გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი? |
ბოლქვაძე |
Apr 17 2007, 12:15 AM
პოსტი
#161
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
გამარჯობა!
მე მაინტერესებს ის თუ რატომ "ლანძღავს" ხალხი გიორგი სააკაძეს და რატომ მიიჩნევს მოღალატედ მომიტევეთ მაგრამ ეს ცილისწამებაა. ადამიანმა შვილი გაწირა მხოლოდ იმისთვის რომ მას დაეტოვებინა სახელი მოღალატე? არამგონია მან ეს ყველაფერი საქართველოს გულისთვის გააკეთა მართალია ამას უამრავი ქართველი შეეწირა მაგრამ ომი უსისხლოდ ვის გაუგია გამარჯვება არც მოფრინდება და არც მიფრინდება. გამარჯვება შენ თვითონ უნდა მოიპოვო. ეს სახელი გიორგი სააკაძისთვის არაბებს რომ შეერქვათ გასაგებია რადგან იმ მომენტში ფაქტიურად "ჯაშუში" იყო გიორგი სააკაძე და რავიცი აბა მე რაც თვალით არ მინახავს იმას ვერ დავიჯერებ მითუმეტეს ასეთი გმირის. (ეხლა როგორც თომა მოციქული აკეთებს ამას ისე ნუ მიიღებთ მაგრამ ეს ჩემი აზრია (კვირაცხოვლობაზე ვამბობ იმედია მიხვდით)) ეხლა კი თქვენი აზრი თუ შეიძლება -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
marine |
Jul 31 2007, 01:13 PM
პოსტი
#162
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ტაშისკარის ბრძოლა
"1606 წელს გარდაიცვალა გიორგი X და გამეფდა მისი ძე ლუარასაბ II. 1609 წელს, ირან-ოსმალეთის ომის მიმდინარეობის დროს, ქართლში ოსმალთა ჯარი შემოიჭრა. ოსმალებს ქართლის აოხრება და ცხირეთის ციხეში მყოფი მეფე ლუარსაბის შეჰყრობა ჰქონდა განზრახული. სოფელ კველთაში მათ მღვდელი თევდორე შეიპყრეს და ცხირეთის ციხისკენ მეგზურად გაყოლა უბრძანეს. თევდორე ვითომ დასთანხმდა, სინამდვილეში კი მტერი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. როდესაც ოსმალები ყველაფერს მიხვდნენ, თევდორე ხმლით აჩეხეს. საქართველოს ეკლესიამ თევდორე წმინდანად შერაცხა. მისმა გმირობამ ქართველებს დროის მოგების საშუალება მისცა. სასწრაფოდ შეიკრიბა ჯარი და გიორგი სააკაძის მეთაურობით ტაშისკართან ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს და უკუაქციეს მტერი. გიორგი სააკაძის მამა სიაუში და ბიძა მაღალ თანამდებობებს ფლობდნენ სამეფო კარზე. გიორგი ჯერ კიდევ სვიმონ I-ის მეთაურობით იბრძოდა დამპყრობთა წინააღმდეგ. ლუარსაბ II-მ იგი თბილისის, ცხინვალისა და დვალეთის მოურავად დანიშნა, ხოლო მოგვიანებით მისი და შეირთო ცოლად. თვითონ გიორგი არაგვის ერისთავთა სიძე იყო. ქართლის სამეფო კარზე მეფის ცოლისძმის გავლენა გაიზარდა, მით უმეტეს, რომ ლუარსაბი ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. ასეთმა აღზევებამ გიორგი სააკაძეს ბევრი მტერი შესძინა. მათ ლუარსაბ II გიორგის ღალატში დაარწმუნეს და მისი დასჯის გადაწყვეტილება მიაღებინეს. გიორგი სააკაძე სანადიროდ მიიპატიჟეს, სადაც უნდა მოეკლათ. მან ეს შეიტყო, ირანში გაიქცა და შაჰის სამსახურში ჩადგა. დიდი ავტორიტეტის მქონე გიორგი სააკაძემ შაჰის თვალში ნელ-ნელა წინ წამოსწია ირანში მყოფი ხოსრო-მირზა (როსტომი), რომელიც სვიმონ I-ის ძმის დაუთ-ხანის უკანონო შვილი იყო წავკისელი გლეხის ქალისაგან." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი