სახარების მკითხველთა ჯგუფი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახარების მკითხველთა ჯგუფი |
მნათე |
May 23 2007, 01:32 PM
პოსტი
#81
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
უწმინდესმა გვაკურთხა, დღეში სახარებიდან ერთი თავი წაიკითხეთო კარგი იქნება თუ დღის სახარებას წავიკითხავთ და შემდეგ გაუგებარ ადგილებს წმიდა მამათა ნაშრომების შუქზე განვმარტავთ
დავიწყოთ ერთად სახარების კითხვა, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა და მასში სახარების სიტყვის გაძლიერებისთვის! დღეს მტერი უვიცობაშია -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
.ნინო |
Jul 30 2007, 05:09 PM
პოსტი
#82
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ციტატა მაინტერესებს, სახლში ,ახალი აღთქმის კითხვისას აუცილებლად ფეხზე უნდა ვიდგე თუ მნიშვნელობა არა აქვს?არ ვიცი და იკნებ ვინმემ გამცეს პასუხიიი უმჯობესია ეგ კითხვა მოძღვარს დაუსვა... ზოგს აძლევენ კურთხევას და დამჯდარიც კითხულობს, ზოგი ფეხზე დგას... ასე ცალსახად ყველას გაუჭირდება პასუხის გაცემა. ისე, ერთმა ჩემმა ნაცნობმა, (მაშინ არაეკლესიური იყო) "გასართობად" დაიწყო სახარების კითხვა და ზოგჯერ თურმე წამოწოლილიც კი კითხულობდა (მერე რცხვენოდა ამის გამო). მაგრამ უფლის წყალობით ჯერ ბოლომდე არც კი ქონდა წაკითხული ოთხივე სახარება, რომ მრევლი გახდა, და სულ სხვაგვარად დაიწყო სახარების კითხვა უფალი შეგეწიოს... მთავარია წაიკითხო მოკრძალებით და ღვთის განცდით... მეტს ვერაფერს გირჩევ -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2024 - 02:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი