ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:14 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აქ განვიხილოთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხები
ასევე, წარმოვაჩინოთ სამართლებრივი პრობლემები რაც ამ სფეროში არსებობს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Oct 26 2006, 12:17 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მოკლედ ჩამოვაყალიბოთ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ:
1-სახელმწიფო არის ღვთისგან დადგენილი. უფლის მიერ დადგენილია მეფობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რესპუბლიკური წყობის პირობებში ჩვენ არ გვმართეს სახელმწიფოს მორჩილება. ვიცით, რომ პირველი ქრისტიანი მმართველი - კონსტანტინე დიდი დღევანდელი გაგებით პრეზიდენტი უფრო იყო, ვიდრე მეფე, რამდენადაც იგი არჩეული იყო თანამდებობაზე (რომის იმპერიაში იმპერატორს სენატი ირჩევდა). თუმცა ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, უდიდესი კვალი დაემჩნია ქრისტეს წმინდა ეკლესიის ისტორიაში. ეკლესიის დიდი მნათობი იოანე ოქროპირი, განმარტავს რა სექტებს და მათდამი დამახასიათებელ ნიშნებს, სექტის ერთ-ერთ "ამოსაცნობ" ნიშნად ასახელებს "სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობას". ანუ მისახვედრია, სანამდე შეიძლება მივიდეთ სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობით! ღმერთმა დაგვიფაროს.... ამავე დროს, აუცილებელია ითქვას, რომ ჩვენ არ ვემორჩილებით სახელმწიფოს იმ კანონებს, რომელიც მართლმადიდებლურ სწავლებას ეწინააღმდეგება, არ ვემორჩილებით არანაირ შემთხვევაში, ”დაღათუ იყოს სიკუდილიცა”. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ამ წესის განზოგადება. ვგულისხმობ იმას, რომ თუ სახელმწიფოს რომელიმე კანონი ეკლესიური სწავლების საწინააღმდეგოა, ამიტომ რომ არ დავემორჩილოთ სხვა კანონებსაც. ამდენად პირველი წესი: ქრისტიანი უნდა იყოს სახელმწიფოს მორჩილი ყველა შემთხვევაში, გარდა იმისა, როცა სახელმწიფოს მას ეკლესიის საწინააღმდეგო მოქმედებას თხოვს 2-სახელმწიფოს მმართავს ხელისუფალი, რომელიც თანამდებობას იკავებს მის მიერვე დადგენილი წესით, თუმცა... უფლის ნებით ან დაშვებით! მგონი ზედმეტიც კია კომენტარი იმის თაობაზე, რომ ყველა ხელისუფლებას ზეგარდამო აქვს ძალაუფლება, რაც ნათლად ჩანს მაცხოვრისა და პროკურატორ პილატე პონტოელის საუბარში ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლების მორჩილება აუცილებელი კომპონენტია სახელმწიფოს მორჩილებაში. სახელმწიფო აბსტრაქტული ცნებაა, იგი ფიზიკურად არ არსებობს. სახელმწიფოს მორჩილება გამოიხატება ერთის მხრივ მის მიერ დადგენილი კანონების აღსრულებაში, ხოლო მეორეს მხრივ - მისი მმართველის მორჩილებაში. ბუნებრივია, აქაც მოქმედებს წესი, რომ მას ანტიეკლესიურ საქმეებში არ ვემორჩილებით მორჩილების გვერდით, აუცილებელია ხელისუფალისადმი პატივისცემა. XIX-XX სს. ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე ნესტორ ყუბანეიშვილი, განმარტავს რა უფლის V მცნებას (დედ-მამის პატივისცემის შესახებ), პირდაპირ ამბობს, რომ ამ მცნების ქვეშ მოიაზრება სახელმწიფოს ხელისუფლებისადმი პატივისცემა. ჩვენ, მართლმადიდებლები, უნდა მოვერიდოთ თუნდაც მცირე აუგი სიტყვის თქმასაც ჩვენს ხელისუფალზე. ეს სიბილწეა ღვთის წინაშე ამავე დროს, განსაკუთრებულად უნდა აღვავლენდეთ ლოცვებს ღვთივდაცული ჩვენი ერის კეთილმსახური მთავრის, კეთილმორწმუნე მთავრობის და ქრისტესმოყვარე მხედრობისათვის. ცნობილი გამოთქმისამებრ: "მოგწონს მთავრობა? ილოცე მისთვის! არ მოგწონს? მაშინ ორჯერ მეტად გმართებს ლოცვა!"განა უფალი, ყოვლად კეთილი, ამდენი ლოცვის შემდეგ არ მოგვცემს ისეთ მთავრობას, რომელიც კარგი იქნება ქრისტეს ეკლესიისათვის?? აქ აუცილებელია ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება: ა) რა ვქნათ, როცა მთავრობა ჩვენთვისაა მიუღებელი? ბ) რა ვქნათ, როცა მთავრობა ეკლესიისთვისაა მიუღებელი? ა) ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ლოცვები. ყოვლად დაუშვებელია ლანძღვა, შეურაცხყოფა და განკითხვა. თუკი მოგვეცა ამის საშუალება, მაშინ ქრისტესმიერი სიყვარულით (და არა ბოღმით აღსავსე გულით) ვამხილოთ იგი, და ამასთან ვაჩვენოთ პრობლემის გადაჭრის ჩვენეული გზა. ეს ეხება ხელისუფლებას ყველა დონეზე. უნდა გვახსოვდეს უცილობლივ, რომ ის, რაც ჩვენთვისაა მიუღებელი, შეიძლება სხვისთვის იყოს მისაღები, ამიტომ კარგად უნდა ჩავუკვირდეთ, ამ "მიუღებლობის" მიზეზი რეალურია, თუ ის ეგოცენტრული აზროვნებიდან გამომდინარეა, პრინციპისამებრ: "მე თუ არ ვარ კარგად, ქვეყანაში რა ხდება არ მაინტერესებს", "მე თუ არ ვიქენი კარგად, ქვა ქვაზეც დადუღებულა". ამგვარი აზროვნება მართლმადიდებლობასთან შეუთავსებელია. ხოლო თუკი "მიუღებლობის" მიზეზი რეალურია, მაშინ ჩვენ ერთის მხრივ ლოცვით, ხოლო მეორეს მრივ საქმით უნდა ვეცადოთ აღმოვფხვრათ ეს მიზეზი. ტოტალური დაუმორჩილებლობა, მით უმეტეს თუ საკითხი ყოფითია, მიუღებელია ბ) რაც შეეხება ეკლესიისათვის მიუღებლობას. უპირველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის სახელით აზრის გამოთქმის უფლება ჩვენთვის არავის უბოძებია. თუკი ეკლესიისათვის მიუღებელია რაიმე, ეკლესიის პირველიერარქები ღიად და მკაფიოდ იტყვიან ამას. უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეს ეკლესია ამ ქვეყანაზე არის მებრძოლი ეკლესია და იგი არასდროს შეშინებია ამქვეყნიურ ამაო ძალებთან დაპირისპირებას. აღნიშნულის ბოლო და ნათელი მაგალითია, თუნდაც, წმ. კათალიკოს ამბროსის წერილი გენუის კონფერენციისადმი. ამიტომ ჩვენი "დასკვნები" არ უნდა მივაწეროთ ეკლესიას, რომ თითქოს ეკლესიისთვის მიუღებელია მთავრობა. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მთავრობისაგან. გვახსოვდეს ისიც, რომ ქრისტეს ეკლესია არის იქ, სადაც არის ქრისტესმიერი ეპისკოპოსი და არა მღვდელი. ამიტომ რომელიმე მოძღვრის ცალკეული შეფასებები ეკლესიის აზრად ვერ ჩაითვლება იმ შემთხვევაში, როცა ეკლესია პირდაპირ დაადასტურებს, რომ მისთვის მიუღებელია მთავრობის რაიმე კონკრეტული პოზიცია ან მთლიანად მისი პოლიტიკა, ჩვენ უსიტყვოდ გადავდივართ ეკლესიის პირველიერარქთა უშუალოდ მორჩილებაში (ანუ გამოვდივართ სახელმწიფოს მორჩილებიდან) და ვექვემდებარებით მხოლოდ მას. ამ შემთხვევაში თავი უნდა შემოვიზღუდოთ ჩვენეული ინტერპრეტაციებისა და მოქმედებებში იმპროვიზაციისაგან. ასეთ დროს ბოროტის ბრძოლა განსაკუთრებით აქტიურდება და ჩვენ უნდა შევასრულოთ მხოლოდ პატრიარქისა და წმ. სინოდის კურთხევა, ზედმიწევნით, სიტყვა-სიტყვით! ამდენად, მეორე წესი: ვემორჩილებით ხელისუფლებას, პატივს-ვცემთ მას და ვლოცულობთ მისთვის. მხარს ვუჭერთ და გვერდში ვუდგავართ ყველა საქმეში, რომელიც ეკლესიას არ ეწინააღმდეგება უჰ, რამდენი დამიწერია... დანარჩენებს მერე გავაგრძელებ! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი