დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ილია |
Jul 31 2007, 02:31 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
მე სხვანაერად მესმის შენ სხვანაერად.
მე მირჩევნია დავეხმარო ადამინს გამოსწორებაში ვიდრე წავიდე და სამართველოებში ვირბინო აი ამან ქნა ეს დაეს... დაა სულაც არ მიმაჩნია ეს ცოდვათ. ხო აზრი არაქ ამაზე კამათს აზრს მაინც არ შევიცვლით. აი საინტერესო იქნებოდა მოძღვრის პასუხი ამ კითხვაზე... -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
გიორგი |
Jul 31 2007, 02:53 PM
პოსტი
#3
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მე მირჩევნია დავეხმარო ადამინს გამოსწორებაში ვიდრე წავიდე და სამართველოებში ვირბინო აი ამან ქნა ეს დაეს... დაა სულაც არ მიმაჩნია ეს ცოდვათ. საინტერესოა მე და შენ რომ მივდიოდეთ ქუჩაში შენი მანქანით, ამ დროს ვიღაცა რომ მოვიდეს იარაღი დაგადოს მანქანიდან გადმოგაგდოს და რამდენიმე წლის მუშაობით ნაგროვები ფულით მოპარული მანქანა წაგართვას. ამ დროს მე რომ დამამახსოვრდეს ყაჩაღის სახე, მისი მანქანის ნომერი ან რაიმე ამოსაცნობი ნიშანი. ჩვენ რომ დაგვიბარონ სასამართლოში და მე რომ არ ჩავუშვა ის ადამიანი და მივადგე სახლში და ავუხსნა, რომ იცი რა შენ ის მანქანა არ უნდა წაგერთმია ილიასთვის, ეს ძალიან მძიმე ცოდვაა და დაუბრუნე-თქო, იმან რომ არ დააბრუნოს და მე რომ შენ გითხრა რომ მე ვერ დავადებ მაგ ადამიანს ხელს იმიტომ რომ უნდა გამოვასწორო და ახლა ჩაშვება როგორ იქნება-თქო, საინტერესო რას მეტყვი? ალბათ შენ თვითონ მიჩივლებ პოლიციაში, რომ ამ ადამიანმა იცის ყაჩაღის ვინაობა და არ ასახელებს, სასწრაფოდ ათქმევინეთ ვინ იყო და დამიბრუნეთ სისხლის ფასად ნაყიდი მანქანაო. საქმე იმაშია რომ ჩვენ სასამართლო და დამნაშავეობასთან ბრძოლა მაშინ გვახსენდება, როცა ჩვენ შეგვეხება ეს და ჩვენ ვართ დაზარალებულები, მაგრამ ჩვენს თვალწინ ვიღაცა, რომც დააყაჩაღონ, რომც მოკლან ხმასაც არ ამოვიღებთ და ათას აბსურდამდე მისულ სისულელეს მოვიყვანთ მაგალითად, რომ ჩაშვება არ შეიძლება (ქურდული მენტალიტეტის გადმონაშთი), რომ ადამიანი უნდა გამოასწორო (ფსევდომართლმადიდებლობის ზენიტი, იმიტომ რომ თუ მოწმედ გამოგიძახეს, როგორც რომელიმე დანაშაულის თვითმხილველი, მაგ დროს სიტუაცია სხვანაირი რომ ყოფილიყო, პოლიციას ვერ დაენახა და სისხლის სამართლის საქმე არც აღძრულიყო მაშინ არც გაგახსენდებოდა, რომ სადღაც ვიღაც დამნაშავე გამოსასწორებელი გყავს) და რომ თურმე უნდა გაუგო მას. (სიყვარულის გამგები მოსიყვარულეა, შრომის გამგები მშრომელი, ქურდობის გამგები თვითონაც ქურდია) გაჩერდი რა ძალიან გთხოვ, ახალ ქრისტეანობას ნუ წერ და "ფსევდოვაჟკაცური" ელემენტები ნუ შემოგაქვს. დამნაშავის ხელის დამფარებელი და დამნაშავე ერთი და იგივეა, სჯულის კანონიც ერთნაირად განაკანონებს მათ. დამნაშავის "არ ჩაშვება" ცოდვაა და ეს ცოდვა მით უფრო მძიმეა, რაც უფრო დიდ დამნაშავეს დააფარე ხელი. ამ ფორუმზე ძალიან უცნაურ საკითხებზე მიხდება დავა. ნამდვილად არ მეგონა თუ ხალხის გარკვეულმა ნაწილმა დამნაშავეზე ხელის არ დადება და დანაშაულის დაფარვა, რომ ცოდვა იყო ის თუ არ იცოდა . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი