სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ზებედე |
Jul 27 2007, 01:08 AM
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მშვიდობა მამაო. მაინტერესებს მონათლული ახალშობილის ზიარება როგორ ხდება. დედამ ხომ არ უნდა წაუკითხოს ბავშვს ზიარების წინა და შემდეგი ლოცვები. ეს კითხვა ერთ-ერთმა ფორუმელმა დაუსვა მოძღვარს. მე მაინტერესებს, რა აუცილებელია ახალშობილის ზიარება? ბავშვმა ხომ არ იცის რა არის ზიარება? რწმენის გარეშე საიდუმლოს, მით უმეტეს ამხელა საიდუმლოს-ზიარებას რა აზრი აქვს? ზიარება მაგიური ქმედება ხომარ არის? ბავშვს, მით უმეტეს ახალშობილს რა რწმენა უნდა ჰქონდეს? არ სჯობია ჯერ გაიგოს რწმენით, და ისე ეზიაროს? ეხლა არ თქვათ უზიარებელი მონათლული ახალშობილი არ ცხონდებაო -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
| სოფი |
Jul 28 2007, 01:21 PM
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ზებედე
და რომ ამბობ ადამიანი თვითონ უნდა მივიდეს ეკლესიაში,თვითონ დაინახოს და შეიმეცნოს ჭეშმარიტი ღმერთი და გახდეს მართლმადიდებელიო,ეგრე კარგი იქნება?საუკეთესო გამოსავალი მონახე? რა გირჩევნია საერთოდ ასეცდეს,თუ ვინმეს დახმარებით გაიკვლიოს ჭეშმარიტების გზა? რა სისულელეს ამბობ? განა მშობელს,რომელსაც ცოდნა გაქვს,ასე ხელდაკრეფილი უნდა იჯდე და უყურო შენმა შვილმა როგორ შეიძლება "დაიღუპოს" თავი? ასე ხომ შეიძლება იგი საერთოდ უღმრთოდ გაიზარდოს? რამდენჯერ აღგვინიშნავს, რომ ადამიანის აღზრდასა და განვითარებაში,მისი ფაქიზი სულისა და გულის,პიროვნების ჩამოყალიბებაში მთავარია სულიერი გზა,რწმენა ღვთისა,რაზეც მისი მშობელი თუ ახლობელი თავიდანვე,პატარაობიდანვე უნდა ზრუნავდეს.მართალია,თავიდან პატარა ბევრს ვერაფერს იაზრებს,მაგრამ ნელ-ნელი ნაბიჯებით,გაცნობიერებით,როდესაც შენ მას ასწავლი,უკვე მის სულში გაიღვიძებს,თავიდანვე ჩაინერგება სიყვარული უფლისადმი,რაც მომავალში ჭეშმარიტ რწმენად ჩამოყალიბდება.განა ეკლესია არ მოუწოდებს ადამიანებს,რომ მონათლონ პატარები და შემდეგ მათმა ნათლიებმა (რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად) იზრუნონ მათი სულიერი ცხოვრების წარმართვაში,შეასრულონ თავისი მოვალეობა? განა ერთად არ აღვნიშნავდით,რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა განიცდის სულიერ შიმშილს?აი სწორედ ამაზე ახლა მოვიყვან "ბუნება გადაშლილი წიგნიადან"( "დამაფიქრებელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის სიტყვები: "გარეგნულად ხალისიან ჩვენს ახალგაზრდებში მე ვხედავ სევდას,რომელიც დროდადრო ნელდება,ხან კი ისევ ძლიერდება.ხშირად გაუცნობიერებელი ეს გრძნობა ჭმუნვაა სულისა; წუხილია სიწმიდის,სიმაღლის,ტრანსცენდე ნტურის ვერწვდომის გამო,ღვთისა და ჭეშმარიტების მონატრების გამო. ახალგაზრდები ესწრაფვიან ცოდნის შეძენას,რომ საზრდო მისცენ არამარტო გონებას,არამედ - სულსაც.მაგრამ ეს ცოდნა ხშირად ვიწროა,ანდა ზედაპირული". მაშასადამე,ყმაწვილს სჭირდება უფრო მეტი,ვიდრე გარემო სთავაზობს მას. წმიდა მამები გვიმტკიცებენ:"როგორც რბილ ცვილს,რომელსაც გამოძერწავ და როგორც გინდა ისეთ ფორმას მიაღებინებ,ასევე პატარა ბავშვიდან რასაც მოისურვებ,იმას გამოძერწავ.სუფთა ფურცელზე დაწერილი ასოები წარუშლელია და ისიც,რასაც ყმაწვილი გაიგებს,სიბერემდე მასთან დარჩება" (ბერი ფილოთეოსი). რა უნდა გაიგოს ადრეულ ასაკში ბავშვმა ღვთის არსებობაზე უკეთესი,რომ ყველაფერი,რასაც ირგვლივ ხედავს,ასე მოსწონს და უყვარს,უზენაესის შემოქმედებაა;რომ ყველაფერში ღვთის უსაზღვრო შესაძლებლობები და ასევე უსაზღვრო სიყვარულია უფლისადმი." ასე რომ,ეს "მეტი" თავისი მშობლებისა თუ ახლობელი ადამიანებისაგან,და ა.შ. უნდა გაიგოს,დაინახოს, იმათგან ვინც მორწმუნეა და მათთვის კარგი სურს,ჭეშმარიტი გზის ჩვენება სურს. დღეს ბევრი პრობლემა,საცთური და ცრუფასეულობა ახვევია გარს ადამიანს. "ამგვარ გარემოში ყმაწვილის მყიფე ფსიქიკას კი არა,ხშირად ზრდასრულ კაცსაც უჭირს სწორად ორიენტირება და ჭეშმარიტის გარჩევა დროის მიერ შემოთავაზებული ერაცებისა და სუროგატებისაგან. რა სჭირდება ყმაწვილის სულს იმ ასაკში,როდესაც იწყებს გარემოს შეცნობას,როდესაც ლაგდება პირველი აგურები პიროვნების ლიბოში". ასე რომ,იფიქრე ამაზე,გენც ... -------------------- "Happiness only real when shared."
|
| ზებედე |
Jul 30 2007, 12:21 AM
პოსტი
#3
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ზებედე და რომ ამბობ ადამიანი თვითონ უნდა მივიდეს ეკლესიაში,თვითონ დაინახოს და შეიმეცნოს ჭეშმარიტი ღმერთი და გახდეს მართლმადიდებელიო,ეგრე კარგი იქნება?საუკეთესო გამოსავალი მონახე? რა გირჩევნია საერთოდ ასეცდეს,თუ ვინმეს დახმარებით გაიკვლიოს ჭეშმარიტების გზა? რა სისულელეს ამბობ? განა მშობელს,რომელსაც ცოდნა გაქვს,ასე ხელდაკრეფილი უნდა იჯდე და უყურო შენმა შვილმა როგორ შეიძლება "დაიღუპოს" თავი? ასე ხომ შეიძლება იგი საერთოდ უღმრთოდ გაიზარდოს? რამდენჯერ აღგვინიშნავს, რომ ადამიანის აღზრდასა და განვითარებაში,მისი ფაქიზი სულისა და გულის,პიროვნების ჩამოყალიბებაში მთავარია სულიერი გზა,რწმენა ღვთისა,რაზეც მისი მშობელი თუ ახლობელი თავიდანვე,პატარაობიდანვე უნდა ზრუნავდეს.მართალია,თავიდან პატარა ბევრს ვერაფერს იაზრებს,მაგრამ ნელ-ნელი ნაბიჯებით,გაცნობიერებით,როდესაც შენ მას ასწავლი,უკვე მის სულში გაიღვიძებს,თავიდანვე ჩაინერგება სიყვარული უფლისადმი,რაც მომავალში ჭეშმარიტ რწმენად ჩამოყალიბდება.განა ეკლესია არ მოუწოდებს ადამიანებს,რომ მონათლონ პატარები და შემდეგ მათმა ნათლიებმა (რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად) იზრუნონ მათი სულიერი ცხოვრების წარმართვაში,შეასრულონ თავისი მოვალეობა? არქიმანდრიტი ზენონი (თეოდორი) ეკლესიისა და საიდუმლოებების შესახებ ქრისტეს ეკლესია - როგორც ყველასათვის ცნობილია - დაფუძნებულია პეტრეს აღსაარებაზე, რომ ეკლესიის თავკიდე (ქვაკუთხედი) არის ქრისტე, რომ მთავარია ქრისტეს - როგორც მაცხოვრის, გამომსყიდველის, როგორც ხორცშესხმული ღმერთის რწმენა. დოგმატები ღმრთივგამოცხადებული ჭეშმარიტებებია, ურომლისოდაც შეუძლებელია ეკლესიის სრულფასოვანი ცხოვრება. დრონი შეიძლება იცვალონ, მაგრამ დოგმატები შეუცვლელი რჩება - ესაა საფუძველი, ფუნდამენტი, რომელზედაც ეკლესიის შენობა დგას. ეს იგივეა, რაც პეტრეს აღსაარება, ყველა დოგმატი ხომ სწორედ ცხონების აღმშენებლობით საიდუმლოს, ქრისტეს განკაცების საიდუმლოს აცხადებს. დოგმატები უცვლელი დარჩება, წეს-ჩვეულებანი კი ყოველთვის იცვლებოდა. რუსი ძველმოწესენი სრულიად გულწრფელად თვლიდნენ, რომ ჩვეულების შეცვლა რწმენის შეცვლაა. შეეჩვივნენ რა ღმრთისმსახურების საკუთარ ფორმებს, ისინი ყველა უცხო ჩვეულებას სხვა რწმენად თვლიდნენ, ამიტომ არა მხოლოდ კათოლიკეებს, ბერძნებსაც კი სხვა სარწმუნოების მიმდევრებსა და ერეტიკოსებს (მწვალებლებს) უწოდებდნენ. XVII საუკუნეში, მოსკოვში თვლიდნენ, რომ ბერძნებმაც ავნეს მართლმადიდებლობას, იმიტომ, რომ იმ დროინდელ საღმრთისმსახურო პრაქტიკაში მნიშვნელოვანი განსხვავებანი იყო. ამიტომ, პატრიარქი ნიკონიც განდგომილებაში დაადანაშაულეს. ეკლესია მყოფობს სოფლად, მაგრამ მას არ ეკუთვნის. მისთვის საშიში არ არის სოციალურ-ისტორიული კატაკლიზმები. ის მუდამ ცოცხალია. გავიხსენოთ სახარებისეული იგავი: ‘’მსგავს არს სასუფეველი ცათაი ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი გქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუვნა იგი ყოვლად’’ [მათე, 13, 33]. ეკლესია - ამა სოფლის ცომია, ცხოვნებისაკენ ყველა ადამიანია მოხმობილი, მაგრამ ყველას არ სურს მოწოდებაზე გამოხმაურება. ეკლესია ძალით არავის იზიდავს. ადამიანი თავისუფლად უნდა მივიდეს ღმერთთან. ეკლესიაში მშვენიერების სისავსეა, ეკლესია ყოველივე ცოცხალს მოიცავს. ეს, თუ ვილაპარაკებთ ეკლესიის არსის, მისი შინაგანი ცხოვრების შესახებ. ხოლო, თუ გარეგანი გამოვლინებების შესახებ ვისაუბრებთ, უეჭველია რომ, საეკლესიო ცხოვრება გარემო ვითარებებზეა დამოკიდებული. ავიღოთ იგივე საეკლესიო ხელოვნება: XVII საუკუნემდე, ხატების გარდა, მაღალი ხელოვნების ვერანაირ სხვა სახეობას თქვენ ვერ იპოვით, რადგან ეკლესია, წარმოადგენდა რა სისავსეს, ადამიანის ყველა სულიერ მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ეკლესია დიდ შემოქმედებით ძალას ფლობს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, ჯერ-ჯერობით სრულიად ვერ ვლინდება - მაგრამ ეს დროც მოვა. ჯერ კი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა ეს დრო მოახლოვდეს. დღეს ძალზე ბევრი პრობლემაა, ეკლესიაში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით. მრავალი მათგანის გადაწყვეტა დიდ შრომას, მოთმინებას და დროს მოითხოვს. მაგრამ არის უბრალო საკითხები, რომელთა გადაჭრა ძნელი არაა, თუმცაღა უზრუნველობის, თუ სხვა მიზეზთა გამო, ისინი რჩება და ჩნდება უნუგეშო აზრი, რომ თუკი იოლად აღსასრულებელის გამოსწორება შეუძლებელი, დიდისა და ძნელის - მით უმეტეს. მე მხედველობაში მაქვს ნათლობის საიდუმლოს შესრულება. ჩვენთან, თითქმის ყველგან, შთაფლვის ნაცვლად, გადასხმით ნათლავენ. არადა რამდენი კამათი იყო ამის გამო, რომაელ-კათოლიკებთან. ბერძნულ (BAPTIZMA) და საეკლესიო - სლავურ (‘’Крещение’’) ენებში სიტყვა ‘’ნათლობა’’ – ‘’შთაფლვა’’-ს ნიშნავს. ჩვენი წინპრები ამბობდნენ: ‘’მოინათლა ხომალდი’’, ე.ი. ჩაიძირა, ჩაიფლო. სახარებაში ქრისტე ამხელს ფარისევლებს, რომ ისინი სტამნებისა და ქვაბების გარეცხვის წესს იცავენ [იხ. მარკოზი; 7, 4], არ ზრუნავენ რა გულის გაწმენდაზე. ‘’რომელთა ესე ნათელვიღეთ ქრისტე იესუის მიერ, სიკვდილისა მისისა ნათელ ვიღეთ’’ (‘’ ყველანი, ვინც მოინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ’’) [რომაელთა 6, 3]. ნათლობა - დამარხვის სახეა და ცხადია, რომ თავით შთაფლვა უფრო შეესაბამება ამ უდიდესი საიდუმლოს არსს. წმიდა გრიგოლ ნოსელი ამბობს: ‘’ნათლობის ემბაზი ჩვენთვის კუბოცაა და დედაც’’. ადამიანი ქრისტესთან კვდება და ქრისტესთან აღდგება ახალი სიცოცხლისათვის. მაგრამ, რათა ადამიანს ესმოდეს, თუ რას მიეახლება, მას სარწმუნოება ნასწავლი უნდა ჰქონდეს, ესე იგი, ნათლობისათვის თავის სულში უკვე ღმრთის სახეს ატარებდეს. გავიხსენოთ სახარების სიტყვები. ქრისტემ მიმართა რა მოციქულებს, თქვა: ‘’წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა“ [მათე 28, 19]. ესე იგი, ჯერ უნდა ასწავლო, მერე კი მონათლო. ეკლესიის არცერთი საიდუმლო რწმენის გარეშე არ მოქმედებს. საიდუმლო მაგიური ქმედება არ არის. დღეს ბევრ ზრდასრულ ადამიანს სურს მონათვლა. ამასთან დაკავშირებით, სრულიად აუცილებელია, მათთვის ქრისტიანობის სწავლება. ძველ ეკლესიაში, მასში შესვლის მსურველს უკითხავდნენ ლოცვას და კათაკმეველთა რიგში რიცხავდნენ, მისი სახელი შეჰქონდათ საგანგებო სიაში, ის შეჰყავდათ ეკლესიაში - როგორც ძმათა კრებულში, ამაში მონაწილეობას იღებდა მთელი თემი. კათაკმევლობის ვადა ერთი წლიდან სამ წლამდე გრძელდებოდა, ადგილობრივი პრაქტიკის მიხედვით - მხოლოდ ამის შემდეგ აღირსებდნენ კათაკმეველებს ნათლობას. ეს მთელი ადგილობრივი ეკლესიის ზეიმი იყო. ჩვენს დროში, მოსანათლს უხსნიან, რომ ნათლობის საიდუმლო განწმედს პირველქმნილი (მემკვიდრეობითი) ცოდვისაგან, რომ მას ეძლევა მადლი, ურომლისოდაც ცხონება შეუძლებელია, მაგრამ მთელი თავისი სიდიადით, ეს საიდუმლო ვეღარ აღიქმება, რადგან იგი უკვე დიდი ხანია გამოყოფილია ლიტურგიიდან, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შედიოდეს. ახლადმოქცეული, უკეთეს შემთხვევაში ბუნდოვნად შეიმეცნებს, რომ ღმრთის ხალხის რიგებშია ჩარიცხული და ქრისტეს სხეულის ასო, ახალი ქმნილება ხდება. რადგან ნათლობა მოწყვეტილია ლიტურგიისაგან, ამიტომ მასში მთელი თემი, მთელი ადგილობრივი ეკლესია არ მონაწილეობს და არ არსებობს არანაირი ეკლესიად მიყვანება, როგორც ძმათა კრებულში შესვლა. ნათლობის შემდეგ ადამიანი ხშირ შემთხვევაში თავისთვის ცხოვრობს, როგორც გამოუვა და როგორც მოუხერხდება. თუ თანამედროვე ადამიანის ცვალებადობას და ქარაფშუტობას გავითვალისწინებთ, სჯობს დრომ გამოსცადოს მისი განზრახვების გულწრფელობა. მან თვითონ უნდა შეამოწმოს თავისი გადაწყვეტილების სიმტკიცე. კათაკმევლობის ვადა კი არ უნდა შემცირდეს, უნდა გაიზარდოს. ჩვენს საერთო უბედურებად უნდა განვიხილოთ ის, რაც ჩვენს ტაძრებში ხდება - როცა ყოველგვარი სწავლების გარეშე ნათლავენ, შემდეგ კი ეს ადამიანები ტაძარში მაინც არ მოდიან და თუ მოდიან, სრულიადაც არა იმ განწყობით, როგორიც საჭიროა. მე მესმის, რომ ყველაფრის უცებ გამოსწორება არ შეიძლება, მაგრამ სიჯანსაღისაკენ მიმართულება უნდა იყოს. ადამიანი ერთბაშად ვერ ‘’ჩაყლაპავს’’ მთელ ქრისტიანობას. ამისათვის წლებია საჭირო. ამიტომ, მონათვლამდე საჭიროა სარწმუნოების ელემენტარული საფუძვლების სწავლება, შემდეგ კი, როცა ადამიანი შეიგნებს, რომ ცხოვრების შეცვლის მისეული გადაწყვეტილება მტკიცეა, მაშინ იგი - ეკლესიის წიაღში ცხოვრებით - თანდათან უფრო მეტს გაიგებს ქრისტიანობაზე. მაინცადამაინც არ უნდა გვიხაროდეს ის, რომ ახლა ჩვილთა მასიური ნათლობა ხდება. წარსულ ხანებში დაუშვებელი იყო ურწმუნო მშობლების შვილების მონათვლა და თანაც, მათგან ფარულად, როგორც ახლა ეს ზოგჯერ ხდება. ითვლებოდა, რომ როცა ბავშვი გაიზრდება, შემეცნების ასაკს მიაღწევს, ის თვითონ აირჩევს ცხოვრების გზას და მრწამსს. IV საუკუნემდე მხოლოდ მოზრდილებს ნათლავდნენ, ხოლო თუ ბავშვებს მაინც ნათლავდნენ - მხოლოდ მორწმუნე მშობლების შვილებს. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი 30 წლის ასაკში მოინათლა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ეპისკოპოსი იყო. ბასილი დიდიც ამ ასაკში მოინათლა. ადრეული ეკლესიის დროს ხშირად ხდებოდა, რომ ქმარი წარმართი იყო, ცოლი - ქრისტიანი და ცნობილი არ იყო, ვინ გახდებოდა ჩვილი. თუკი წარმართი მამა ბავშვის მონათვლის წინააღმდეგი იყო, ჩვილს არ ნათლავდნენ. ნათლობის შესახებ ძალზე შინაარსიანად საუბრობს დეკანოზი ალექსანდრე შმემანი თავის წიგნში: ‘’წყლითა და სულით ნათლობის საიდუმლო’’; კერძოდ იმაზე, რომ ბავშვების მონათვლის პრაქტიკამ მხოლოდ კონსტანტინეს შემდგომ ეპოქაში მოიკიდა მტკიცედ ფეხი, როცა ქორწინება მთლიანად ეკლესიური გახდა და იყო რწმენა, რომ ნათლისღებით განწმენდილი ჩვილები სარწმუნოებით და კეთილმსახურებით გაიზრდებოდნენ. ახლა კი ხშირად ხდება, რომ ნათლიები თვითონ არ არიან მონათლულნი, ხოლო მშობლები საერთოდ ურწმუნონი არიან. თავს უფლებას მივცემ მოვიყვანო ციტატა მღვდელმთავარ გრიგოლი ღმრთისმეტყველის წიგნიდან: ‘’ სიტყვა ნათლისღებაზე’’ – ‘’რას იტყვით მათზე, ვინც ჯერ ჩვილია და ვერ გრძნობს ვერც ვნებას და ვერც მადლს? მოვნათლოთ თუ არა ისინი? - აუცილებლად, თუკი საფრთხე დადგება. სხვა მცირეწლოვანებზე კი ასეთ აზრს მოგახსენებთ: დავიცადოთ სამ წლამდე, ან ცოტა ადრე, ან ცოტა გვიან, როცა ბავშვები შეძლებენ მოისმინონ რაიმე საიდუმლოებრივი და უპასუხონ, თუმცა მთლად ვერ გაიგებენ, მაგრამ გონებაში ჩაიბეჭდავენ - და მათი სული და სხეული ნათლობის დიდი საიდუმლოთი განვწმიდოთ’’. ახლა გავრცელებულია აზრი, რომ უნათლავად გარდაცვლილი ჩვილები ტანჯვისათვის არიან განწირულნი. ხორციელის შაბათის სვინაქსარში - როცა ეკლესია ყოველთა წინა საუკუნეთა შესვენებულთა მოხსენიებას აღასრულებს - არის ადგილი, სადაც ასეთ ჩვილებზეა დაწერილი: ისინი არც ნეტარებას განიცდიან, არც იტანჯებიან, არამედ ღმრთის მიერ განსაკუთრებულ ადგილებში არიან დაცულნი. მღვდელმთავარი გრიგოლი ღმრთისმეტყველიც საუბრობს მათზე, ვინც ‘’არა იმდენად ავი ზნის, რამდენადაც უმეცრების გამო ვერ მოინათლნენ’’ და ასკვნის: ‘’უკანასკნელნი - მართალი მსაჯულის მიერ - არც განდიდდებიან, არც დაისჯებიან’’. სამწუხაროდ, საეკლესიო საიდუმლოთა შესახებ არასწორი შეხედულება არსებობს. სარწმუნოებაში განუსწავლელი ადამიანები, ხშირად ნათლისღებას, როგორც რაღაც მაგიურ ქმედებას უყურებენ, რომელსაც უბედურებისაგან, ავადმყოფობისაგან და სხვათაგან დაცვა ძალუძს. ეს შეურაცხმყოფელია ეკლესიის უდიდესი საიდუმლოსთვის. ვფიქრობ, რომ თუ რომელიმე წინამძღვარი, თავის მრევლში ნათლობის საიდუმლოს სისავსის აღდგენას შეეცდება, და ეს საქმე კერძო ხასიათის იქნება, ის წარუმატებლობისთვისაა განწირული. აი, მაგალითად, ჩემთან მოდის ნათლობის მსურველი ადამიანი. მე მას ვეუბნები ’’შენი მონათვლა უცბად არ შეიძლება, ჯერ შენ სარწმუნოება უნდა ისწავლო, იარე ტაძარში, გაეცანი სარწმუნოების საწყისებს, გაეცანი ღმრთისმსახურებას, გამოსცადე შენი განზრახვის სიმტკიცე: შეგიძლია თუ არა ცხოვრების შეცვლა და სრულიად სხვა ადამიანად გადაქცევა’’. ის თითქოსდა მეთანხმება, შემდეგ კი, შეგნებულად, თუ შემთხვევით - იგივე კითხვით სხვა მღვდელს მიმართავს, ის კი პასუხობს: ‘’რას ამბობ, სასწრაფოდ უნდა მოინათლო, არ უსმინო მას, ის რაღაცას იგონებს’’. ადამიანები ასეთ რჩევებს უფრო ხშირად ემორჩილებიან. ამგვარად, ნათლობის საიდუმლო კარგავს ცხოვრების დიდი მოვლენის მნიშვნელობას, რომლისთვისაც სერიოზული მომზადებაა საჭირო. მხოლოდ სასიკვდილო საფრთხის შემთხვევაში შეიძლება მაშინვე მონათვლა, მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისია. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ზებედე ბავშვები და მათი მორწმუნეობა Jul 27 2007, 01:08 AM
Tatarashvili
ეს კითხვა ერთ-ერთმ... Jul 27 2007, 01:21 AM
makuna7474
და რომ ეზიაროს ამი... Jul 27 2007, 01:22 AM
ზებედე
სულ პატარაობიდან... Jul 27 2007, 01:37 AM
Tatarashvili
ზიარება მაგია არ ა... Jul 27 2007, 01:45 AM

ზებედე
მას უნდა რომ რაც შე... Jul 27 2007, 02:03 AM
xornabujeli
ზიარება მაგია არ ა... Jul 27 2007, 08:58 PM
Sotiris
ეს კითხვა ერთ-ერთმ... Jul 27 2007, 02:24 AM
ზებედე
სუფთა პროტესტანტი... Jul 27 2007, 02:34 AM
Tatarashvili ზებედე
და რის დამტ... Jul 27 2007, 02:40 AM

ზებედე
ზებედე
და რის დამტ... Jul 27 2007, 02:42 AM
Sotiris
წმ. გრიგოლ ღვთისმე... Jul 27 2007, 02:59 AM
ზებედე
ხალხს მოუწოდებდა ... Jul 27 2007, 03:18 AM
Sotiris
თუმცა ჯერ უქადაგე... Jul 27 2007, 03:23 AM
კანუდოსელი გუჯა ზიარება არ არ... Jul 27 2007, 03:57 PM
ზებედე
სოტირისმა დაგიწერ... Jul 27 2007, 04:20 PM
მნათე ნდამ... ბავშვები ქრი... Jul 27 2007, 02:48 AM
ზებედე
ნდამ... ბავშვები ქრ... Jul 27 2007, 03:06 AM
makuna7474
„სასუმელი ესე კუ... Jul 27 2007, 03:10 AM
ზებედე
ნუთუ შენ ამ სიტყვე... Jul 27 2007, 04:39 AM
Sotiris გუჯა, გიჟის ზიარებ... Jul 27 2007, 03:12 AM
მნათე
ალოჰაააა, შვილო - ს... Jul 27 2007, 03:12 AM
მნათე
ვაიმე რატომ ხარ ას... Jul 27 2007, 03:21 AM
ზებედე
რატომ გგონია რომ მ... Jul 27 2007, 03:35 AM
Sotiris
სად 3 წლის ბავშვი დ... Jul 27 2007, 03:39 AM
მნათე
ღვთის სიტყვა რომ ქ... Jul 27 2007, 03:39 AM
ზებედე
ღვთის სიტყვა რომ ქ... Jul 27 2007, 03:52 AM
მნათე
რა ვუყოთ და ტვინი გ... Jul 27 2007, 03:41 AM
მხევალი ნინო ზებედე
ეს კითხვა ... Jul 27 2007, 09:04 AM
kato_Bato გუჯა შენ მთლად აურ... Jul 27 2007, 12:11 PM
ნათია მგონი ზოგიერთს ზია... Jul 27 2007, 01:46 PM
ნათია [size=3]მათეს სახარები... Jul 27 2007, 02:03 PM
ზებედე ნათია
ამდენი დააკ... Jul 27 2007, 02:55 PM
ნათია
ნათია
ამდენი დააკ... Jul 27 2007, 03:06 PM
ზებედე
გუჯა ჯერ ეს წაიკით... Jul 27 2007, 03:11 PM
ნათია
ეგ წაკითხული მაქვ... Jul 27 2007, 03:18 PM
ზებედე
ბავშვი როცა იბადე... Jul 27 2007, 03:21 PM
_Matasi_
და ვერ ვხვდები, რა... Jul 27 2007, 04:20 PM
ზებედე
და ვერ ვხვდები, რატ... Jul 27 2007, 04:23 PM
მხევალი ნინო ზებედე
შენტან 3 წლ... Jul 27 2007, 04:23 PM
Tatarashvili ზებედე
გადავათვალ... Jul 27 2007, 04:39 PM
ზებედე
ხედავ რომ სხვები ს... Jul 27 2007, 07:52 PM
მხევალი ნინო Tatarashvili
ეუფ ახალი ამ... Jul 27 2007, 07:27 PM
მხევალი ნინო ზებედე
სოტორისის ... Jul 27 2007, 07:54 PM
ზებედე
ზებედე
სოტორისის ... Jul 27 2007, 08:08 PM
მხევალი ნინო ზებედე
რას გულის... Jul 27 2007, 08:09 PM
ზებედე
ზებედე
რას გულისხ... Jul 27 2007, 08:12 PM
Tatarashvili ზებედე
ესე იგი მიხ... Jul 27 2007, 08:16 PM
ზებედე
ზებედე
ესე იგი მიხ... Jul 27 2007, 08:17 PM
მხევალი ნინო ზებედე
გუჯა საერ... Jul 27 2007, 08:20 PM
kato_Bato ხო, სანამ ბავშვებს ... Jul 27 2007, 08:22 PM
მხევალი ნინო თქვი გუჯა რა გაიგე, ... Jul 27 2007, 08:24 PM
ზებედე
თქვი გუჯა რა გაიგე,... Jul 27 2007, 08:33 PM
Tatarashvili თემა დახურეთ Jul 27 2007, 08:38 PM
ზებედე
თემა დახურეთ
მიზე... Jul 27 2007, 08:43 PM
Tatarashvili
მიზეზი??? არამართლმ... Jul 27 2007, 08:51 PM
ზებედე
რა აზრია აქვს შენთ... Jul 27 2007, 09:02 PM
Tatarashvili
ჩემთან კამათს კი ა... Jul 28 2007, 09:35 AM
დათიკო ზებედე
მთელი შენი ... Jul 28 2007, 10:01 AM
მხევალი ნინო ზებედე
გრიგოლი ღ... Jul 28 2007, 11:50 AM
sofi89 ზებედე
ზემოთ ნათლ... Jul 28 2007, 12:26 PM
ზებედე
მე ეს საკითხი გარ... Jul 29 2007, 11:47 PM
.nino მხოლოდ პირველი გვე... Jul 28 2007, 01:58 PM
izi-bartki
მართალია ეს პრობლ... Jul 29 2007, 06:21 PM
მართა ზებ ერთ მაგალითს მ... Jul 30 2007, 03:21 AM
ზებედე
ზებ ერთ მაგალითს მ... Jul 30 2007, 03:40 AM

მართა
თუმცა მე ისიც გამი... Jul 30 2007, 02:02 PM

ზებედე
ასეც შეიძლება, მაგ... Jul 30 2007, 06:13 PM

Tatarashvili
განსაკუთრებულ მოვ... Jul 30 2007, 06:52 PM

ზებედე
თუ არ ეძიე ვერც იპო... Jul 30 2007, 07:35 PM

Tatarashvili
გაიხსენე უფალი რა... Jul 30 2007, 07:39 PM

ზებედე
მე სასწაულებს არ ვ... Jul 30 2007, 07:45 PM

Tatarashvili
შენი წინა პოსტი...
... Jul 30 2007, 07:57 PM
Tatarashvili
ზებ ერთ მაგალითს მ... Jul 30 2007, 11:18 AM
kato_Bato ზებედე
გუჯა დაანე... Jul 30 2007, 07:46 PM
meleqse გადავიკითხე წინა პ... Jul 30 2007, 08:42 PM
მართა ჩემთვის სულაც არ ა... Jul 31 2007, 01:21 AM
catherina_10 ვისაც არ უნდა ამ სა... Jul 31 2007, 02:23 PM
მნათე ყველგან უსაგნო მსჯ... Jul 31 2007, 02:35 PM
ზებედე
ყველგან უსაგნო მს... Aug 9 2007, 04:29 AM
მარიამი
ეკლესია ხედავს ამ... Aug 9 2007, 09:48 AM
თათარაშვილი
ეკლესია ხედავს ამ... Aug 9 2007, 01:02 PM
catherina_10 რატომ გიჩნდება გუჯ... Aug 9 2007, 12:44 PM
მხევალი ნინო ზიარება საიდუმლოა,... Aug 9 2007, 01:23 PM
ზებედე
ზიარება საიდუმლოა... Aug 9 2007, 03:31 PM
afxazi პატარა ბავშვების ზ... Aug 14 2007, 06:41 PM
ზებედე
პატარა ბავშვების ... Aug 14 2007, 06:50 PM
Sotiris
პატარა ბავშვების ... Aug 14 2007, 07:00 PM
ზებედე
ზიარება არის საუფ... Aug 14 2007, 07:18 PM
Sotiris
სულიერად ზიარება ... Aug 14 2007, 07:22 PM
ზებედე
პროტესტანტი ხარ.
ე.... Aug 14 2007, 07:36 PM
Sotiris
პროტესტანტიც ხარ ... Aug 14 2007, 07:51 PM
ზებედე
ბუდისტიც ყოფილხარ... Aug 14 2007, 07:54 PM
Sotiris
ასე გიპასუხებ: [img]http:... Aug 14 2007, 08:08 PM
თათარაშვილი
გილოცავ ამ თემაში ... Aug 14 2007, 08:13 PM
afxazi Sotiris
[quote]
მე არ მინახა... Aug 14 2007, 07:33 PM
Sotiris afxazi
არა, მე პირადად ... Aug 14 2007, 07:41 PM
თათარაშვილი ნუთუ კიდევ ვერ გაგ... Aug 14 2007, 07:43 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 05:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი