ქართული ნუმიზმატიკა, ქართველი მეფეებისა და დამყრობლების საქართველოში მოჭრილი მონეტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნუმიზმატიკა, ქართველი მეფეებისა და დამყრობლების საქართველოში მოჭრილი მონეტები |
Lenus |
Apr 30 2007, 07:36 PM
პოსტი
#1
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
-------------
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
marine |
Jul 30 2007, 10:40 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,434 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ეროვნული ვალუტა
ქართული ლარი - საქართველოს ეროვნული ვალუტა. 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იგი ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა "ლარი", რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება "ლარი" ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკად. ვ. ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში. ბანკნოტები 1995 წლიდან მიმოქცევაში შევიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები. 2007 წელს დაიბეჭდა 200 ლარიანი ბანკნოტები. ბანკნოტებზე გამოსახულნი არიან: 1 ლარიანზე - ნიკო ფიროსმანი 2 ლარიანზე - ზაქარია ფალიაშვილი 5 ლარიანზე - ივანე ჯავახიშვილი 10 ლარიანზე - აკაკი წერეთელი 20 ლარიანზე - ილია ჭავჭავაძე 50 ლარიანზე - თამარ მეფე 100 ლარიანზე - შოთა რუსთაველი მონეტები 1995 წელს მომოქცევაში გაშვებული იქნა 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ღირებულების მონეტები. "თეთრი", რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ძველი XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1, 2, 5, 10 და 20 თეთრის ღირებულების მონეტები ვერცხლისფერია, ხოლო 50 თეთრის ღირებულების მონეტა - ოქროსფერი. ყველა ნომინალის მონეტის რევერსზე გამოსახულია ბორჯღალი, მითითებულია თარიღი და ქართულ-ინგლისური წარწერა "საქართველოს რესპუბლიკა". საიუბილეო მონეტები 2000 წლის 10 აგვისტოს მიმოქცევაში გაშვებული იქნა ქრისტეშობის 2000 წლის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თარიღთან დაკავშირებით მოჭრილი 10 ლარის ღირსების საიუბილეო ბიმეტალური მონეტები, რომლებიც მიმოქცევაშია 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. ბიმეტალური მონეტების – შიდა რკალი ვერცხლისფერია, ხოლო გარეთა რკალი – ოქროსფერი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 09:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი