დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ილია |
Jul 31 2007, 11:09 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ეგ კასნონით ვხდებით თანამონაწილე.. როდესაც განერიდები და არ ჩაერევი რატო ცოდვა ვერ ვხვდები. თვითონ ადრე რომ ხოცავდნენ ერთმანეთს ხალხი მაგ დროს ვინ ვის სჯიდა? ეხა ახალი რელიგიური კანონები დაიწერა? ადამინმა რომ რაღაცა მოიპაროს და შენ არაფერი ქნა ცოდვის თანამონაწილე ხარ ესეგი? პირველად მესმის ეგეთი რაღაც, მაშინ მღვდელმაც უნდა ამხოლოს როცა აღსარებაში ეტყვის ცოდვას?
-------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
გიორგი |
Jul 31 2007, 11:24 AM
პოსტი
#3
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ეგ კანონით ვხდებით თანამონაწილე.. როდესაც განერიდები და არ ჩაერევი რატო ცოდვა ვერ ვხვდები. თვითონ ადრე რომ ხოცავდნენ ერთმანეთს ხალხი მაგ დროს ვინ ვის სჯიდა? ელხა ახალი რელიგიური კანონები დაიწერა? ადამინმა რომ რაღაცა მოიპაროს და შენ არაფერი ქნა ცოდვის თანამონაწილე ხარ ესეგი? პირველად მესმის ეგეთი რაღაც, მაშინ მღვდელმაც უნდა ამხოლოს როცა აღსარებაში ეტყვის ცოდვას? ჩვენ თანამონაწილე ვხდებით ქრისტეანული კანონების მიხედვით, რომელიც IV საუკუნიდან იღებს სათავეს. სახელმწიფო კანონებში გაგება და ცნობიერება დანაშაულის ხელშემწყობის, როგორც მისი თანამონაწილის შესახებ მომდინარეობს ქრისტეანული ცნობიერებიდან. მკვლელის ვინაობის ცოდნა და მისი არ გამხელა სასტიკ წინააღმრდეგობაში მოდის სჯულთან, პრაქტიკულად ტოლფასია მკვლელობის და ოდითგანვე მსგავს საეკლესიო სასჯელს ითვალისწინებდა, რასაც უშუალოდ მკვლელობის ჩადენისთვის. (ეს ახალი არაა) ადამიანმა, რომ რაღაც მოიპაროს, შენ რომ იცოდე რომ ამა და ამ კაცს, ამა და ამ კაცმა მოპარა ვთქვათ მანქანა, შენ როგორც მეზობელი ან შემთხვევის სავარაუდო თვითმხილვევლი გამოგიძახეს სასამართლოში და ამ დროს ქურდს ხელს არ ადებ, ეჭვი გეპარება რომ ასეთ დროს შენი დანაშაული ქურდის დანაშაულის ექვივალენტურია? იგივე ცოდვას ჩადიხარ. ძალიან ცუდია ასეთი მიდგომები, თანაც ძალიან ცუდი, ღმერთმა დაგიფაროს და აბა საკუთარი ძმის ან დის სახლი გაძარცვოს ვინმემ, იცოდე ყაჩაღის ვინაობა და არ განაცხადებ სასამართლოში? თუ არ ჩაუშვებ ყაჩაღს და გაატან საკუთარი დედმამაიშვილის ქონებას? ორმაგი სტანდარტები არ ვარგა, დანაშაულს მაშინ არ უნდა შეეწინააღმრდეგო, როცა პირადად შენ ან შენს ახლობელს შეეხება. ნებისმიერ ვარიანტში დამნაშაულის ცოდნის დამალვა ცოდვაა. საეკლესიო სამართალი გამონაკლისს უშვებს სასულიერო პირებზე. მოძღვარი ვალდებულია შეინახოს აღსარების დროს განდობილი საიდუმლო, ოღონდ ასეთ დროს მოძღვარმა თვითონ უნდა უთხრას საკუთარ მრევლს თუ ის ყაჩაღია, რომ სასწრაფოდ დააბრუნოს ქონება და თუ საჭიროა საკუთარი ფეხით გამოცხადდეს სასამართლოში. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი