![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
რამდენიმე საკითხში მსურს გარკვევა
![]() ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიო საეკლესიო კრება შეუმცდარია, მაშასადამე მისი დადგენილება საყოველთაოა და სავალდებულო ყველა ქრისტეანისთვის, ის არის სულიწმიდის ნების - დოგმატური გამმჟღავნებელი, ე.წ კრებითი ცნობიერების მატარებელი ![]() კრების მოწვევის მიზანი, არასდროს ყოფილა თავისთავადი, იგი უკავშირდებოდა და უპირისპირდებოდა ეკლესიაში გაჩენილ უცხო სწავლებას, უფრო სწორედ იკრიბებოდა სიმართლის გასარკვევად ![]() რა უნდა ქნას მრევლმა, როდესაც ეკლესიის მაღალიერარქიული ნაწილი, ორ ან მეტ, ბანაკად იხლიჩება და ერთმანეთს უპირისპირდება სწავლების დონეზე? ასეთი შემთხვევები უხვად იყო ადრე, შესაბამისად მაინტერესებს; 1. ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც საეკლესიო კრების განაწესს ადგენდა. 2. იმართებოდა თუ არა დებატები? 3. ვინ ადგენდა საეკლესიო კრებაში მონაწილეთა რაოდენობას? 4. იყო თუ არა აუცილებელი, კრებაზე დასწრებოა ყველა თვითმწყემსობის წარმომადგენელისთვის? 5. ვინ მეთაურობდა კრებას, რომის პაპი? 6. გადაწყვეტილება მიიღებოდა უმრავლესობის პრინციპით? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
abo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ყველა მსოფლიო კრებას წინ რაღაც პრობლემა უსწრებდა, რისი გადაწყვეტაც ამ კრებებზე ხდაბოდა,რაც შეეხება ავაზაკთა კრებას მას ვერც დაემორჩილებოდა ეკლესია, ვინაიდან იგი ეფესოს ლეგიტიმური კრების(431წ) გასაუქმებლად იქნა მოწვეული(449,), სადაცალექსანდრიის პატრიარქმა დიოსკორემ აიძულა კრება მიეღოთ მონოფიზიტობის აღიარება, რაც იმპერატორ თეოდოსიუს-2-ემ დაამტკიცა, თუმცა ეს ძალადობა მალე 2 წელიწადში იქნა გამოსწორებული-ქალკედონიის(451) კრების მიერ,
ამიტომ მე-4 საეკლესიო კრებად ითვლება ქალკედონიის მე-4 კრება. (სწორედ აბვაზაკთა კრებამ მისცა დასაბამი შემდგომში მონოფიზიტურ, მცდარ მიმდინარეობას) . ხოდა რა გასაკვირია წინა კრებების გადაწყვეტილებები არ გაზიარებულიყო მართლ. ეკლესიის მიერ. და არც ჩათვლილიყო ლეგიტიმურად, აქ არ იქნებოდა ხომ სულიწმიდის მადლი? -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 05:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი