ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
შეხვეწილი |
Nov 16 2006, 12:42 PM
პოსტი
#1
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
ყველაფერი ვეფხისტყაოსანზე!
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
Ismail |
Jul 27 2007, 12:02 AM
პოსტი
#2
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ ფრიად საინტერესო და უცნაურ მოვლენაზე ვეფხისტყაოსანში. როგორც ვიცით, ვეფხისტყაოსანში, აბსოლუტურად ყველა სტროფი არის თექვსმეტმარცვლიანი
მაგალითად: სხვა-გან იქს მი-სი გო-ნე-ბა მის-მან თა-ვი-სა წო-ნა-მან... ... ი-ყო ა-რა-ბეთს როს-ტე-ვან, მე-ფე ღმრთი-სა-გან სვი-ა-ნი... მოკლედ, ყველა ტაეპი 16 მარცვლისგან შედგება ვეფხისტყაოსნის 1500-ზე მეტი სტროფიდან გამონაკლისია მხოლოდ ერთი (!!!) მხოლოდ ერთ სტროფშია 20 მარცვლიანი ტაეპები. ეს სტროფი ასე ჟღერს: შეკ-რა წი-თე-ლი ა-სი ა-თა-სი პი-რად მზე-მან და ტა-ნად სა-რო-მან, სამასი თავი სტავრა ატლასი უხვმან, ნიადაგ მიუმცდარომან, სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან. კაცი გაგზავნა ნაზირისასა, ესე ყველაი მის წილ არო მან. ეს სტროფი არის თავში "დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი" და ასახავს ავთანდილის მიერ ვაზირისათვის ძღვენის გაგზავნას. საინტერესოა, რატომ გააკეთა ერთი ასეთი უცნაური გამონაკლისი შოთამ? 1500-ზე მეტი სტროფიდან მაინცდამაინც ეს ერთი სტროფი რატომაა 20 მარცვლიანი? თქვენ არ გაინტერესებთ? მე მაინტერესებს, თან ძალიან. რაღაც მეეჭვება, რომ შოთას ამ სტროფში გადმოცემული აზრის გადმოცემა 16 მარცვლიან სტროფში არ შეძლებოდა. იქნებ შოთამ ცოტა გართობა გადაწყვიტა და იმიტომ გააკეთა ეს? ანუ უბრალოდ ერთი ხალისიანი ექსპერიმენტი ჩაატარა? ჰა? თქვენ რას ფიქრობთ? ___________________________________________________________ P.S. რა გამაოგნებელია ვეფხისტყაოსანი!!! ამ ფაქტზე ცალკე თემაც უნდა გავაკეთო!!! დაწერეთ რა თქვენი აზრი (თუ დაპოსტეთ, თუ რაც ქვია, რავი ახალი ვარ ამ ფორუმზე) -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
di_onise |
Jul 27 2007, 02:35 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 |
იქნებ შოთამ ცოტა გართობა გადაწყვიტა და იმიტომ გააკეთა ეს? ანუ უბრალოდ ერთი ხალისიანი ექსპერიმენტი ჩაატარა? ჰა? თქვენ რას ფიქრობთ? ___________________________________________________________ ხო ეგ ერთობოდა და აბა ჩვენ გვკითხე რო ვიმტვრევთ თავს....... აღარ დავინახო ეგეთი ექსპერიმენტები |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი