ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 01:15 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია ხატწერის გაუბრალოებისა და საერთოდ გამიწიერებისა. წმინდანის ხატი უპირველეს ყოვლისა გადმოსცემს ფერისცვალების, განღმრთობის იდეას. ხატი არ არის ფოტოგრაფიულად ზუსტად შესრულებული ნახატი, ის ონტოლოგიურ რეალობას გამოხატავს, ანუ იმას, რაც არის მიზანი თითოეული ადამიანისა, ანუ განღმრთობა. ამიტომაც არის, რომ მაგალითად უდიდესი სიწმინდე იესო ქრისტეს სუდარა ვერასოდეს ვერ დაიკავებს ხატის ადგილს, ვინაიდან მასზე იესო ქრისტეს მკვდარი სხეულის ფოტოგრაფიული სახეა გადმოცემული...მკვდარი და არა აღმდგარი - ეს რა თქმა უნდა არანაირად არ აკნინებს ამ უდიდეს სიწმინდეს.
აი ამ გადასახედიდან გაუგებარია ბოლო დროის ხატებში ისეთი ელემენტების შემოტანა, რაც ხატის, როგორც სასუფევლისკენ მიმართული სარკმლის იდეას რბილად რომ ვთქვათ არ ეთანადება. მაგალითი შეიძლება იყოს, წმინდა მატრონას ხატი, სადაც ის გამოხატულია ბრმა...მგონი ეს დარღვევაა სწორედ იმ უმთავრესისა, რასაც ხატი ეწოდება და რაც სამწუხაროდ ხატის, როგორც ფოტოგრაფიული ნივთის - ნახატის იდეას უფრო შეეფერება. ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Tamro |
Jul 27 2007, 10:20 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 80 რეგისტრ.: 20-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 880 |
ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია ხატწერის გაუბრალოებისა და საერთოდ გამიწიერებისა. წმინდანის ხატი უპირველეს ყოვლისა გადმოსცემს ფერისცვალების, განღმრთობის იდეას. ხატი არ არის ფოტოგრაფიულად ზუსტად შესრულებული ნახატი, ის ონტოლოგიურ რეალობას გამოხატავს, ანუ იმას, რაც არის მიზანი თითოეული ადამიანისა, ანუ განღმრთობა. ამიტომაც არის, რომ მაგალითად უდიდესი სიწმინდე იესო ქრისტეს სუდარა ვერასოდეს ვერ დაიკავებს ხატის ადგილს, ვინაიდან მასზე იესო ქრისტეს მკვდარი სხეულის ფოტოგრაფიული სახეა გადმოცემული...მკვდარი და არა აღმდგარი - ეს რა თქმა უნდა არანაირად არ აკნინებს ამ უდიდეს სიწმინდეს. აი ამ გადასახედიდან გაუგებარია ბოლო დროის ხატებში ისეთი ელემენტების შემოტანა, რაც ხატის, როგორც სასუფევლისკენ მიმართული სარკმლის იდეას რბილად რომ ვთქვათ არ ეთანადება. მაგალითი შეიძლება იყოს, წმინდა მატრონას ხატი, სადაც ის გამოხატულია ბრმა...მგონი ეს დარღვევაა სწორედ იმ უმთავრესისა, რასაც ხატი ეწოდება და რაც სამწუხაროდ ხატის, როგორც ფოტოგრაფიული ნივთის - ნახატის იდეას უფრო შეეფერება. ვისაუბროთ გასაგებია რა მიმართულებითაც არ ეთანხმებით ხატებში გარკვეული ელემენტების შემოტანას, რაღაცეებს მეც არ ვეთანხმები არ ვეთანხმები მაგალითად წმინდანის ზედმეტად გამიწიერებას, მაგალითად ელია წინასწარმეტყველის ტაძარში ვნახე წმინდა ნინოს ხატი ჭედურობა(ჩეგანკას რომ ეძახიან)საოცარი ხორციელი შეხედულებით მკვეთრად გამოხატული მკერდითა და თეძოებზე გამოყვანილი კაბით, მაგრამ ეს არგუმენტი რომ წმინდა მატრონა ბრმაა გამოსახული ჩემი აზრით ასე გამოსახვა უფრო გამართლებულია ვიდრე ის რომ ადამიანი რომელიც დაბადებით ბრმა იყო თვალხილული გამოესახათ, ამავე დროს ხატი ხომ გარკვეულწილად წმინდანის ბიოგრაფიულ რაიმე დეტალსაც გვაჩვენებს. ისე ქართული ხატები მეტი სისიდავითა და ნაკლებ რეალისტური სახეებით გამოირჩევა რუსულისაგან რაც მე უფრო მომწონს. რუსულ ხატებს მეტი ბრწყინვალება აქვთ და ზოგჯერ ფოტოს უფრო გავს. რუსულ ხატწერაში უფრო კათოლიკური გავლენაც იგრძნობა. ნამდვილად ვეთანხმები მინდა წარმოგიდგინოთ წმიდა მოწამე დედოფალ ალექსანდრას ხატი. მისმა ასეთი სახით გამოსახვამ ცოტა გამაოცა კიდეც. ძალიან მკერდმოღეღილი ჰყავთ წარმოჩენილი (შემინდოს უფალმა) ეჭვი მეპარება რომ ეს ხატი იყოს რადგან დედოფალია ეს იმას არ ნიშნავს რომ იგი მაკიაჟით იყო გამოსახული ხატზე ,თამარიც მეფე დედოფალი იყო მაგრამ თუ გინახავთ სადმე ასე ზედმეტად შელამაზებული? მაგრამ ასე ძირითადად რუსულ ხატებზე ხდება -------------------- ------------------------------------------------------
''უფალო იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი-ბრკოლისაგან'' ''ქრისტე მოგეფეროს შენ უსაყვარლესო'' |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი