![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
რამდენიმე საკითხში მსურს გარკვევა
![]() ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიო საეკლესიო კრება შეუმცდარია, მაშასადამე მისი დადგენილება საყოველთაოა და სავალდებულო ყველა ქრისტეანისთვის, ის არის სულიწმიდის ნების - დოგმატური გამმჟღავნებელი, ე.წ კრებითი ცნობიერების მატარებელი ![]() კრების მოწვევის მიზანი, არასდროს ყოფილა თავისთავადი, იგი უკავშირდებოდა და უპირისპირდებოდა ეკლესიაში გაჩენილ უცხო სწავლებას, უფრო სწორედ იკრიბებოდა სიმართლის გასარკვევად ![]() რა უნდა ქნას მრევლმა, როდესაც ეკლესიის მაღალიერარქიული ნაწილი, ორ ან მეტ, ბანაკად იხლიჩება და ერთმანეთს უპირისპირდება სწავლების დონეზე? ასეთი შემთხვევები უხვად იყო ადრე, შესაბამისად მაინტერესებს; 1. ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც საეკლესიო კრების განაწესს ადგენდა. 2. იმართებოდა თუ არა დებატები? 3. ვინ ადგენდა საეკლესიო კრებაში მონაწილეთა რაოდენობას? 4. იყო თუ არა აუცილებელი, კრებაზე დასწრებოა ყველა თვითმწყემსობის წარმომადგენელისთვის? 5. ვინ მეთაურობდა კრებას, რომის პაპი? 6. გადაწყვეტილება მიიღებოდა უმრავლესობის პრინციპით? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა მასეთი კრება არალეგიტიმურადაა ჩათვლილი იმიტომ რომ სულიწმინდა არ ფიგურირებდა. აი გამოვლინებაც რომ გაინტერესებდა(ეს ჩემი აზრია თუ მიიღებ) ხოდა მეც აქ ვარ, ჩვენ ვიცით, რომ არსებობდა კრებები, რომელთა ატრიბუტიკაც შეიძლებოდა საკმარისად ჩათვლილიყო მსოფლიო კრების უცდომელად მიჩნევისთვის, მაგრამ მას შემდგომ ავაზაკთა ეწოდებოდა... მოკლედ ჩვენ ვიცით რომ ეკლესიაში სულიწმიდა ცოცხლობს, რომ ის არის მისი ცხოვრების წესის მასაზრდოებელი და რომ ის იქ ქრის სადაც სურს, ამასთან ვიცით რომ იგი თავს ავლენს მსოფლიო კრებაში, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით რომ ის არ გამოვლენილა იგივე მეხელის მიერ ხსენებულ კრებაზე, რომელსაც ავაზაკთა ეწოდა... ანუ რა გვაქვს: კრება იღებს დადგენილებას, მაგრამ ის მაინც რევიზიის საგანია, რადგან მხოლოდ სისტემური კრება, არ შეიძლება გამოხატავდეს ეკლესიის ერთიან პოზიციას.. მაშ რა გვრჩება? რა არის უცდომელობის ერთადერთი დასტური? ![]() რატომ იხილებოდა ყველა კრების გადაწყვეტილება, ცალკეულ ეკლესიებში? რატომ არ დამორჩილდნენ შემდგომში 'ავაზაკთად' წოდებულ კრებას? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 04:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი