დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ილია |
Jul 31 2007, 11:00 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ციტატა მკვლელზე ხელის დაფარებაღა გვაკლია ქრისტეანობის სახელით . . . მკვლელსაც გაჩნია, ადამიანმა ადამიანი რაზე მოკლა იქნება და მიზეზი ქონდა? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
გიორგი |
Jul 31 2007, 11:06 AM
პოსტი
#3
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მკვლელსაც გაჩნია, ადამიანმა ადამიანი რაზე მოკლა იქნება და მიზეზი ქონდა? ეს სასამართლოს საქმეა, რამდენად შემამსუბუქებელი გარემოება ჰქონდა დანაშაულს და რამდენწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ ადამიანისთვის ყველა ვარიანტში მძიმე ცოდვაა დანაშაულზე ხელის დაფარება, "არ ჩაშვების" მოტივით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ საქციელით ამ ცოდვის თანამონაწილე ვხდებით. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი