დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
გიორგი |
Jul 31 2007, 09:38 AM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნებისმიერ შემთხვევაში ქრისტეანი ვალდებულია მართლმსაჯულებას მიაწოდოს ინფორმაცია დამნაშავის შესახებ. (მკვლელი, ყაჩაღი, ქურდი). ბასილი დიდს პირდაპირ უწერია, რომ ვინც იცოდეს დამნაშავის ჩამდენის შესახებ და იგი დამალოს და ამით ხელი შეუშალოს მართლმსაჯულებას სამართლიანობის გამოძიებაში, თანამონაწილედ იქნეს მიჩნეული და იგივე საეკლესიო სასჯელი (უზიარებლობა) დაედოს, რამდენიც უშუალოდ დანაშაულის ჩამდენსო.
საერთოდ საზოგადოებრივი აზრი ადამიანის მართლმსაჯულებაში "ჩაშვების" მიუღებლობის შესახებ ძირითადად ჩამოყალიბდა რუსეთის იმპერიის დროს, რაც იყო ქართველი ხალხის ერთგვარი პროტესტი რუსებისადმი, რადგან მოსამართლე ყველგან ფაქტიურად რუსი იყო და ეს დამოკიდებულება მარტივი სიტყვებით ასე ჟღერდა: "ისეთი რა გაგიჭირდა რომ ქართველთან ვერ მორიგდი კაცურად და რუსის სასამართლოში "ჩაუშვიო" ან უჩივლეო და ა.შ." მოკლედ ვიტყოდი, რომ ცოდვა არის არა შესწრებული ვთქვათ მკვლელობის მართლმსაჯულებაში განაცხადი (ე.წ. "ჩაშვება"), არამედ პირიქით სწორედ რომ მასზე ხელის დაფარება არის ცოდვა და თანაც საკმაოდ დიდი, პრაქტიკულად უთანაბრდება უშუალოდ ჩამდენის ცოდვას. თუ მართლა მასეა როგორც შენ ამბობ მააგრ სიბნელეში ყოფილა ეკლესია. ეკლესია ცხადია სიბნელეში არ არის, არამედ პირიქით ის არის ადამიანის ნათელი ცნობიერების წყარო. ბასილი დიდი და სჯულის კანონები ძალიან უარყოფითად აფასებენ ადამიანს, რომელიც მკვლელს ან ყაჩაღს (ან სხვა დამნაშავეს) ხელს აფარებენ და დაახლოებით იგივე ვადით უზიარებლობას განაწესებენ მისთვის, როგორც უშუალოდ ამ ცოდვის ჩამდენისთვის. მაგალითად: მოკლეს 17 ცლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს სამწუხაროა, რომ თვით მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის გარკვეული ნაწილი იმყოფება საზოგადოებრივი აზრის მძლავრი ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც ხშირად ქრისტეანობასთან საერთო არაფერი აქვს. უკვე არა ერთხელ დავწერე და შენც გიპასუხებ, რომ შენს მიერ მოყვანილი მაგალითის შემთხვევაში ცოდვად ჩაითვლება არა 17 წლის ბიჭის მკვლელის სასამართლოზე ხელის დადება არამედ ზუსტად შებრუნებული. მძიმე ცოდვაა, რომ იცი 17 წლის ბიჭის მკვლელის ვინაობა, სასამართლოზე გამოძახებული ხარ მოწმედ და არ ასახელებ მას. ამით შენ ერთგვარად უწყობ მკვლელს ხელს და ხდები მკვლელობის თანამონაწილე, რისა გამოც სხვადასხვა საეკლესიო კანონებით დაახლოებით 10-დან 20 წლმადე უზიარებლობას მოგცემდნენ. დღეს ეს რიცხვები რამდენადმე დაკლებულია, მაგრამ სტატუს-ქვო შენარჩუნებულია ანუ ასეთი "არ ჩამშვები" მკვლელის ეპიტიმიით განკანონდება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი