იმად, რომ ბრმის ლოცვა აღსავსე იყო არა მარტო ქრისტეს მესიანურობაში რწმენით, არამედ მისმა ლოცვამ გადალახა ყველა ის დაბრკოლება და საცთური, რაც ხალხისგან შეხვდა... ხშირად ჩვენს ლოცვით სიტყვებს წინ უსწრებენ გულისსიტყვანი, გონება სავსეა სიტყვებით, სახეებით, აზრებით, მოგონებებით, შთაბეჭდილებებით, რომელნიც ხელს გვიშლიან გონება მოვიკრიბოთ ლოცვისას... გაგვიტაცებენ ხოლმე რა გულისთქმები, ვკარგავთ იმის რწმენას და ხსოვნას, რომ უფალი დგას ჩვენს წინაშე და ისმენს ჩვენს ლოცვას... ჩვენც რომ უგულებელსვყოფდეთ ხოლმე იმ ბრმასავით გულისთქმებს და მიუხედავად ყველა იმ სიძნელისა, რაც ლოცვას ახლავს (აკი მამათა სწავლებით ეშმაკი განსაკუთრებით ებრძვის ქრისტიანს ლოცვაში) ჩვენც რომ გამუდმებით ვხმობდეთ სიღრმით გულისად: ძეო დავითისაო, შემიწყალე მე! - უფალიც არ დაახანებდა და აგვისრულებდა სათხოვარს... მაგრამ ჩვენ ლოცვა უბრალო დგომად გადაგვიქცევია და ნაყოფიც არა სჩანს... ჩვენი ლოცვები შესმენილნი არაა არა იმიტომ, რომ უფალი არ გვისმენს, არამედ იმის გამო, რომ ჩვენვე არ გვესმის ჩვენი ლოცვები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 12:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი