IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის სიტყვა
მნათე
პოსტი Jul 29 2007, 06:26 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



შესანიშნავია! მის ყოვლადუწმინდესობას ძალუძს ერთდროულად დატუქსოს, შეაგონოს და სიყვარული ასწავლოს - თან ყველა კმაყოფილი დარჩეს biggrin.gif

მართლაც რთულია პროტესტანტებისა და დენომინაციური მრავალფეროვნების ფონზე, დიპლომატიურად გამოხვიდე... მაგრამ მან ეს მოახერხა, საოცარი თეოლოგიური განათლებით და პრაქტიკული იდეალით - რომელიც ასე გვჭირდება დღეს smile.gif

მომიტევეთ აკრეფისას დაშვებული შეცდომები

========

IPB-ს სურათი




მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსის სიტყვა

წარმოთქმული ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მეთორმეტე ასამბლეის გახსნაზე

ტრონდჰაიმი, 26 ივნისი 2003


თქვენო აღმატებულებოანო,
ქრისტესმიერო ძმებო და დებო.
მეგობრებო,

დიდი სიხარულია და პატივი სიტყვით მოგმართოთ ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მეთორმეტე ასამბლეის გახსნაზე. დაე ის ვინც არის ჩვენი ერთადერთი მკურნალი და შემრიგებელი, მაცხოვარი იესო ქრისტე, იყოს ჩვენთან ყველა მსჯელობისას. ღმერთმა მოგვმადლოს მხნეობა, გულუხვობა და შემოქმედებითი ხედვა.

ჩვენი ამოცანა ადვილი არ არის. ახლა, როდესაც ევროკავშირი ასე სწრაფად ფართოვდება და ცდილობს საკუთარი თავის ხელახალი დეფინიცია მოახდინოს, მაშინ როცა ბევრს სურს ქრისტე და ქრისტიანული ეკლესია გამორციხოს იმის დეფინიციიდან რასაც ევროპა წარმოადგენს, როგორ შეიძლება, რომ წარმატებული მოწმობა გავწიოთ? როგორ უნდა შევასხათ ნეტარებას, რომელიც ბრძანებს: "ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან" (მთ. 5:)? როგორ უნდა შევისმინოთ იერემია წინასწარმეტყველის პირით თქმული ღვთის შეგნოება "ზერელედ მკურნალობენ ჩემი ასულის, ჩემი ერის, ჭრილობებსა და გაჰყვირიან: მშვიდობა, მშვიდობა! მაგრამ არ არის მშვიდობა" (იერ. 8:11)

მოდით ამთავითვე ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ქრისტე გვეუბნება: "უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ" (იოან. 15:5) შთამბეჭდავი ფაქტია, რომ ფილიოკალიაში, რომელიც მართლმადიდებლური სასულიერო ტექსტების კლასიკურ კრებულს წარმოადგენს საღმრთო წერილის არცერთი მუხლი იმდენჯერ არ არის მოხმობილი, რამდენჯერაც ეს მუხლია. ყველაფერი მადლია. ყველაფერი წყალობაა. ჩვენ ევროპას კურნებისა და შერიგების სიტყვა უნდა ვუთხრათ, ეს სიტყვა ღვთის უნდა იყოს და არა ჩვენი. ის რაც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ წუთისოფელს, როგორც ქრისტეანულმა თემებმა არის არა პროგრამა, არა იდეოლოგია, არამედ პიროვნება: თეოანთროპოსი (ღმერთკაცი) იესო ქრისტე. კურნება ნიშნავს ცხონებას, ცხონება ნიშნავს იესო ქრისტეს, მაცხოვარს "იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი", ღმერთის მიმართავს მოხუცებული სიმონი როდესაც იგი ქრისტეს შეეგებება ტაძარში ( ლუკა 2:30) სიმონისათვის ცხონება ნიშნავდა არა იდეების კრებულს, არამედ იმ ყრმას ვისაც საკუთარი თვალით ხედავდა, ორმოცი დღის ყრმას, რომელიც ხელში ეჭირა. "მე ვარ.. ჭეშმარიტება" ამბობს ქრისტე (იოან.14:6) მაცხოვნებელი ჭეშმარიტება არის არა წინადადებათა წყება არამედ ცოცხალი პიროვნება.

ხსნა არის მხოლოდ იესო ქრისტე, მაცხოვარი. კი მაგრამ რას წარმოადგენს ქრისტე ჩვენთვის? ჩვენი კონფერენციის შთაგობებისათვის მოდით გავიხსენოთ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად აღდგომა დღეს (იოანე 20; 19-20) ქრისტეს პირველი სიტყვები მოწაფეების მიმართ თქმული, "მშვიდობა თქვენდა" წარმოადგენს კურნებისა და შერიგების სიტყვას, რომელსაც ისინი სიხარულით ღებულობენ. ამის შემდეგ ქრისტე მათ აჩვენებს თავის ჭრილობებს, მისი ტანჯვა-წამების ნიშნებს, რომელთაც იგი თავის ხელებსა და ფერდზე ატარებს.

რატომ გააკეთა ეს იესომ? ამაზე ჩვენ შეგვიძლია გავცეთ პასუხი: რათა მოწაფეებს ეცნოთ იგი, მათ უნდა დაენახაღ, რომ ეს ნამდვილად იესო იყო. ისინი დარწმუნებულნი უნდა ყოფილიყვნენ, რომ ის ვინც სულ ცოტა ხნის წინ ჯვარცმული ნახეს ახლა იმავე სხეულით რომლითაც იტანჯა და მოკვდა ცოცხალი დგას მათ წინაშე.

მაგრამ ცხადია უფლისთვის ეს მოქმედება გაცილებით მეტს ნიშნავს. ის ჭრილობები რომელთაც მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი უჩვენებს თავის მოწაფეებს წარმოადგენს ქრისტეს მოწმობას ტანჯული კაცობრიობისთვის. იგივე ჭრილობები წარმოადგენენ ჩვენთვის კურნებასა და სასოებას. ამით ცხადი ხდევა, რომ მართალია იგი მკვდრეთითაა აღმდგარი, მართალია იგი მალე ზეცად უნდა ამაღლდეს დიდებით, და მაინც სრულყოფილ სხეულზე მოიპოვება ადგილი ჩვენი ტივილისა და ურვისათვის. იესო ქრისტეს ჭრილობები ხაზს უსვამენ შემდეგ ჭეშმარიტებას, რაც ებრაელთა მიმართ წერილშია განცხადებული (ქრისტოლოგიური თვალსაზრისით მთელს ახალ აღთქმაში ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია) "ისეთი მღვდელმთავარი (ანუ ქრისტე, მნათე) როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ თანაბრად გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა" (ებრ. 4:15)

ეს სიტყვები გვიჩვენებს თუ როგორ მოქმედებს ქრისტე როგორც მკურნალი და მაცხოვარი. პირველი - ის არის მაცხოვარი, რადგან ის არის "ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტი ღმრთისაგანი" როგორც ეს ნიკეის მრწამსშია ნათქვამი. ცხონება წარმოადგენს ღვთაებრივ მოქმედებას. წინასწარმეტყველი ვერ იქნება წუთისოფლის მაცხოვარი, უბრალო კაცის სიკვდილივერ დაამარცხებს სიკვდილს. თუ ქრისტემ უნდა გვიხსნას იგი ღმერთი უნა იყოს. შეუძლებელია იგი მხოლოდ ჩვენნაირი მოკვდავი იყოს.

მაგრამ, მეორე მხრივ, ებრაელთა მიმართ ეპისტოლე ცალსახად გვეუბნება, რომ ცხონებამ ადამიანის გასაჭირამდე უნდა მიაღწიოს. ქრისტე ჩვენი ღმერთი გვკურნავს არა შორიდან, არა გარედან, არამედ იმით, რომ თავად ხდება ის, რაც ჩვენ ვართ თავს სრულ უმწეობაში იგდებს, იზიარებს ყველა ჩვენს ტკივილსა და დარდს. "ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში" იგი იტანჯება ჩვენთან ერთად და ჩვენთვის, თავისი თანამგრძნობი სიყვარულით, იგი მართლაც დაჭრილი მკურნალია. მართალია იგი ჩვენთაგანი არ არის, მაგრამ ის ჩვენთან არის.

როგორც გრიოგლ ნოსელი ამბობს, ღვთის სიდიადე და დიდება ჩანს არა სამყაროს შესაქმის უზარმაზარ ძალაში, არა იმისთანა კოსმიურ სასწაულში, როგორიცაა ქარიშხლის დაცხრობა, არამედ კენოზისში, რითაც ირჩია გაეზიარებინა ჩვენი უმწობა და მსხვრევადობა, როდესაც იგი მორჩილი გახდა სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. ღმერთის ყოვლადძლიერობის მწვერვალს წარმოადგენს ჩვენი სიმდაბლის სრული გაზიარება. ღმერთი არასდროსაა ისეთი ძლიერი, როგორც მაშინ, როცა ის ყველაზე უმწეოა.

ამგვარად არის იესო ქრისტე მკურნალი და შემრიგებელი. ამგვარი სიტყვა უნდა მივუტანოთ ევროპას.

როდესაც ვლაპარაკობთ ქრისტეზე, როგორც კურნებაზე და შერიგებაზე აქ ჩვენ ერთი რამ უნდა დავძინოთ: ცხონება არის პერსონალური და არა განკერძოებული. მარტო არავინ გადარჩება. ჩვენ ცხონებას ეკლესიაში ვღებულობთ, როგორც მისი წევრები ეკლესიის სხვა წევრებთან თანაზიარების მეშვეობით.

კურნებას და შერიგებას ქრისტეში აშკარად ეკლესიური განზომილება აქვს: პირად ცხონებას ვაღწევთ ჩვენი იესო ქრისტეს სხეულში გაწევრიანებით, რაც ნათლობისა და ევქარისტიის საიდუმლოთი ხორციელდება.

აქ ჩვენ საქმე გვაქვს ერთ-ერთ იმ გამოწვევასთან, რომელსაც თავს ვერ აარიდებს ეს ასამბლეა. ჩვენი ერთობა ნამდვილია, მაგრამ კვლავაც არასტულყოფილი. მიუხედავად ყველა იმ პროგრესისა, რაც ხილული ერთობის მიმავალ გზაზეა მიღწეული - რისთვისაც ჩვენ ღმეთს მადლს ვწირავთ - ჩვენ, მართლმადიდებლები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჯერაც არ დამდგარა ის დრო, რომ ჩვენ ერთად ვეზიაროთ უფლის ტრაპეზს, მის საკრამენტულ სხეულსა და სისხლს, კვლავ არსებობს სერიოზული დოქტრინალური საკითხები, რომლებშიც ეკლესიები ერთმანეთს არ ვეთანხმებით, ამდეად, მართლმადიდებლური გაგების მიხედვით, არარეალური და არაგულწრფელიც კი იქნება, ერთად ვეზიაროთ.

ამ მტკივნეულ და სადავო საკითხის განხილვისას ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის რწმენას და სულიერ კკეთილსინდისიერებას. ვისაც სჯერა, რომ ჯერაც არ დამდგარა ერთად ზიარების დრო, ბრალს ნუ დასდეპს მოპირისპირე მხარეს წმიდა საიდუმლოთა მიმართ გაუბრალოებულ და მსუბიქი თამოკიდებულებისთვის; ხოლო ვისას სჯერა, რომ ჩვენ უკვე მზად ვართ ერთად ზიარებისთვის, ისინი ნუ დაიჟინებენ, თითქოს ვინც "ჯერ არას" თქმას ამჯობინებს, მოკლებულია გახსნილობას და სიყვარულს. მხოლოდ ღმერთმა უწყის ჩვენ შორის ვისა აქვს უფრო ღრმა მოწიწება ევქარისტიის მიმართ და რომელ ჩვენგანსა აქვს ძლიერი სიყვარული.

მე მინდა დასასრულს ორი წინადადება შემოგთავაზოთ: მოდით პრაქტიკულები ვიყოთ და მოდით ვიყოთ მდუმარენი:

პირველი: მოდის მსჯელობისას ვეძიოთ, რათა პრაქტიკულები და რეალისტურები ვიყოთ. კურნება ნიშნავს კონკრეტული ჭრილობების მოშუშებას, შერიგება ნიშნავს ცალკეული დაყოფების (განწვალებების) დაძლევას. საკმარისი არ არის თეორიული ფორმულირება. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, როგორც ამას ცხვრისა და თხის იგავი გვასწავლის (მთ. 25: 31-46) განკითხვის ჟამს მე და თქვენ არავინ გვკიღხავს: როგორი სიმკაცრით ვინახავდით მარხვას, ლოცვაში რამდენჯერ განვერთხმებოდით მიზაზე, რამდენი წიგნი დავწერეთ, რამდენჯერ გამოვედით საერთაშორისო კონფერენციებზე. ჩვენ ამას გვკითხავენ: დააპურე მშიერი? დაარწყულე მწყურვალი? შეიფარე უცხო? შემოსე შიშველი? მიხედე სენულსა და პატიმრს? ჩვენ მხოლოდ ამას გვკითხავენ. ქრისტეს სიყვარული სხვა ადამიანების სიყვარულში ვლინდება.

დაუკვირდეთ, ყველა გაჭირვებულზე და გაუბედურებულზე ქრისტე "მე"-ს ამბობს: "მე ვიყავი მშიერი, მე ვიყავი მწყურვალი, მე ვიყავი უცხო, სნეული, შიშველი და პატიმარი." ქრისტეს ჩვენ ახლა ყველა ტანჯული ადამიანის თვალიდან შემოგვყურებს.

ნუთუ ეს თავზარდამცემი არ არის?

თითქმის ყველა ჩვენი შეძლებულ ქალაქი ევრობაში, თითქმის ყველა ქუჩა სავსეა მშივრებით, უსახლკაროებით, უღარუვესუ ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალებთ, რომლებიც პროსტიტუციის ხაფანგში არიან გაბმულნი. რას ვაკეთებთ მათ დასახმარებლად ევროპის ეკლესიები?

ერთ-ერთი ჩვენი მიზანი ამ ასამბლეაზე ის უნდა იყოს, რომ ვილაპარაკოთ ამ პრობლემებზე, ერთმანეთს გავუზიაროთ ის გეგმები, რომელიც ჩვენს ეკლესიებსა აქვთ სოციალური დახმარების გაწევის მიზნით. დრო რომ იყოს მე თქვენ გიამბოდით რას აკეთებს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო, რათა წინ აღუდგეს ეკოლოგიუ კრიზისს, რათა გამოამზეუროს ბიოეთიკის დილემა და ფანარის უბნის მაწანწალა ბავშვებს დაეხმაროს.

ჩვენ ყველანი ამ მსახურებაზე ჩვენი თავგადასავლებით ვართ მოსული, ყველას შეგვიძლია ამაზე საუბარი. მაგრამ ერთმანეთის ყურის დაგდებისა და გამოცდილების გაზიარების დროს, მოდით გავჩხრიკოთ საკუთარი სინდისი და მოვინანიოთ. რამდენი რამ არის ისეთი, რისი გაკეთებაც შემოქმედებითად შეგვეძლო და არ გავაკეთეთ!

მაშ მოდით, პრაქტიკულები ვიყოთ! მეორე მხრივ, მოდით ზოგჯერ მდუმარებაში დავყოთ დრო, მოდით, ამ კონგრესის განმავლობაში დრო დავუთმოთ ჰეისიახიას ანუ შემოქმედებით მდუმარებას " შეჩერდით და აიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი" (ფს. 45:11) ერთმანეთსაც დავუგდოთ ყური და სულიწმიდასაც.

წმიდა ეგნატე ანტიოქიელის სიტყვებით ქრისტე იყო "სიტყვვა, რომელიც მდუმარებიდან გამოვიდა". ტუკი ამ ჩვენს შეხვედრაზე ჩვენი სიტყვები გულის მდუმარებიდან არ მომდინარეობს, მაშინ წმიდა პავლეს სიტყვებით არმოვჩნდებით "რვალი... მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი" (კორ. 13.1) ხოლო თუ სიტყვები, რომელთაც ჩვენ ევროპას ვეუბნებით, ნამდვილად მდუმარებიდან წარმოედინება, მაშIნ ისინი, ღვთის წყალობითა და მადლით, იქცევა ცეცხლის სიტყვებად და განმათავისუფლებლად.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
abo
პოსტი Jul 30 2007, 01:18 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



QUOTE
სუფთა სქიზმატურ-აროშვილური პოსტია! ეს იგივეა რომ თქვა: რა უნდოდა საქართველოს პატრიარქს მსოფლიო საეკლესიო საბჭოში?

აქ რას ამბობ ვერ ვგებულობ , მე ვიცი რომ შენი აზრი არამართლმადიდებლურია- მწვალებლურია, სქიზმატიკოსები სწორედ რომ კათოლიკებია, აროშვილი ვინ არის არ ვიცი და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს, სქიზმაში კი არა.
QUOTE
მღვდლები, მორჩილები, ბერები, პატრიარქები მამაკაცები არ არიან თავდახურულები რომ ლოცულობენ?

რომელი ხარ მაგენიდან შენ საბრალო ცოდვილო?ისე უდიდეს სიწმიდეებთან ისინიც თავდაუხურავი რომ მიდიან ისიც არ გცოდნია, მარა ჯინიანი კაცი ხარ და არ გინდა სხვისი გაიგო, ბრძენ ქართველ ხალხს მაგისთვის ცერცვი აქვს მოგონილი .
ისრაელში თუ იყავი სხვანაირად აღგენიშნა შეკაცო სურათებით რომ ამტკიცებ არასწორს და იმცირებ თავს . მაგ ადგილებზე მე ძალიან ჩვეულებრივად მოვილოცე, მარა ქუდი კი არ წამომისკუპებია თავზე თავმომწონედ. და თან სურათიც რო გადაგიღია. მაგრად მოეწონებოდა შენს მოძღვარს მაგის ნახვა.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 30 2007, 03:06 AM
პოსტი #3


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



[quote name='abo' post='141994' date='Jul 29 2007, 08:42 PM']
მე ვიცი რომ შენი აზრი არამართლმადიდებლურია- მწვალებლურია
[/quote]

მოიყვანე არგუმენტი სად გამოვთქვი არამართლმადიდებლური და მწვალებლური აზრი, თუ ვერ მომიყვან და დაამტკიცებ ეს შენი მხრიდან იქნება ცილისწამება wink.gif

[quote]სქიზმატიკოსები სწორედ რომ კათოლიკებია[/quote]

სქიზმატებს, და ერეტიკოსებს შორის დიდი განსხვავებაა, კათოლიკებს სქიზმატებად არ მოვიხსენიებთ, ისინი ერეტიკოსები არიან.

[quote] რომელი ხარ მაგენიდან შენ საბრალო ცოდვილო?[/quote]

მხოლოდ უფალმა უწყის ჩვენს შორის ვინ უფრო საბრალო ცოდვილია wink.gif

[quote]ისე უდიდეს სიწმიდეებთან ისინიც თავდაუხურავი რომ მიდიან ისიც არ გცოდნია[/quote]

შენ ასეთი რამ თქვი:

[quote]შენ კი ისიც არ გინდა გაიგო ,რომ მამაკაცები თავდახურული არ ლოცულობენ[/quote]

ლოცვა და სიწმინდესთან შეხება ერთმანეთისგან განსხვავდება, და მამაკაცებში კაცი სასულიერო პირებიც მოიაზრებიან wink.gif ქრისტიანულ სიწმინდეებთან არავის სთხოვენ ქუდის დახურვას, მაგრამ გოდების კედელი და დავით მეფსალმუნის სიწმინდეები ებრაელების ხელთაა....მე ებრაული ქუდი, ქრისტიანმა ფორმალურად დავიხურე, და არა როგორც ებრაული სარწმუნოების მიმდევარმა.

[quote] ისრაელში თუ იყავი სხვანაირად აღგენიშნა შეკაცო სურათებით რომ ამტკიცებ არასწორს[/quote]

ეს ფოტოები არგუმენტად მოვიყვანე, არაფერს ვამტკიცებ მეგობარო, იქ ებრაული ქუდის გარეშე არ შემიშვეს და თუ მძიმედ ვცოდე უფალს ვთხოვ მაპატიოს.

[quote]იმცირებ თავს[/quote]

აგრესიული და დამცინავი პოსტებით უფრო შენ იმცირებ wink.gif

[quote] მაგ ადგილებზე მე ძალიან ჩვეულებრივად მოვილოცე[/quote]

ძალიან ჩვეულებრივი მოლოცვა არ ვიცი რას ნიშნავს, თუმცა მე როგორც მართლმადიდებელმა ისე მოვილოცე wink.gif

[quote] მარა ქუდი კი არ წამომისკუპებია თავზე თავმომწონედ[/quote]

საიდან აბო ამდენი აგრესია? თავმომწონედ მეხურა თუ საქმეს სჭირდებოდა შენ რა იცი?

[quote] და თან სურათიც რო გადაგიღია.[/quote]

ფოტოს გადაღებას კრძალავს მართლმადიდებლობა?

[quote] მაგრად მოეწონებოდა შენს მოძღვარს მაგის ნახვა[/quote]

დავუბრუნდები თემის შინაარსს, და გეტყვი რომ ყოვლადუწმინდესს ბართლომეოსს ძალიან არ მოეწონებოდა შენი პოსტების ნახვა, რასაც მასზე სწერ...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის სიტყვა   Jul 29 2007, 06:26 PM
Sotiris   შესანიშნავია! უ...   Jul 29 2007, 10:13 PM
ნათია   შესანიშნავი ფრაზ...   Jul 29 2007, 10:15 PM
მნათე   Sotiris ნუ მოგიცავს ხოლ...   Jul 29 2007, 10:21 PM
Sotiris   [b]Sotiris ნუ მოგიცავს ხ...   Jul 29 2007, 10:33 PM
Tatarashvili   მართლა შესანიშნავ...   Jul 29 2007, 10:36 PM
მნათე   უდავოდ ორაზროვან...   Jul 29 2007, 10:53 PM
Sotiris   უდავოდ ორაზროვანი...   Jul 29 2007, 11:09 PM
abo   ნუ ბართოლომეოსი გა...   Jul 29 2007, 11:01 PM
ზებედე   კარგ მთქმელს კარგ...   Jul 30 2007, 12:16 AM
Sotiris   პრობლემას ვერ ვხე...   Jul 30 2007, 03:24 PM
ზებედე   რა სიწმიდე?! გოდე...   Jul 30 2007, 03:57 PM
abo   მივესალმები ქრისტ...   Jul 29 2007, 11:19 PM
abo   ზებედე კაი მთქმელ...   Jul 30 2007, 12:42 AM
ზებედე   ზებედე რა გაგება ...   Jul 30 2007, 12:50 AM
abo   აქ რას ამბობ ვერ ვ...   Jul 30 2007, 01:18 AM
ზებედე   მე ვიცი რომ შენი აზ...   Jul 30 2007, 03:06 AM
გლახა   ეს კარგი სიტყვები...   Jul 30 2007, 12:03 PM
მხევალი ნინო   გლახა გაგიხარდა ...   Jul 30 2007, 01:25 PM
მნათე   არ ვაპირებ დავას, ...   Jul 30 2007, 02:05 PM
მართა   სწორია აბსოლიტურა...   Jul 30 2007, 03:44 PM
მნათე   კაი ახლა შოთა, გინ...   Jul 30 2007, 03:49 PM
Sotiris   კაი ახლა შოთა, გინდ...   Jul 30 2007, 08:04 PM
Lenus   http://i.smiles2k.net/lol_smiles/biggrin1.gif ht...   Jul 31 2007, 12:17 PM
A.V.M   ევროკავშირი – მსოფ...   Jul 24 2014, 11:33 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 11:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი