თქვენი აზრი მაინტერესებს"მწვალებლობის შესახებ". |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თქვენი აზრი მაინტერესებს"მწვალებლობის შესახებ". |
saria-giorgi |
Jul 24 2007, 04:48 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
რა არის მწვალებლობა და დღეს რა სახით ვრცელდება?
-------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მნათე |
Jul 25 2007, 05:05 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ხალხო რაზე მსჯელობთ?
ერესი, მწვალებლობა - დამახინჯებული ქრისტეანობა. წარმართობა - ორგვარი - მონო და პოლითეისტური - ჭეშმარიტების მაგიერ, არარას განდიდება. ამაზე მეორე კლასში არ უნდა დაობდნენ... ციტატა მაშინ რად არის ანათემირებული? მანახეთ დოკუმენტი, და მისი გაცემის ადგილი, თქვენ სემინარიაში სწავლობთ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
saria-giorgi |
Jul 25 2007, 05:29 PM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
მანახეთ დოკუმენტი, და მისი გაცემის ადგილი, თქვენ სემინარიაში სწავლობთ? დოკუმენტში თუ გულისხმობ ანათემის შესახებ?ეკლესიაში დიდმარხვის პირველ კვირიაკე არის უცდომელი საბუთი.სემინარიაში ვსწავლობ. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
გიორგი |
Jul 25 2007, 05:38 PM
პოსტი
#24
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
სემინარიაში ვსწავლობ. ძალიან კარგი. რომელ კურსზე ხარ? მწვალებლობად უცხო რელიგიები არ ითვლება. ციტატა ავტორიტეტ მამას, რომელიც ასე მიჯნავს მწვალებლობას სხვა ანათემირებული სწავლებებისაგან რად უნდა ავტორიტეტი წმინდა მამა ამას? ეს უბრალოდ ტერმინებია. მწვალებელში იგულისხმება ქრისტეს სჯულის მწვალებელი და სხვა რელიგიის მიმდევარი როგორ დაამახინჯებს სჯულს ქრისტეს სახელით, როდესაც საერთოდ არ აღიარებს ქრისტეს ღმერთად?! -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
seminaristi |
Jul 27 2007, 03:15 PM
პოსტი
#25
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
რად უნდა ავტორიტეტი წმინდა მამა ამას? ეს უბრალოდ ტერმინებია. მწვალებელში იგულისხმება ქრისტეს სჯულის მწვალებელი და სხვა რელიგიის მიმდევარი როგორ დაამახინჯებს სჯულს ქრისტეს სახელით, როდესაც საერთოდ არ აღიარებს ქრისტეს ღმერთად?! რელიგიები, რომლებიც ღმერთად ქრისტეს არ აღიარებენ მწვალებლად ვერ ჩაითვლებიან. ტერმინოლოგიური არგუმენტი ამის დასასაბუთებლად უსაფუძვლოდ მეჩვენება და აი,რატომ:სიტყვა "მწვალებლობა" მოდის ძველქართული "განწვალებისაგან", რაც განყოფას,გამიჯვნას ნიშნავს. სწორედაც რომ ტერმინოლოგიური თვალსაზრისით ვუდგებოდი ამ სიტყვას და ამიტომაც ვათავსებდი მწვალებლობაში ყველა ცრუ რელიგიას, ვინაიდან ისინი ერთი მამის, ეშმაკისაგან არიან და განყოფილნი,გამიჯნულნი,"შორად განშორებულნი" არიან მართლმადიდებლობისაგან. ასევე,ტერმინოლოგიური მიდგომა იმიტომაც არ გამოგვადგება, რომ მრავალი სიტყვა დროთა განმავლობაში შორდება თავის პირვანდელ მნიშვნელობას. მაგალითად, ჩვენ კათოლიკებში ვგულისხმობთ ცრუ სწავლების,პაპიზმის მიმდევრებს,მაშინ როდესაც ჩვენ თვითონ ვართ კათოლიკე ეკლესიის წევრები. აგრეთვე, ქალებს ვუწოდებთ მანდილოსნებს, თუნდაც ისინი მანდილს არ ატარებდნენ. მრავალი სიტყვა კი რადიკალურად დაშორებულია თავის პირვანდელ მნიშვნელობას. ამიტომაც მიმაჩნია,რომ ჩვენთვის მთავარია სიტყვის დღევანდელი,თუ შეიძლება ასე ითქვას,"სტანდარტების" დადგენა. ჩვენ,მართლმადიდებლებს კი გვჭირდება სიტყვა ეკლესიის კრებულისა,ეკლესიის მამებისა. ამიტომაც გთხოვე ავტორიტეტის მითითება. აღნიშნულ საკითხზე მივმართე მამებს და გეტყვი,რომ ერთი მხრივ,მართალი ხარ,მეორე მხრივ კი, მინდა კითხვით მოგმართო ერთ-ერთ შენს ნათქვამზე,რომელიც მე შეცდომად აღვიქვი. ჯერ შენს სიმართლეზე: "თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ჰურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს..."(მოციქულთა 65-ე კანონი) "არ შეიძლება ურიათა ან მწვალებელთაგან..."(ლაოდ.37.) და ა.შ. ამ კანონებში მართლაც გამიჯნულია ერთმანეთისაგან მწვალებლობა იუდაიზმისაგან(არაქრისტეანულ რელიგიისაგან),მაგრამ არის ისეთი კანონები,რომლებიც,ერთი შეხედვით,თითქოს არ მიჯნავენ მათ.(მოციქ.45;ლაოდ.33;ლაოდ.31 და ა.შ.) ამიტომაც,შეიძლება,რომ მორწმუნემ მწვალებლობა სრულიადაც არ გამიჯნოს სხვა, არაქრისტეანული რელიგიებისაგან,ვინაიდან მართლმადიდებელისათვის მთავარია ის,რომ ყველა ეს რელიგია წარმწყმედელია. შენ გამამართლებელ საბოლოო დასკვნად კი მოვიყვან წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის განსაზღვრებას მწვალებლობაზე:"მწვალებლობა ნიშნავს საერთოდ რომელიღაც გამოყოფილ სწავლებას. ასე,ქრისტეანული სწავლება, თავისი წარმოშობის საწყის ეტაპზე ზოგჯერ მწვალებლობად იწოდებოდა.მაგრამ დროთა ვითარებაში, სახელწოდება მწვალებლობა მიეკუთვნა მხოლოდ თვითნებურ და ცრუ სწავლებას ქრისტეანობაზე,განმყოფელსა და გამმიჯნავს ერთი, წმიდა,კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სწავლებისაგან. მწვალებლობას უნდა მიეკუთვნოს ის სწავლებაც,რომელიც არ ეხება რა დოგმატებს,არც საიდუმლოებებს,უარყოფს ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას და ნებას აძლევს ქრისტეანებს წარმართული ცხოვრებისა"(იხ. წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი. "სწავლება მწვალებლობაზე"). აი,ერთ-ერთი უდიდესი მამა ჩვენი ეკლესიისა,რომელიც მართლაც მიჯნავს მწვალებლობას არაქრისტეანული რელიგიებისაგან და ამ საკითხში გეთანხმები. მაგრამ მსურს გკითხო: შენ წერ: რელიგიები,რომლებიც ქრისტეს ღმერთად არ აღიარებენ,მწვალებლად ვერ ჩაითვლებიანო. ღმერთად არ აღიარებენ ქრისტეს თავიანთი თავის "იეჰოვას მოწმეებად" მწოდებელნი,მაგრამ, თუ დავეყრდნობით წმიდა ეგნატეს,ისინი მწვალებლები არიან,ვინაიდან მათი სწავლება "თვითნებური და ცრუ სწავლებაა ქრისტეანობაზე" და ეს "მგლები" სწორედაც რომ ქრისტეანობის"ქურქით" მოდიან ჩვენთან. ბოლოს კი აღვნიშნავ,რომ ცრუ რელიგიათა გამიჯვნა არაა ისეთი საკითხი,რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ქრისტეანის ცხონებაში.მართლმადიდებელისათვის ყველა ამ რელიგიათა მიმართ მიდგომა ერთია:"განვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა,არამედ კაცთასა" -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
ზებედე |
Jul 27 2007, 03:34 PM
პოსტი
#26
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
"არ შეიძლება ურიათა ან მწვალებელთაგან..."(ლაოდ.37.) და ა.შ. ამ კანონებში მართლაც გამიჯნულია ერთმანეთისაგან მწვალებლობა იუდაიზმისაგან(არაქრისტეანულ რელიგიისაგან),მაგრამ არის ისეთი კანონები,რომლებიც,ერთი შეხედვით,თითქოს არ მიჯნავენ მათ.(მოციქ.45;ლაოდ.33;ლაოდ.31 და ა.შ.) ამ კანონებში მართლაც კარგად არის გამიჯნული მწვალებლები და არაქრისტიანები. ჯერ ერთი უნდა დავუკვირდეთ, რატომ, რა ვითარებაში და რისთვის აკრძალეს იმ დროში ურიებთან და მწვალებლებთან ერთად ჯდომა ან ტრაპეზობა. დღეს ეგ კანონები არ მოქმედებს, რადგან დღეს ერთმანეთში არ გვაქვს დაძაბული და მტრული ურთიერთობა მე პირადად მაგ კანონებს არ ვიცავ, იმიტომ რომ ეგ კანონები წარსულს ჩაბარდა ასევე დრომოჭმული კანონია რომელიც კრძალავს მწვალებლების ტაძრებში შესვლას და მათთან ერთად ლოცვას, აქაც უნდა დავუკვირდეთ, რა დროში, რისთვის, ან რა იყო მიზეზი მწყალებლებთან ლოცვის აკრძალვისა. დღეს თითქმის ყველა ქრისტიანულ მიმდინარეობას და სხვა რელიგიებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ მართლმადიდებლებთან, ამიტომ ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ვილოცო პროტესტანტთან ან კათოლიკესთან ერთან მამაო ჩვენო ან სხვა ლოცვები, მე არ ვამბობ რომ მათთან ერთად წირვა ჩატარდესთქო, მაგრამ არის ლოცვები რომლებიც შეიძლება ერთად ვთქვათ ამის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი ის ერთობლივ წირვებს არ ატარებს კათოლიკებთან, მაგრამ არის ლოცვები რომლებსაც ერთად ამბობენ. როდესაც ბართლომეოსი რომის პაპთან იყო, კათოლიკებმა ფილიოკვე გააუქმეს და მრწამსი მართლმადიდებლურად თქვეს -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Sotiris |
Jul 27 2007, 05:31 PM
პოსტი
#27
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ამ კანონებში მართლაც კარგად არის გამიჯნული მწვალებლები და არაქრისტიანები. ჯერ ერთი უნდა დავუკვირდეთ, რატომ, რა ვითარებაში და რისთვის აკრძალეს იმ დროში ურიებთან და მწვალებლებთან ერთად ჯდომა ან ტრაპეზობა. რა ტრაპეზობა, ერიჰა. ციტატა დღეს ეგ კანონები არ მოქმედებს, რადგან დღეს ერთმანეთში არ გვაქვს დაძაბული და მტრული ურთიერთობა მე პირადად მაგ კანონებს არ ვიცავ, იმიტომ რომ ეგ კანონები წარსულს ჩაბარდა შენ კიდევ სხვა რამეებსაც არ იცავ. უნდა ვიფიქროთ, რომ ეგენიც წარსულს ჩაბარდა? ციტატა ასევე დრომოჭმული კანონია რომელიც კრძალავს მწვალებლების ტაძრებში შესვლას და მათთან ერთად ლოცვას, წაიკითხე ჩვენი სინოდის დადგენილება ერთობლივ ლოცვებზე? ციტატა ამის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი ის ერთობლივ წირვებს არ ატარებს კათოლიკებთან, მაგრამ არის ლოცვები რომლებსაც ერთად ამბობენ. როდესაც ბართლომეოსი რომის პაპთან იყო, კათოლიკებმა ფილიოკვე გააუქმეს და მრწამსი მართლმადიდებლურად თქვეს გუჯა, ხანდახან (შენს შემთხვევაში ხშირად? ) ჩუმად ყოფნა ჯობია, რომ რამე უაზრობა არ წამოგცდეს. ჯერ ერთი, მრწამსს ერთად რომ ამბობდნენ, პაპს არ ჩაუმატებია ფილიოკვე, მაგრამ იქ მყოფმა ლათინმა სამღვდელოებამ ეგრევე მიამატა. დოგმატის რა გაუქმებაზე მელაპარაკები, ხომ დაუდგათ თავდაყირა ლათინებს პაპის უცდომელობის დოგმატი? სად გააუქმეს, საბუთი გვაჩვენე. შენ მგონი საერთოდ არ იცი, რას ასწავლიან ახლა ლათინები ფილიოკვეზე და რატომ არ ჭირდებათ და არ თვლიან საჭიროდ მოითხოვონ, მრწამსში ჩასვით აუცილებლადო. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 10:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი