კანდელის და საკმევლის დანიშნულება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კანდელის და საკმევლის დანიშნულება |
izo |
Jul 31 2007, 08:39 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
mainteresebs, kandelisa da sakmevlis moxmarebis wesi rogoraa? da shesadzlebelia tu ara misi gamoyeneba modzgvris kurtxevis gareshe? vici, rom kandelis danteba sheidzleba locvis dros da shignit ubralo zeti, tu nakurtxi zeti unda esxas?
tqven ufro gamocdilma da kargad gatvitcnobierebulma xalma iqneb amixsnat me, jer gamoucdelsa da axalbedas. winaswar yvelas madloba |
ალექსანდრე |
Jul 31 2007, 10:03 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
კმევის დაწყების წინ საცეცხლურში ათავსებენ გაღვივებულ ნახშირს - იგი სიმბოლურად მადლით აღსავსე მართლმადიდებლურ სარწმუნოებას გამოხატავს. გაღვივებულ ნახშირზე (ნაკვერჩხალზე) იდება საკმეველი, რომელიც სიმბოლოა მორწმუნე ადამიანის გულმხურვალე ლოცვისა და სულიერი განცდებისა, ჭეშმარიტ მორწმუნე ადამიანს თან რომ მიჰყვება ეკლესიაში - სინანული, მადლიერება, ვედრება, სიმდაბლე და სხვა. ეს ქმედება სიმბოლურად მიანიშნებს, რომ ჩვენს გულმხურვალე ლოცვას და სულიერ განცდებს, ანუ საკმეველს, ვათავსებთ მადლით აღსავსე სარწმუნოებაზე, ე.ი. ნახშირზე და მიგვაქვს ეკლესიაში, რომელსაც საცეცხლური განასახიერებს. ის მორწმუნეთა გულმხურვალე ლოცვას და სულიერ განცდებს, საკმევლის კვამლის მსგავსად, აღამაღლებს უფლის საყდრამდე და ზეციდან სულიწმიდის მაცხოვნებელი მადლი მოეფინება.
კმევა სიმბოლურად უფლის მიმართ აღვლენილი გულმხურვალე ლოცვის გამომხატველია [ფს. 140, 2] საკმეველი საოცარ სურნელებას გამოსცემს, რაც სიმბოლურად სულიწმიდის მადლს, მის კეთილსურნელებას გამოხატავს. საკმეველს ბოროტ ძალების, ეშმაკების განსადევნელადაც ვაკმევთ - ე.ი კმევის დროს ნაკმევი ადგილი ბოროტისაგან განიწმიდება, რადგან ბოროტი ძალებისათვის საკმევლის კეთილსურნელება მომაკვდინებელია [ტობ. 8, 2-3] კანდელი - მომცრო ჭურჭელი, ჩვეულებრივ მინისა, პატრუქით, რომელიც ზეთითაა ავსებული. მას ანთებენ ხატების, წმიდა ნაწილების, სხვა სიწმიდეების წინ, ტაძრის განსაკუთრებით წმიდა ადგილებზე - ტრაპეზზე და სხვა. კანდელის ნათელი სიმბოლოა თვალთშეუდგამი საღმრთო ნათელისა, ღვთაებრივი სწავლებით მოფენილი სულიერი ნათლისა, სულიწმიდის მადლისა, ღვთისადმი შეწირული ლოცვისა. კანდელის აუცილებლობაც ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს "მოსემ დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ ..... აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა'' [გამ. 40, 24-25] ''სიონისთვის არა დავდუმნე და იერუსალიმისათვის არ დავაცადო, ვიდრემდისცა გამოვიდეს, ვითარცა ნათელი, სიმართლე ჩემი, ხოლო მაცხოვარებაი ჩემი, ვითარცა ლამპარი, აღენთოს'' [ეს. 62. 1] -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი