სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Sotiris |
Jul 27 2007, 09:10 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
გუშინ სკაიპში მნათესთან ვიმსჯელე ამ თემაზე და იდეა მომაწოდა ფორუმზეც განგვეხილა. თემას ამ განყოფილებაში იმიტომ ვხსნი, რომ ღმრთისმეტყველების განყოფილებაში ფორუმელთა უმრავლესობა მაინც არ წაიკითხავს და იქნებ აქ წაიკითხონ.
ახალ აღთქმაში მრავალი ადგილია ეშმაკის შესახებ (ერთი ასეთია 1 პეტრე 5,8, რაც სათაურშიც გავიტანე). იგი არ არის რაღაც დეპერსონიფიცირებული პასიური ბოროტება, არამედ იგია პირი 1) საკუთარი ნებით (2 ტიმოთე 2,26: და განიფრთხონ საფრჴისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისასა), გონებით (2 კორინთ. 2,11: რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ) 2) ცდუნების მეთოდებით (2 კორინთ. 11,3: ხოლო მეშინის, ნუუკე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისსტეს მიმართ. ასევე სხვა მრავალი ადგილიც), რომლის წინააღმდეგაც ქრისტიანს ფიცხელი ბრძოლის წარმოება უწევს (ეფეს. 6,11-17: შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა. რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ. და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად; და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ) 3) დინამიური და არა პასიური (1 თესალონ. 2,18: ვინაჲცა ვინებეთ მისლვაჲ თქუენდა მე, პავლე, ერთ-გზის და ორ-გზის, და დამაბრკოლნა ჩუენ სატანა. 2 თესალონ. 2,8-9: და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაჲთა). 4) დიდი ძალით, რომელსაც საკუთარი თავის წარმოჩენაც კი შეუძლია ნათლის ანგელოზად, ცრუ სასწაულების კეთება (2 თესალონ. 2,9: რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაჲთა), თანაშემწედ ჰყავს დაცემულ ანგელოზთა მრავალრიცხოვანი დასები (კოლას. 2,15: განძარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა. ეფეს. 6,12: რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე), ბნელი საწუთროს სოფლისმპყრობელია. 5) რომელსაც შეუძლია აცდუნოს მორწმუნეები (1 კორინთ. 7,5: ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაჲმე, ჟამ რაოდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა. 1 ტიმოთე 3,6-7: ნუ ახალნერგ, რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა. არამედ ჯერ-არს მისა, რაჲთა წამებაჲცა კეთილი აქუნდეს გარეშეთგან, რაჲთა არა ყუედრებასა შევარდეს და საფრჴესა ეშმაკისასა. 1 ტიმოთე 4,1: ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა. 1 ტიმოთე 5,14-15: მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაჲ, შვილთა სხმაჲ, სახლისა პყრობაჲ და არცა ერთისა მიზეზისა ცემად მჴდომსა ადგილად გინებისა. რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა). ამ ციტატების მეტი რაოდენობით მოყვანაც შეიძლებოდა. ახლა კი ჩვენ იმას ვხედავთ, როგორ ხდება თანამედროვე წარმოდგენებში ეშმაკის დეპერსონიფიცირება, მის რაღაც პასიურ ძალად წარმოდგენის მცდელობა, უკანა პლანზე გადაწევა. თითქოს ეშმაკს სურს, არც ისე საზარლად წარმოაჩინოს თავი, მაგრამ ეს ხომ ცხადია ისევ მოტყუების მეთოდია. თვით საუფლო ლოცვაშიც კი, მამაო ჩვენოში, სიტყვებში "არამედ გვიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან" საუბარია არა რამე დეპერსონიფიცირებულ ბოროტებაზე, არა რამე გასაჭირზე, შიმშილზე თუ ამის მსგავსზე, არამედ ეშმაკზე. ექცევა ამას ყურადღება თანამედროვე მორწმუნეების მიერ? რატომ ვხედავთ ასეთ ტენდენციას? რატომ ხდება, მაგალითად, რომ აპოკალიპტურ თემებზე თუ იწყება საუბარი ყოველგვარი ფანატიზმის და ეგზალტაციის გარეშეც კი, ზოგიერთი მორწმუნე მომენტალურად იძაბება და გამწარებული აკერებს სხვებს ფანატიკოსის და ბნელის იარლიყებს? რა ფსევდომართლმადიდებლური შიშის ფორმაა ეს? ამ პოსტს ასეთი ფრესკით დავხურავ: ![]() ეს არის (იყო, უფრო სწორად) საშინელი სამსჯავროს გამოსახულება ჯორდანვილადან. როგორც ხედავთ, ცეცხლოვან მდინარეში მიდიან ეშმაკი და ცოდვილები: ![]() მაგრამ ვიღაცას ეს ფრესკა არ მოეწონა და (მთავარეპისკოპოს ლავრის კურთხევის გარეშე) ასეთად გადააკეთა: ![]() ცეცხლოვანი მდინარე გაქრა, ხოლო ჯოჯოხეთი კი რაღაც აბსტრაქტულ სიცარიელედ იქცა. სად მივყავართ ჰუმანიზმს? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მნათე შესანიშნავი დეკლა... Jul 27 2007, 09:40 PM
Tatarashvili საინტერესო თემაა ... Jul 27 2007, 10:09 PM
athos
:D
რაში აინტერესე... Jul 27 2007, 10:38 PM
მნათე
ადამიანთან, ოღონდ ... Jul 27 2007, 10:40 PM
Tatarashvili
ბოდიშით თუ რამე არ... Jul 27 2007, 10:43 PM
მნათე
სწორედ შენიშნე, მდ... Jul 27 2007, 10:45 PM
kato_Bato ჩვენი ნაცნობი ადამ... Jul 28 2007, 12:09 AM
მნათე
ეფეს. 6,11-17
შეიმოსეთ... Jul 28 2007, 12:56 AM
athos
ეფეს. 6,11-17
შეიმოსე... Jul 28 2007, 01:35 AM
soso5
ეფეს. ეშმაკს რომ ვ... May 17 2008, 04:54 AM
Iona ერთი კითხვა მაქვს --... May 29 2008, 11:50 PM
saria-giorgi
ერთი კითხვა მაქვს -... May 30 2008, 11:02 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 11:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი