IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბავშვები და მათი მორწმუნეობა
ზებედე
პოსტი Jul 27 2007, 01:08 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(ninutca @ Jul 26 2007, 04:06 PM) *

მშვიდობა მამაო.
მაინტერესებს მონათლული ახალშობილის ზიარება როგორ ხდება. დედამ ხომ არ უნდა წაუკითხოს ბავშვს ზიარების წინა და შემდეგი ლოცვები.


ეს კითხვა ერთ-ერთმა ფორუმელმა დაუსვა მოძღვარს. მე მაინტერესებს, რა აუცილებელია ახალშობილის ზიარება? ბავშვმა ხომ არ იცის რა არის ზიარება? რწმენის გარეშე საიდუმლოს, მით უმეტეს ამხელა საიდუმლოს-ზიარებას რა აზრი აქვს? ზიარება მაგიური ქმედება ხომარ არის? ბავშვს, მით უმეტეს ახალშობილს რა რწმენა უნდა ჰქონდეს? არ სჯობია ჯერ გაიგოს რწმენით, და ისე ეზიაროს? ეხლა არ თქვათ უზიარებელი მონათლული ახალშობილი არ ცხონდებაო biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
ნათია
პოსტი Jul 27 2007, 01:46 PM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მგონი ზოგიერთს ზიარების მნიშვნელობა კარგად არ ესმის....wink.gif



პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი

დოგმატური ღვთისმეტყველება




ევქარისტიის საიდუმლო


ევქარისტია (ბერძნ. εύχαριστία - ზედმიწევნით „სამადლობელი“) არის საიდუმლო, რომლის დროსაც შეწირული პური და ღვინო სულიწმიდის მოქმედებით გარდაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად. შემდგომ მას ეზიარებიან მორწმუნენი ქრისტესთან მჭიდრო ერთობისა და საუკუნო ცხოვრებისათვის. ამრიგად, ეს საიდუმლო ორი ნაწილისაგან შედგება:

ა. პურისა და ღვინის გადაქცევა ანუ გარდაარსება უფლის ხორცად და სისხლად;

ბ. ამ წმიდა ძღვენის ზიარება.

მას ეწოდება ევქარისტია, უფლის სერობა, უფლის ტრაპეზი, ქრისტეს სისხლისა და ხორცის საიდუმლო. ამ საიდუმლოში ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეწოდება ზეციური პური და სასმელი სიცოცხლისა ან სასუმელი ცხოვრებისა, წმიდა საიდუმლონი და უსისხლო მსხვერპლი. ევქარისტია ქრისტიანობის უდიდესი საიდუმლოა.



საიდუმლოს დადგინების წინ


ქრისტემ მანამ აღუთქვა ხალხს ეს საიდუმლო, სანამ პირველად აღასრულებდა მას საიდუმლო სერობაზე. ხუთი ათასი ადამიანის ხუთი პურით დაპურების დროს უფალი საუბრობდა ცხოველი პურის შესახებ და ასწავლიდა: „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე, და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა“ (ინ. 6,51). ცხადია, იუდეველებმა ქრისტეს სიტყვები პირდაპირ გაიგეს და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ვითარ ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?“ (ინ. 6,52); და უფალსაც არ უთქვამს იუდეველთათვის, რომ მას არასწორად გაუგეს, მხოლოდ უფრო მეტი ძალითა და სიცხადით გააგრძელა იგივე შინაარსის სიტყვა „ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა შჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორება თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანასკნელსა მას დღესა. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა“ (ინ. 6,53-56). ასევე პირდაპირ გაიგეს ქრისტეს სიტყვები მისმა მოწაფეებმა: „ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე. ვის ჴელეწიფების სმენად მისა?“ (ინ. 6,60) - ამბობდნენ ისინი. მაცხოვარმა, რათა დაერწმუნებინა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, მიუთითა სხვა სასწაულზეც - თავის ზეცად ამაღლებაზე სამომავლოდ: „ესე დაგაბრკოლებსა თქუენ? უკუეთუ იხილოთ ძე კაცისა აღმავალი, სადაც იყო პირველ?“ (ინ. 6,61-62) და დასძენს: „სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა, რომელთა გეტყვ თქუენ, სულ არიან და ცხორება“ (ინ. 6,63). ამ შენიშვნიდან ჩანს, რომ ქრისტე არ ითხოვს, მისი საუბარი ცხოველ პურზე „გადატანითიი მნიშვნელობით იქნას გაგებული. „არიან ვინმე თქუენგანი, რომელთა არა ჰრწამს“ - იქვე დასძენს იგი. ამ სიტყვებით მაცხოვარი თავად მიანიშნებს, რომ მისი სიტყვები ძნელად სარწმუნოა. როგორ უნდა ჭამონ მისი ხორცი და სვან მისი სისხლი მორწმუნეებმა?! მაგრამ იგი ადასტურებს, რომ ლაპარაკობს თავის ჭეშმარიტ სხეულზე. მისი სიტყვები თავის ხორცსა და სისხლზე არის „სული და ცხორება“, ისინი ადასტურებენ, რომ:

ა. მას, ვინც ქრისტეს სისხლსა ღა ხორცს ეზიარება, ექნება საუკუნო ცხოვრება და ბოლო ჟამს აღდგება დიდების სასუფევლისთვის:

ბ. ზიარებით ადამიანი ქრისტესთან უმჭიდროეს ურთიერთობას ამყარებს.

მაცხოვრის სიტყვები მიანიშნებენ არა ხორციელ, არამედ სულიერ ცხოვრებაზე: „პურ ზეციური და სასუმელი ცხორებისა იგემეთ და ნახეთ, რამეთუ სახიერ არს უფალი“ - ვისმენთ პირველშეწირულის ლიტურგიაზე.

ზიარება ფიზიკღრი შიმშილის დაოკება არ არის, როგორც ეს უდაბნოში მანანათი განძღომის დროს, შემდგომად კი ხუთი ათასი ადამიანის დაპურებისას მოხდა - იგი მარადიული ცხოვრებისათვის არს მნიშვნელოვანი.



საიდუმლოს დადგინება და მისი აღსრულება

მოციქულთა ეპოქაში


მაცხოვრის მიერ ევქარისტიის სამომავლო დადგინების მითითება გადმოცემულია იოანეს სახარებაში. თავად საიდუმლოს დადგინებას აღწერს სამივე მახარებელი-სინოპტიკოსი: მათე, მარკოზი და ლუკა. მოგვიანებით ეს გაიმეორა პავლე მოციქულმა.

მათეს სახარება მოგვითხრობს: „ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ, მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ თქუა: სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მთ. 26,26-28).

ამასვე გვაუწყებს მარკოზის სახარების მე-14 თავი და ლუკას სახარება: „და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთვს მიცემული, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე არს სასუმელი - ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული“ (ლკ. 22,19-20).

პავლე მოციქული კი გადმოგვცემს: „რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური, ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთვს განტეხილი: ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა“ (I კორ. 11,23-24).

მაცხოვრის სიტყვები საიდუმლო სერობაზე: „ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთჳს მიცემული“ (ლკ. 22,19) და „... ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მთ. 26,26) - სავსებით ცხადია და გარკვეული და რაი მე განსხვავებულსა თუ არაპირდაპირ განმარტებებს არ საჭიროებს. მოწაფეებს იესო ქრისტემ მიართვა თავისი ჭეშმარიტი ხორცი და ჭეშმარიტი სისხლი; ეს აღსრულდა მაცხოვრის აღთქმის თანახმად თავის სისხლისა და ხორცის შესახებ (ინ. 6).

უფალმა აზიარა მოწაფენი და მცნებად დაუდო: „ამას ჰყოფდით... ჩემდა მოსახსენებლად“. და ეს მსხვერპლშეწირვა უნდა სრულდებოდეს „ვიდრემდის მოვიდეს“ უფალი (I კორ. 11,26), ანუ პავლე მოციქულის დარიგების მიხედვით, უფლის მეორე მოსვლამდე. ეს მაცხოვრის სიტყვებიდანაც ჩანს: „უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა“ (ინ. 6,53). და მართლაც, ეკლესიამ პირველივე დღეებიდანვე მიიღო ევქარისტია, როგორც უდიდესი საიდუმლო და მისი დადგინება უდიდესი ზედმიწევნობითა და კეთილკრძალულებით არის დაცული. იგი სრულდება და აღესრულება ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა.

მოციქულთა ეპოქაში ევქარისტიის საიდუმლოს შესრულების შესახებ ვკითხულობთ „საქმენი მოციქულთას“ წიგნში (საქ. 2,42,46; 20,6-7) და პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში. იგი წერს:

„სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელი ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა? რამეთუ ერთ პურ და ერთ ჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს“ (I კორ. 10,16-17).

„რამეთუ რაოდენ-გზისცა სჭამდით პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს იგი ჴორცთა და სისხლთა უფლისასა. გამო-და-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელსა მისგან სუნ. ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცი უფლისანი. ამისთვს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი“ (I კორ. 11,26-30).

ამ სიტყვებით მოციქული გვარიგებს, თუ როგორი კეთილკრძალულებითა და წინასწარი თვითგამოცდით უნდა მიეახლოს ქრისტიანი ზიარებას და შეგვაგონებს, რომ ამ დროს უბრალოდ სასმელ-საჭმელს კი არა, ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლსა და ხირცს ვიღებთ.

ევქარისტიისას ქრისტესთან შეკრთებით მორწმუნენიც შედიან ერთობაში ურთიერთთან: „რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოვლითა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს“ (I კორ. 10,17).



პურისა და ღვინის გარდაარსება ევქარისტიის საიდუმლოში


ევქარისტიის საიდუმლოში, როდესაც მღვდელმსახური სულიწმიდას მოიწვევს შეწირულ ძღვენზე და მათ აკურთხევს მამა ღმერთისადმი აღვლენილ ლოცვაში: „და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა, ხოლო ბარძიმსა ამას შინა პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა. შესცვალე სულითა შენითა წმიდითა“ - ზუსტად ამ დროს პური და ღვინო სულიწმიდის გარდამოსვლით ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად გადაიქცევა. შემდგომად ამისა, ჩვენი თვალები წმიდა ტრაპეზზე ხედავენ პურსა და ღვინოს, მაგრამ არსობრივად, გრძნობადი მზერისათვის უხილავად, ეს პურისა და ღვინის სახით წარმოდგენილი უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი სისხლი და ჭეშმარიტი ხორცია.

მაშასადამე, ნაკურთხი ძღვენი - ეს მარტოოდენ ნიშნები და სიმბოლოები არ არის, რომლებიც, რეფორმატორ პროფ. ცვინგლის აზრით, მორწმუნეებს გამოსყიდვას შეახსენებს; არც მარტო თავისი „ქმედებითა და ძალით“ („დინამიურად“) მყოფობს მათში იესო ქრისტე, როგორც კალვინი ასწავლიდა: არც მხოლოდ „გამსჭვალავს“ მათ, როგორც ლუთერანები თვლიან (ისინი ცნობენ ქრისტეს თანამყოფობას „პურთან, პურში, პურის ქვეშ“). არა, ნაკურთხი ძღვენი საიდუმლოში დაიქცევა (ან გვიანდელი ტერმინით - გარდაარსდება) ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად, როგორც მაცხოვარმა ბრძანა: „ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს“ (ინ. 6,55).

ამ ჭეშმარიტებას „აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე“ შემდეგი სიტყვებით გამოხატავს: „გვწამს, რომ ამ მღვდელმოქმედებაში ჩვენს წინ მყოფობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე არა სიმბოლურად (τυπίκώς) არც ხატოვნად (εικονίκως), არა მადლის სიუხვით, როგორც სხვა დანარჩენ საიდუმლოებებში, არა ოდენ მოფენით, როგორც, ზოგი მამის აზრით, ნათლისღების დროს ხდება; არც პურის „გამსჭვალვით“, თითქოს ღმერთ-სიტყვას ევქარისტიით შეწირულ პურში არსობრივად „შეეღწიოს“, როგორც ამას ლუთერის მიმდევრები საკმაოდ უხეიროდ და უღირსად გვიხსნიან. უფალი მყოფობს ჭეშმარიტად და ნამდვილად, - პურისა და ღვინის კურთხევისას პური გადაიქცევა, გარდაარსდება, გარდაიქმნება, გარდაისახება ჭეშმარიტ ხორცად უფლისა, რომელიც დაიბადა ბეთლემში ქალწულისაგან, მოინათლა იორდანეში, ივნო, დაეფლა, აღდგა, ამაღლდა და მჯდომარე არის მარჯვენით მამისა და მოვალს ზეციდან ღრუბელთა ზედა. ხოლო ღვინო გარდაიქცევა და გარდაარსდება უფლის ჭეშმარიტ სისხლად, რომელიც ჯვარზე მისი ვნების დროს დაითხია ქვეყნის ცხონებისათვის; კვალად გვწამს, რომ პურისა და ღვინის კურთხევისას რჩება და არა თავად პური და ღვინო, არამედ მათი სახით უფლის ხორცი და სისხლი“13.

ზიარების წმიდა საიდუმლოზე მსგავს სწავლებებს ყველა წმიდა მამასთან ვხვდებით: დაწყებული უძველესთაგან (მაგ., წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი) და სხვა ძველი ეკლესიის მწერლებთან (წმ. იუსტინე ფილოსოფოსი). მაგრამ უძველესი მამები ამ სწავლებას მთლად ზუსტი ტერმინებით არ გამოხატავენ და ზოგი მათგანი უფრო სიმბოლურ განმარტებებს უახლოვდება (რაზედაც მიუთებენ პროტესტანტები); მაგრამ მათი გამოხატვის ეს მეთოდი ნაწილობრივ აიხსნება მათ წინაშე მდგომი პოლემიკური ხასიათის ამოცანებით (ორიგენე - „საიდუმლოსადმი ტლანქი, გრძნობადი დამოკიდებულების წინააღმდეგ“, ტერტულიანე „მარკიონეს ერესის წინააღმდეგ“). აპოლოგეტები წარმართთა წინაშე ზოგადქრისტიანულ ჭეშმარიტებებს იცავდნენ, მაგრამ მათ საიდუმლოთა სიღრმეებში არ ახედებდნენ.

I მსოფლიო კრებაში მონაწილე მამები აღიარებდნენ: „საღვთო ტრაპეზზე ჩვენ არ უნდა ვხედავდეთ უბრალოდ შეწირულ პურსა და სასმელს, არამედ ავმაღლდეთ გონებით და რწმენით შევიმეცნოთ, რომ წმიდა ტრაპეზზე ძევს კრავი ღვთისა, ამქვეყნიურ ცოდვათა ამღები, მღვდელთაგან მსხვერპლად შეწირული და ჭეშმარიტად შევიწყნაროთ პატიოსანი ხორცი და სისხლი მისი. უნდა გვჯეროდეს, რომ ეს არის ნიშანი ჩვენი აღდგომისა“.

ღვთის ძალით პურისა და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაარსების შესაძლებლობის დასამტკიცებლად და ასახსნელად ძველი მწყემსები მიუთითებდნენ შემოქმედის ყოვლისშემძლეობასა და მისი ამ თვისების დამადასტურებელ ისეთ მაგალითებზე, როგორიცაა სამყაროს შექმნა არაფრისგან, განხორციელების საიდუმლო, წმიდა წერილში ნახსენები სასწაულები: კერძოდ, წყლის ღვინოდ გადაქცევა (წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ამბროსი მედიოლანელი, წმ. კირილე იერუსალიმელი, ღირსი იოანე დამასკელი); ამასთან ერთად გვახსენებენ, თუ ჩვენთვის უხილავად როგორ გარდაარსდება თავად ჩვენში, საკვებად მიღებული პური, ღვინო თუ წყალი ჩვენს ხორცად და სისხლად14.



კერძო დებულებანი წმიდა ძღვენში უფალ იესო ქრისტეს

მყოფობის გვარობის შესახებ


ა. თუმცა პური და ღვინო საიდუმლოში უფლის მხოლოდ სისხლად და ხორცად გარდაარსდება, მაგრამ ღმერთი ამ საიდუმლოში მყოფობს მთელი თავისი არსებით, ანუ თავისი სულითა და ღვთაებრივი ბუნებით, რომელიც განუყოფლად არის შეერთებული მის კაცობრივ ბუნებასთან.

ბ. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომად უფლის სისხლი და ხორცი ზიარების საიდუმლოში ნაწევრდება და იყოფა, ჩვენ გვწამს, რომ წმიდა საიდუმლოს ძღვენის თითოეულ, უმცირესი ნაწილითაც კი ადამიანები ეზიარებიან თავისი არსით, ანუ სულითა და ღვთაებრივი ბუნებით სრულ ქრისტეს - სრულ კაცსა და სრულ ღმერთს. ამ რწმენას წმიდა ეკლესია გამოხატავს წმიდა კრავის დანაწევრებისას მღვდელმსახურის მიერ წარმოთქმული სიტყვებით: „ნაწილდება და განიყოფება კრავი ღვთისა, დანაწევრებული და განუყოფელი, მარადის ჭამადი და აროდეს მოკლებული, არამედ მიმღებელოა განმწმედელი“

გ . სამყაროში ერთდროულად მრავალი ლიტურგია აღესრულება, მაგრამ ქრისტეს სხეული ერთია და არა მრავალი. ყველა ტაძარში მყოფობს ერთი ქრისტე და მართალნი მის სხეულს იღებენ.

დ. ყველა ეკლესიაში დამოუკიდებლად მომზადებული შეწირული პური კურთხევის შემდგომ გადაიქცევა იმავე სხეულად, რომელიც ცათა შინა მყოფობს.

ე. ევქარისტიის საიდუმლოში პურისა და ღვინის ხორცად და სისხლად გარდაარსების შემდგომ ისინი უკვე აღარ უბრუნდებიან პირვანდელ მდგომარეობას - რჩებიან უფლის სისხლად და ხორცად სამარადისოდ და დამოუკიდებლად იმისა, მიიღებენ თუ არა მას მორწმუნენი. ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ძველთაგანვე დამკვიდრდა ჩვეულეაბად, გარკვეულ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგიის შესრულება იმ რწმენით, რომ წინა ლიტურგიაზე ნაკურთხი ძღვენი ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად რჩება. ძველთაგანვე მოდის წესი წმიდა ჭურჭელში მომაკვდავთათვის საგზლად ნაკურთხი ძღვენის შენახვისა. ცნობილია, რომ ძველ ეკლესიაში ასევე არსებობდა ჩვეულება, დიაკონის ხელით გაეგზავნათ ნაკურთხი ძღვენი იმ ქრისტიანებისთვის, რომელთაც ეკლესიაში ზიარების საშუალება არ ჰქონდათ. ასეთები იყვნენ აღმსარებლები, საპყრობილეში ჩამწყვდეულნი, მონანულები; ძველად, არცთუ იშვიათად, მორწმუნეებს წმიდა ძღვენი ტაძრიდან სახლში, ხოლო მოსაგრეებს კი უდაბნოში კრძალვით მიჰქონდათ.

ვ. ღმერთკაც ქრისტეს შეჰფერის ერთიანი, განუყოფელი თაყვანისცემა როგორც ღმერთსა და როგორც კაცს ბუნებათა განუყოფლად შეერთებისა გამო. ამიტომაც ევქარისტიის წმიდა საიდუმლოსაც ჩვენგან ისეითივე პატივი და თაყვანისცემა ეგების, როგორსაც თავად უფალ იესო ქრისტეს მივაგებთ.



ევქარისტიის მიმართება გოლგოთის მსხვერპლთან


ევქარისტიის მსხვერპლი მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილის გამეორება არ არის. ეს არის შეწირვა ჩვენი გამომსყიდველის მიერ ერთხელ ჯვარზე სამსხვერპლოდ ატანილი სისხლისა და ხორცისა, რომელიც არის „მარადის ჭამადი და აროდეს მოკლებული“. გოლგოთა და ევქარისტიის მსხვერპლი ურთიერთგანუყოფელნი არიან და ერთ მსხვერპლს შეადგენენ. მაგრამ იმავდროულად განსხვავდებიან კიდეც. ისინი განუყოფელნი არიან, როგორც ღმერთის მიერ გოლგოთაზე დარგული მადლმოსილი ხე ცხოვრებისა, რომელიც თავის საიდუმლო ტოტებით მთელს თავის ეკლესიას აღავსებს და ბოლო ჟამამდე გამოკვებავს თავისი მაცხოვნებელი ნაყოფით ყველას, ვინც მარადიულ ცხოვრებას ეძებს. მათი განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ ევქარისტიის მსხვერპლი არის უსისხლო და უვნებო, რადგანაც მას შემდგომ, რაც მაცხოვარი „აღდგა მკვდრეთით, არღარა მოკუდეს და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს“ (რომ. 6,9); იგი შეიწირება ტანჯვის, სისხლის დათხევისა და სიკვდილის გარეშე და მისი საშუალებით ხდება ღვთის კრავის ვნებათა და სიკვდილის გახსენება.



ევქარისტიის, როგორც მსხვერპლის მნიშვნელობა


იგი არის ქებისა და მადლობის მსხვერპლი. მღვდელმსახური, რომელიც აღასრულებს უსისხლო მსხვერპლშეწირვას, წმ. ბასილი დიდისა და წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიათა თანახმად, ძღვენის კურთხევის წინა საიდუმლო ლოცვაში იხსენებს ღვთის დიად საქმეებს, ადიდებს და მადლობს ღმერთს - წმიდა სამებას, რომ მან ადამიანი არყოფნიდან გამოიხმო და მისი დაცემის შემდგომაც მრავალჯერ იზრუნა მასზე, თაყვანს-სცემს იესო ქრისტეს მის მიერ ადამიანთა გადარჩენის განგებულებისთვის. ამ წმიდა წუთებში ტაძარში მყოფი ყველა ქრისტიანი მას შეჰღაღადებს: „შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, და გმადლობთ შენ, უფალო...“.

ევქარისტია აგრეთვე შეწყალების მსხვერპლია ეკლესიის ყველა წევრისათვის. როდესაც უფალმა თავისი ხორცი მოწაფეებს მისცა, თან დასძინა: „ხორცი ჩემი, თქუენთვის მიცემული“ (ლკ. 22,20) და მისცა სისხლი და შემდეგი სიტყვები დაურთო: „თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მოსატევებელად ცოდვათა“ (ლკ. 22,10; მთ. 26,28). ქრისტიანობის დასაწყისიდანვე ამიტომაც შეიწირებოდა უსისხლო მსხვერპლი როგორც ცოცხალთა, ისე მიცვალებულთა ხსენებისა და ცოდვათა მისატევებლად. იაკობ მოციქულის ლიტურგიით დაწყებული, ეს ყველა ლიტურგიის განაწესიდან ჩანს. თვითონ მსხვერპლი ხშირად პირდაპირ იხსენიება, როგორც „მსხვერპლი შეწყნარებისა“.

ევქარისტია არის მსხვერპლი, რომელიც უმჭიდროესად აერთიანებს ყველა მართალს ქრისტეში ერთ სხეულად. წმიდა ძღვენის გარდაარსების შემღეგ და მანამდეც, პროსკომიდიაზე (კვეთაზე) ამიტომაც იხსენიებს მღვდელმსახური დედოფალ ღვთისმშობელს და ყოველ წმიდანს და დაურთავს: „რომლითა ლოცვითა მომიხენენ ჩვენ, ღმერთო“ და გადადის ცოცხალთა და მკვდართა - ქრისტეს მთელი ეკლესიის - მოხსენიებაზე.

ევქარისტია არის სავედრებელი მსხვერპლიც: ეკლესიის სიმშვიდის, მსოფლიოს კვთილდღეობის, მთავრობათა, უძლურებაში მყოფთა, მშრომელთა და „ყოველთა და ყოვლისათვის“ ვინც შემწეობას ითხოვს.



ლიტურგიკული ხასიათის დასკვნები


სახარებისა და სამოციქულო ტექსტზე დაყრდნობითა და ძველი ეკლესიის პრაქტიკიდან გამომდინარე დავასკვნით შემდეგს:

ა. ევქარისტიის დროს ყველა მორწმუნეს უნდა მიერთვას არა მარტო ხორცი ქრისტესი, არამედ მისი სისხლიც, როგორც ეს მოციქულებს ებოძათ საიდუმლო სერობაზე. „სუთ ამისაგან ყოველთა“ - დაიბარა უფალმა (მთ. 26,27); „გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ“ (I კორ. 11,28) (ასე არ სრულდება ლათინთა ეკლესიაში, სადაც ერისკაცნი ბარძიმს მოკლებულნი არიან).

ბ. „ყოველთა ერთისა პურისა მისგან მოგუაქუს“ (I კორ. 10,17) - წერს მოციქული. და ძველ ეკლესიაშიც თითოეული თემი ერთი პურიდან ეზიარებოდა. მართლმადიდებლურ ლიტურგიაზე იკურთხება და განიტეხება ერთი პური და იკურთხება ერთი ბარძიმი (მეორე ათასწლეულში ლათინთა ეკლესიაში ასევე დაირღვა ერთი პურის კურთხევა).

გ. წმიდა წერილში ყველგან, სადაც ლაპარაკია ევქარისტიულ პურზე, მას ბერძნულად უწოდებენ αρτος (იოანეს სახარების მე-6 თავი, მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებები, პავლე მოციქულის ეპისტოლენი და საქმენი მოციქულთა). „არტოს“ ჩვეულებრივ აღნიშნავს ხორბლის გაფუებულ პურს („გაუფუებელი“ ბერძნულად გამოიხატება ზედსართავით αζυμος). ცნობილია, რომ მოციქულთა დროში, ევქარისტია თავიდანვე, დადგინებისთანავე სრულდებოდა მთელი წლის განმავლობაში ყოველ კვირა დღეს, ანუ მაშინ, როდესაც იუდეველები ხმიადებს არ ამზადებნენ. მაშასადამე, თვით იუდეურ-ქრისტიანულ თემებშიც ევქარისტიის დროს გაფუებული პური გამოიყენებოდა. ეს მით უფრო ეხება ყოფილ წარმართთაგან შექმნილ ქრისტიანულ თემებს, რომელთათვისაც საერთოდ უცხო იყო უცომობის კანონი. პირველქრისტიანულ ეკლესიაში ევქარისტიის საიდუმლოსთვის ნივთიერებებს ჩვეულებრივ ხალხის შესაწირიდან იღებდნენ. სახლიდან კი ეკლესიაში, როგორც წესი, გაფებული პური მიჰქონდათ, რომელიც აგრეთვე სიყვარულის ტრაპეზისა და ღატაკთა მოსაკითხად იყო განკუთვნილი.



წმიდა საიდუმლოთა ზიარების აუცილებლობა და მაცხონებლობა


უფლის სისხლისა და ხორცის ზიარება არის თითოეული ქრისტიანისათვის არსებითი, აუცილებელი, მაცხონებელი და ნუგეშინისმცემელი მოვალეობა. ეს მაცხოვრის იმ სიტყვებიდანაც ჩანს, რომელიც მან ჯერ კიდევ ევქარისტიის საიდუმლოს აღთქმამდე წარმოთქვა: „ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (ინ. 6,53-54).

თუ ღირსეულად ვეზიარებით, ევქარისტიის საიდუმლოს მაცხონებელი ნაყოფი და მოქმედება შემდეგია:

ა. იგი უმჭიდროესად გვაერთებს უფალთან: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა“ (ინ. 6,56);

ბ. კვებავს ჩვენს სულსა და ხორცს, ხელს გვიწყობს სულიერ ცხოვრებაში განმტკიცებაში, ამაღლებასა და ზრდაში: „რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ“ (ინ. 6,57);

გ. ღირსეულად მიღებული ზიარება ჩვენი სამომავლო აღდგომისა და მარადის ნეტარი ცხოვრების საწინდარია: „რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე“ (ინ. 6,58).

მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ევქარისტიის ეს მაცხონებელი ნაყოფი სარგებელს მხოლოდ მათ მოუტანს, ვინც რწმენითა და სინანულით მიეახლება მას. ქრისტეს სისხლისა და ხორცის უღირსად მიღება კი სასჯელად იქცევა: „რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცი უფლისანი“ (I კორ. 11,29).

http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/18.htm



P.S. გუჯა რატომ არ უნდა ვაზიაროთ ამ სიწმინდეს ბავშვი ? შენ რომ ბავშვი გეყოლება არ აზიარებ...? smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ზებედე   ბავშვები და მათი მორწმუნეობა   Jul 27 2007, 01:08 AM
Tatarashvili   ეს კითხვა ერთ-ერთმ...   Jul 27 2007, 01:21 AM
makuna7474   და რომ ეზიაროს ამი...   Jul 27 2007, 01:22 AM
ზებედე   სულ პატარაობიდან...   Jul 27 2007, 01:37 AM
Tatarashvili   ზიარება მაგია არ ა...   Jul 27 2007, 01:45 AM
ზებედე   მას უნდა რომ რაც შე...   Jul 27 2007, 02:03 AM
xornabujeli   ზიარება მაგია არ ა...   Jul 27 2007, 08:58 PM
Sotiris   ეს კითხვა ერთ-ერთმ...   Jul 27 2007, 02:24 AM
ზებედე   სუფთა პროტესტანტი...   Jul 27 2007, 02:34 AM
Tatarashvili   ზებედე და რის დამტ...   Jul 27 2007, 02:40 AM
ზებედე   ზებედე და რის დამტ...   Jul 27 2007, 02:42 AM
Sotiris   წმ. გრიგოლ ღვთისმე...   Jul 27 2007, 02:59 AM
ზებედე   ხალხს მოუწოდებდა ...   Jul 27 2007, 03:18 AM
Sotiris   თუმცა ჯერ უქადაგე...   Jul 27 2007, 03:23 AM
კანუდოსელი   გუჯა ზიარება არ არ...   Jul 27 2007, 03:57 PM
ზებედე   სოტირისმა დაგიწერ...   Jul 27 2007, 04:20 PM
მნათე   ნდამ... ბავშვები ქრი...   Jul 27 2007, 02:48 AM
ზებედე   ნდამ... ბავშვები ქრ...   Jul 27 2007, 03:06 AM
makuna7474   „სასუმელი ესე კუ...   Jul 27 2007, 03:10 AM
ზებედე   ნუთუ შენ ამ სიტყვე...   Jul 27 2007, 04:39 AM
Sotiris   გუჯა, გიჟის ზიარებ...   Jul 27 2007, 03:12 AM
მნათე   ალოჰაააა, შვილო - ს...   Jul 27 2007, 03:12 AM
მნათე   ვაიმე რატომ ხარ ას...   Jul 27 2007, 03:21 AM
ზებედე   რატომ გგონია რომ მ...   Jul 27 2007, 03:35 AM
Sotiris   სად 3 წლის ბავშვი დ...   Jul 27 2007, 03:39 AM
მნათე   ღვთის სიტყვა რომ ქ...   Jul 27 2007, 03:39 AM
ზებედე   ღვთის სიტყვა რომ ქ...   Jul 27 2007, 03:52 AM
მნათე   რა ვუყოთ და ტვინი გ...   Jul 27 2007, 03:41 AM
მხევალი ნინო   ზებედე ეს კითხვა ...   Jul 27 2007, 09:04 AM
kato_Bato   გუჯა შენ მთლად აურ...   Jul 27 2007, 12:11 PM
ნათია   მგონი ზოგიერთს ზია...   Jul 27 2007, 01:46 PM
ნათია   [size=3]მათეს სახარები...   Jul 27 2007, 02:03 PM
ზებედე   ნათია ამდენი დააკ...   Jul 27 2007, 02:55 PM
ნათია   ნათია ამდენი დააკ...   Jul 27 2007, 03:06 PM
ზებედე   გუჯა ჯერ ეს წაიკით...   Jul 27 2007, 03:11 PM
ნათია   ეგ წაკითხული მაქვ...   Jul 27 2007, 03:18 PM
ზებედე   ბავშვი როცა იბადე...   Jul 27 2007, 03:21 PM
_Matasi_   და ვერ ვხვდები, რა...   Jul 27 2007, 04:20 PM
ზებედე   და ვერ ვხვდები, რატ...   Jul 27 2007, 04:23 PM
მხევალი ნინო   ზებედე შენტან 3 წლ...   Jul 27 2007, 04:23 PM
Tatarashvili   ზებედე გადავათვალ...   Jul 27 2007, 04:39 PM
ზებედე   ხედავ რომ სხვები ს...   Jul 27 2007, 07:52 PM
მხევალი ნინო   Tatarashvili ეუფ ახალი ამ...   Jul 27 2007, 07:27 PM
მხევალი ნინო   ზებედე სოტორისის ...   Jul 27 2007, 07:54 PM
ზებედე   ზებედე სოტორისის ...   Jul 27 2007, 08:08 PM
მხევალი ნინო   ზებედე რას გულის...   Jul 27 2007, 08:09 PM
ზებედე   ზებედე რას გულისხ...   Jul 27 2007, 08:12 PM
Tatarashvili   ზებედე ესე იგი მიხ...   Jul 27 2007, 08:16 PM
ზებედე   ზებედე ესე იგი მიხ...   Jul 27 2007, 08:17 PM
მხევალი ნინო   ზებედე გუჯა საერ...   Jul 27 2007, 08:20 PM
kato_Bato   ხო, სანამ ბავშვებს ...   Jul 27 2007, 08:22 PM
მხევალი ნინო   თქვი გუჯა რა გაიგე, ...   Jul 27 2007, 08:24 PM
ზებედე   თქვი გუჯა რა გაიგე,...   Jul 27 2007, 08:33 PM
Tatarashvili   თემა დახურეთ   Jul 27 2007, 08:38 PM
ზებედე   თემა დახურეთ მიზე...   Jul 27 2007, 08:43 PM
Tatarashvili   მიზეზი??? არამართლმ...   Jul 27 2007, 08:51 PM
ზებედე   რა აზრია აქვს შენთ...   Jul 27 2007, 09:02 PM
Tatarashvili   ჩემთან კამათს კი ა...   Jul 28 2007, 09:35 AM
დათიკო   ზებედე მთელი შენი ...   Jul 28 2007, 10:01 AM
მხევალი ნინო   ზებედე გრიგოლი ღ...   Jul 28 2007, 11:50 AM
sofi89   ზებედე ზემოთ ნათლ...   Jul 28 2007, 12:26 PM
ზებედე   მე ეს საკითხი გარ...   Jul 29 2007, 11:47 PM
sofi89   ზებედე და რომ ამბო...   Jul 28 2007, 01:21 PM
ზებედე   [b]ზებედე და რომ ამბ...   Jul 30 2007, 12:21 AM
.nino   მხოლოდ პირველი გვე...   Jul 28 2007, 01:58 PM
izi-bartki   მართალია ეს პრობლ...   Jul 29 2007, 06:21 PM
მართა   ზებ ერთ მაგალითს მ...   Jul 30 2007, 03:21 AM
ზებედე   ზებ ერთ მაგალითს მ...   Jul 30 2007, 03:40 AM
მართა   თუმცა მე ისიც გამი...   Jul 30 2007, 02:02 PM
ზებედე   ასეც შეიძლება, მაგ...   Jul 30 2007, 06:13 PM
Tatarashvili   განსაკუთრებულ მოვ...   Jul 30 2007, 06:52 PM
ზებედე   თუ არ ეძიე ვერც იპო...   Jul 30 2007, 07:35 PM
Tatarashvili   გაიხსენე უფალი რა...   Jul 30 2007, 07:39 PM
ზებედე   მე სასწაულებს არ ვ...   Jul 30 2007, 07:45 PM
Tatarashvili   შენი წინა პოსტი... ...   Jul 30 2007, 07:57 PM
Tatarashvili   ზებ ერთ მაგალითს მ...   Jul 30 2007, 11:18 AM
kato_Bato   ზებედე გუჯა დაანე...   Jul 30 2007, 07:46 PM
meleqse   გადავიკითხე წინა პ...   Jul 30 2007, 08:42 PM
მართა   ჩემთვის სულაც არ ა...   Jul 31 2007, 01:21 AM
catherina_10   ვისაც არ უნდა ამ სა...   Jul 31 2007, 02:23 PM
მნათე   ყველგან უსაგნო მსჯ...   Jul 31 2007, 02:35 PM
ზებედე   ყველგან უსაგნო მს...   Aug 9 2007, 04:29 AM
მარიამი   ეკლესია ხედავს ამ...   Aug 9 2007, 09:48 AM
თათარაშვილი   ეკლესია ხედავს ამ...   Aug 9 2007, 01:02 PM
catherina_10   რატომ გიჩნდება გუჯ...   Aug 9 2007, 12:44 PM
მხევალი ნინო   ზიარება საიდუმლოა,...   Aug 9 2007, 01:23 PM
ზებედე   ზიარება საიდუმლოა...   Aug 9 2007, 03:31 PM
afxazi   პატარა ბავშვების ზ...   Aug 14 2007, 06:41 PM
ზებედე   პატარა ბავშვების ...   Aug 14 2007, 06:50 PM
Sotiris   პატარა ბავშვების ...   Aug 14 2007, 07:00 PM
ზებედე   ზიარება არის საუფ...   Aug 14 2007, 07:18 PM
Sotiris   სულიერად ზიარება ...   Aug 14 2007, 07:22 PM
ზებედე   პროტესტანტი ხარ. ე....   Aug 14 2007, 07:36 PM
Sotiris   პროტესტანტიც ხარ ...   Aug 14 2007, 07:51 PM
ზებედე   ბუდისტიც ყოფილხარ...   Aug 14 2007, 07:54 PM
Sotiris   ასე გიპასუხებ: [img]http:...   Aug 14 2007, 08:08 PM
თათარაშვილი   გილოცავ ამ თემაში ...   Aug 14 2007, 08:13 PM
afxazi   Sotiris [quote] მე არ მინახა...   Aug 14 2007, 07:33 PM
Sotiris   afxazi არა, მე პირადად ...   Aug 14 2007, 07:41 PM
თათარაშვილი   ნუთუ კიდევ ვერ გაგ...   Aug 14 2007, 07:43 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 10:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი