უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რას ფიქრობთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რას ფიქრობთ? |
კანონისტი |
Mar 5 2007, 06:04 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უკრაინაში როგორც იცით სერიოზული დაპირისპირებაა უკრაინის ავტონომიურ ეკლესიასა (მოსკოვის საპატრიარქო) და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას შორის (კიევის საპატრიარქო)
ავტოკეფალიის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ვინაიდან ანდრია მოციქულმა ქალაქ კიევის ადგილზე დაადგა ფეხი, ვინაიდან კიევო-პეჩორა არის ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, ვინაიდან რუსთა ნათლობა მოხდა კიევში, კიევი უნდა იყოს საპატრიარქო კათედრა მეორენი კი ამტკიცებენ, რომ რუსეთის ეკლესია ერთიანია და მისი გაყოფა არ შეიძლება ამ დავაში "იჭყლიტებიან" მორწმუნე უკრაინელები, რადგან ავტოკეფალური ეკლესია, თავის პატრიარქ-სინოდ-მრევლიანად ანათემას გადასცა მოსკოვის საპატრიარქომ ეგ კი არა და, გასულ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კიდევ ერთხელ წაიკითხეს ანათემა ღვთისმბრძოლთა, რომელთა შორის უპირველესად კიევის ე.წ. პატრიარქი ფილარეტ დენისენკო დაასახელეს თქვენ რას ფიქრობთ?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Lenus |
Jul 27 2007, 08:16 AM
პოსტი
#2
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
ციტატა ოვსეთი აქ თანამედროვე ოსეთს არ ნიშნავს (ბერძნულ ორიგინალს თუ მივყვებით), არამედ ეს იყო ვრცელი ტერიტორია, რომლის პოლიტიკურ-კულტურული ცენტრი სავარაუდოდ მდინარე ყუბანის სათავეების რაიონში იყო მაინც არანაირად არ იყო ეს "რუსეთი", მითუმეტეს 1-ლ საუკუნეში. ჯიქეთი იგივე შაპსუგების ქვეუანა, ამჟამად სოჩად მონათლული, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა უკვე, ისევე როგორც ტაო-ს მიერთებით თურქეთი მონდომების შემთხვევაშიც ვერ ჩამოაყალიბებს ამ ტერიტორიაზე საპატრიარქოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, (მე თვითონ ვცხოვრობდი ბაქოში 4 წელი და ეს საკითხი ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა), საქართველოს ეკლესიამ ბაქოში მოიპოვა საერო ხელისუფლათაგან ეკლესიის აგების უფლება და ამას წინ რუსეთის ეკლესია აღუდგა. (მოლ, აქ უკვე არის ეკლესიაო...) ამავე დროს კახი, გურმუხი, შექი და . დასავლეთ აზერბაიჯანის სხვა ტერტირორიებზე, სადაც ქართული ეკელსია ცდილობს ტაძრების აღდგენას, რუსული ეკლესია არ გამოხატავს პროტესტს. მე იმის თქმა მინდოდა რომ ეკლესიათაშორისი ტერიტორიების გამიჯვნის საკითხი არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება დღევანდელ პოლიტიკურ საზღვრებს. თუ ვინმე ამ წესებსა და ტერიტორიების საკითხს კარგად აღწერს, ძალიან გავიხარებ, დიდი ხანია ამ თემას ვუკირკიტებ... -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 01:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი