![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მშვიდობა მამაო. მაინტერესებს მონათლული ახალშობილის ზიარება როგორ ხდება. დედამ ხომ არ უნდა წაუკითხოს ბავშვს ზიარების წინა და შემდეგი ლოცვები. ეს კითხვა ერთ-ერთმა ფორუმელმა დაუსვა მოძღვარს. მე მაინტერესებს, რა აუცილებელია ახალშობილის ზიარება? ბავშვმა ხომ არ იცის რა არის ზიარება? რწმენის გარეშე საიდუმლოს, მით უმეტეს ამხელა საიდუმლოს-ზიარებას რა აზრი აქვს? ზიარება მაგიური ქმედება ხომარ არის? ბავშვს, მით უმეტეს ახალშობილს რა რწმენა უნდა ჰქონდეს? არ სჯობია ჯერ გაიგოს რწმენით, და ისე ეზიაროს? ეხლა არ თქვათ უზიარებელი მონათლული ახალშობილი არ ცხონდებაო ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
რატომ გგონია რომ მას დაზიანებული ნება არ აქვს? და რომ საკვების მიღება პატარაობიდანვე არ სჭირდება? საკვები ღვთის სიტყვა არ არის? ასწავლო, უქადაგო, და საკუთარი ნებით ეზიაროს? არ იყო მასე. გრიგოლი ამბობს, რომ სასურველიაო ბავშვები ასე სამი წლის ასაკში მოვნათლოთო (არ ამბობს, რომ ეკლესიის სწავლებაა, არამედ სასურველიაო), სად 3 წლის ბავშვი და სად თვეების ჩვილი? ქრისტემ მიმართა რა მოციქულებს, თქვა: ‘’წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა“ [მათე 28, 19]. ესე იგი, ჯერ უნდა ასწავლო, მერე კი მონათლო. ეკლესიის არცერთი საიდუმლო რწმენის გარეშე არ მოქმედებს. საიდუმლო მაგიური ქმედება არ არის. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი