![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მშვიდობა მამაო. მაინტერესებს მონათლული ახალშობილის ზიარება როგორ ხდება. დედამ ხომ არ უნდა წაუკითხოს ბავშვს ზიარების წინა და შემდეგი ლოცვები. ეს კითხვა ერთ-ერთმა ფორუმელმა დაუსვა მოძღვარს. მე მაინტერესებს, რა აუცილებელია ახალშობილის ზიარება? ბავშვმა ხომ არ იცის რა არის ზიარება? რწმენის გარეშე საიდუმლოს, მით უმეტეს ამხელა საიდუმლოს-ზიარებას რა აზრი აქვს? ზიარება მაგიური ქმედება ხომარ არის? ბავშვს, მით უმეტეს ახალშობილს რა რწმენა უნდა ჰქონდეს? არ სჯობია ჯერ გაიგოს რწმენით, და ისე ეზიაროს? ეხლა არ თქვათ უზიარებელი მონათლული ახალშობილი არ ცხონდებაო ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ზებედე
მთელი შენი ცდომილება აქედან მოდის. ციტატა ჩვილი ბავშვები, თავიანთი უცოდველობით ისედაც ქრისტესთან არიან თვეების ჩვილი ცოდვებს არ სჩადის რომ ქრისტეს დაშორდეს, ისინი უზიარებლადაც ცხონდებიან ჩვილი ბავშვი ისეთივე დაზიანებული ბუნების მატარებელია, როგორც ყოველი ადამიანი. ნათლობის შემდგომ, მართალია, ის თავისუფლდება ამისგან, მაგრამ მისი ბუნება კვლავაც რჩება მიდრეკილად ცოდვებისკენ. ჩვილი ბავშვი არ არის ქრისტესთან იმ მნიშვნელობით რასაც შენ ამბობ. როდესაც სოტირისი გეუბნება რომ პროტესტანტული მსჯელობააო, სრულიად მართალია, რადგან პროტესტანტთა სწავლებით ნათლობის შემდეგ ადამიანი უკვე იმყოფება სულის იმდაგვარ მდგომარეობაში, რომ მას აღარ ესაჭიროება ღვაწლი. ის უკვე არის "გამოხსნილი" (გამოხსნილი არა იმ მნიშვნელობით, როგორსაც ჩვენ, მართლმადიდებლები ვიყენებთ) და მას მხოლოდ უფლის დიდებაღა დარჩენია საბოლოო ცხონებისთვის. ჩვენ, მართლმადიდებლებს კი ნათლობის შემდგომ გვეხსნება გზა, რომლის გავლის შემდეგაც გამოვიხსნებით. ეს გზა მეტად რთულია და ღვაწლს ითხოვს. ის რომ ჩვილი ამ გზას ვერ გაივლის თავისი ფიზიკური მდგომარეობის გამო, სრულებით არ ნიშნავს რომ აღარაა საჭირო ზიარება, მას ხორცის გარდა (ფიზიკური სხეულის გარდა) სულიც გააჩნია, რომელსაც ისევე სჭირდება ზრდა, როგორც ხორცს, ქრისტეში ყოფნა და მისი თანაზიარება უმნიშვნელოვანესია ყოველი ადამიანისთვის, მათ შორის ჩვილთათვისაც. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი