დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
გიორგი |
Jul 31 2007, 01:46 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ციტატა ეს კომუნისტურ ხედვას უფრო მაგონებს მე... გაეცანი სჯულის კანონს . . . ციტატა კიდევ ერთხელ ვიმეროებ არ არის ცოდვა როდესაც მეგობარს გაუგებ და დაეხმარები გამოსწორებაში და მერე თვითონ მიხვდეს შეილება და აუნაზღაუროს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სანამ ის გამოსწორდება (ან იქნებ არც გამოსწორდება) იქამდე მართლმსაჯულებას დანაშაულის დროული გამოძიება სჭირდება, ნაძარცვი ქონების ამოღება, ქურდის ან ყაჩაღის დაპატიმრება და საზოგადოებისგან იზოლაცია, შენ კი ამ "მეგობრული თანადგომით" დანაშაულს უჭერ მხარს, ამას ქრისტეანობასთან საერთო არაფერი აქვს. გარდა ამისა შენ მოიყვანე ყველაზე რთული შემთხვევა, როდესაც ადამიანურად ძნელია ებრძოლო დამნაშავეს თუ კი იგი შენი უახლოესი მეგობარია, მაგრამ ეს თემა ამას არ ეხება, აქ საუბარია ზოგადად დამნაშავეზე ხელის დადებაზე, როდესაც შენ შეესწარი დანაშაულს და ცხადია დამნაშავეც უცხოა. დამნაშავის "არ ჩაშვება" ცოდვაა. ძნელია?! ასე მიუღებელია შენთვის?! ციტატა იმაზე არგიფიქრია ადამინს დააბრალებ და მიუსჯიან ხუთი წლის მაგიერ ათ წელს??? ანდა ასიათასობით დოლარს მოითხოვენ თუ არ გადაიხდი მოგისჯიან, ამ დროს ვისაც ფული აქ უშვებნენ იმას! დავიწყოთ იმით, რომ სასამართლოს უსამართლობა აქ არ განიხილება. აქ საუბარი არაა კონკრეტული სიტუაციის თუ კორუმპირებეული მოსამართლის პირობებში რა უნდა ვქნათ. აქ საუბარია ზოგად ქრისტეანულ მიდგომაზე, როდესაც სასამართლო იდეალურია მაშინ უნდა ჩავუშვათ თუ ხელი დავაფაროთ დამნაშავეს. გარდა ამისა სასამართლოში ხშირი უკანონობა ტყული მიზეზია "არ ჩაშვების" გასამართლებლად, რადგან თუ ყაჩაღმა ჩვენიანი დააყაჩაღა და ამას შევესწარით მაშინ არავინ არ ვიფიქრებთ, რომ იმ ყაჩაღს შეიძლება ზომაზე მეტი მიუსაჯონ, მაშინ ძალიან დავინტერესდებით ქონების ჩამორთმევითაც და სასამართლოში განცხადებითაც, მაგრამ როცა ჩვენ არ გვეხება ფეხებზე გვკიდია და აი ამაშია საქმე და არა ცუდ სასამართლოში. შენი ლოგიკით დღეს სასამართლოში არავის არასოდეს არ უნდა ვუჩივლოთ . . . ასე არ არის. ასევე თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და ის თავის საქციელს ნანობს იმას აღარ აინტერესებს სხვას გაუშვებენ ფულით თუ არა, თუ ის ნამდვილად განიცდის დანაშაულს და სინდისი ქენჯნის ფულის გადახდა არც უნდა იფიქროს და მშვიდად შეხვდეს კანონის მთელი სიმკაცრით გამოტანილ განაჩენს. ასეთია ჩემო კარგო ქრისტეანობა. ციტატა მერე ადამიანს თვალებში არ უნდა ჩახედო შენ გამო რომ მიუსჯიან სამჯერ იმაზე მეტს რაც ეკუთვნის? აქ ქრისტეანულ პრინციპებზეა ლაპარაკი თუ კონკრეტულ შემთხვევაზე?! შენ, რომ გაგქურდოს ვიღაცამ და ოჯახის სიმწრით ნაგროვები ქონება მოგპაროს იმ დროს ხომ აღარ იფიქრებ იმაზე, რომ თუ სასამართლოში უჩივლებ, რომ შეიძლება გარდა მოპარულისა და კანონით გათვალისწინებული სასჯელისა სხვა რაიმეც შეიძლება მოთხოვონ? არა, ამაზე ფიქრს მაშინ ვიწყებთ როდესაც დაზარებული სხვაა და მათი ქონება, ჯანმრთელობა და ზოგჯერ სიცოცხლეც კი ფეხებზე გვკიდია, ამიტომ დანაშაულს მანამდე ვუწყობთ ხელს სანამ ჩვენ არ დავზარალდებით. ქრისტეანის ვალია, რომ დამნაშავეს ხელი არ შეუწყოს და თუ მოსამართლე ვინმეს ფულს მოთხოვს ან ზედმეტ სასჯელს გამოუტანს ეს უკვე მას მოეკითხება და არა შენ. გარდა ამისა უნდა იცოდე, რომ თუ პრაქტიკული ლაპარაკი წავიდა მაშინ ზედმეტი სასჯელის გამოტანა იშვიათია. დამნაშავეს წაუყენებენ მუხლს და მისცემენ ობიექტურად იმდენ წელს, რამდენიც ეკუთვნის, ხოლო თუ ფულს გადაიხდის მაშინ გამოუშვებენ საერთოდ. ახლა მე რა ვქნა თუ ჩემს გამო დაპატიმრებულ დამნაშავეს სამართლიანად მიესაჯა და ვიღაც სხვამ ფულით თავისუფლების ყიდვა შეძლო? ძალიან გთხოვთ ყველას ქრისტეანულ მიდგომებს ძალიან კონკრეტულ სიტუაციებში ნუ გადახლართავთ. კიდევ ვწერ: დამნაშავის "არ ჩაშვება" ნიშნავს დამნაშავის თანადგომას. დამნაშავის თანადგომა - დამნაშავეობას. დამნაშავეობა - ცოდვას. ციტატა მოძღვარს რომ მოუყვები ამას შეგიქებს საქციელს? მე ბევრი მაგალითი ვიცი სადაც მოძღვარს სულ სხვა რამე ურჩევია ადმიანისთვის ვიდრე ჩაშვება! კი, იდეალურ ვარიანტში უნდა მიხვიდე დამნაშავესთან და უნდა უთხრა, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს ცოდვაა, რომ ახლავე უნდა დააბრუნო მოპარული ქონება და ჩადენილი საქციელი სასწრაფოდ მოინანიო და თუ დაგიჯერა სასამართლო აღარ იქნება საჭირო . . . მაგრამ თუ არ დაგიჯერა და შენ შეგიძლია პოლიციას უთხრა მის შესახებ და არ ეუბნები უკვე შენც ქურდი ხარ, ჩვეულებრივი ქურდი იმიტომ, რომ 10 წლის მერე დამნაშავე გამოსწორდება თუ არა არავინ იცის და შენ კი უკვე დღეს დანაშაული დაფარე, ამით დაზარალებული ქონებას ვეღარ დაიბრუნებს და თვითონ ქურდს ხელ-ფეხი ეხსნება სამომავლო დამნაშავეობრივი საქმიანობისთვის და სხვების გასაუბედურებლად. რამდენიმე დიდი პოსტი დავწერე, თუ კიდევ ვერ გაიგე შენთან კამათს აღარ ვაპირებ იმიტომ, რომ მაინც აზრი არა აქვს და შედეგი არ მოაქვს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი